topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმ - ნაკრძალი

<უკან დაბრუნება

FB - დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

მადლობას ვუხდით დიდი მცხეთის მუზეუმის მმართველს ნუკრი მაისურაშვილს,

ასევე ქალბატონ ქეთევან დიღმელაშვილს

გაწეული დახმარებისათვის.

მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. გარე ხედი.

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი აერთიანებს მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებს: სამთავროს სამაროვანსა (ძვ.წ. II ათასწ.-ადრე შუა საუკუნეები) და ნამოსახლარს (ძვ.წ. VIII-VII სს.), არმაზციხე-ბაგინეთს - ქალაქ მცხეთის აკროპოლისსა და ქართლის მეფეთა რეზიდენციას (ძვ.წ.I-ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენციასა და სამაროვანს (ახ.წ. II-IV სს.) და ახ.წ. I ს. აკლდამას. მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია მცხეთისა და მისი ისტორიული უბნების არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე მრავალფეროვანი მასალა (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ვიდრე გვიან შუა საუკუნეების ჩათვლით) და ეთნოგრაფიული არტეფაქტები.

პართელი ქალბატონი. მისი გამოსახულება (ძვალზე) ქართლის მეფეთა სასახლეს ამშვენებდა, II-III სს. არმაზსციხე - ბაგინეთი

ჭვირული ბალთა, თეძმის ხეობიდან

მლოცველი ქალის ფიგურა. ახ.წ II ს.

ამგვარი სათამაშოებით ერთობოდნენ ბავშვები დაახლოებით 35 საუკუნის წინ.თიხა. ძვ.წ. XIV - XIII სს.აღმოჩნდა წეროვნის სამაროვანზე,ბავშვის სამარხში

სირიული მინა.  ახ.წ. I-II სს.

ოქროს ბეჭედი. გვიან ანტიკური ხანა

ოქროს სხივანა საყურეებინარეკვავის №59 სამარხი (ქალისა), ძვ.წ. VI სს. // ქ.დიღმელაშვილის ფოტო

ცულ-წერაქვი ბრინჯაოსი, მინიატურული, სამთავრო, სამარხი №2, ახ.წ. IV ს.(სავარაუდოდ).

ქ.დიღმელაშვილის ფოტო


მინის სანელსაცხებლე //ავჭალისკარის №31 სამარხი, IV-V სს, ქ.დიღმელაშვილის ფოტო

მინის ჭურჭელი მცხეთის (ე.წ. სამეფო) აკლდამიდან, ახ.წ. I-II სს. მიჯნა

გემა მითრას გამოსახულებით, სარდიონი, რკინა, კარსნისხევი, III ს.

 

 

 

მოგვთაკარის სამაროვანი -  ექსპონატები:

(+) - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

ოქროს საყურეები ძოწის თვლებით. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.

ბეჭედი ბრინჯაოსი მწვანე მინისთვლით, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის პორტრეტი. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ირმის გამოსახულებიანი საკიდი. ბრინჯაო. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.

ფაიანსის მძივსაკიდები. მოგვთაკარის №6 სამარხიდან. I-III სს.

სანელსაცხებლე ლურჯი მინისა. მოგვთაკარის №7 სამარხი. I-III სს.

მძივი გიშრისა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ვირის სკულტპტურული ქანდაკება. თიხა. მოგვთაკარის ნამოსახლარი. III-IV სს.

ხელადა, თიხა. მოგვთაკარის №? სამარხი. I-III სს.

ხელადა, თიხა. მოგვთაკარის №? სამარხი. I-III სს.

ხელადა,თიხა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ბეჭედი რკინისა სარდიონის თვლით, რომელზეც გამოსახულია ქალღმერთი ფორტუნა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

 

სარდიონის ინტალიო ბერძნული წარწერით „Κυρια Καλή“ - „ლამაზი ქალი“, „მშვენიერი ქალბატონი“. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.