topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წუღრუღაშენი - პ.ზაქარაია

< უკან დაბრუნება..<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


პარმენ ზაქარაია, "ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI -XVIII სს., //გამ. "ხელოვნება", თბილისი, 1978 წ. - გვ.151 - 190.

წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით იგი ბოლნისის რაიონში შედის და ცენტრიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრითაა დაშორებული.თვით ტაძარი დგას მდ.ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, იმ მთის კალთაზე, რომელსაც ვახუშტის მიხედვით, ეწოდება "მცირე მთა ბოლნისისა". ამჟამად განმარტოებითაა ეს ტანწვრილი, მაღალი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სილუეტი შორიდან მოჩანს.

ძეგლი გადაჰყურებს ძირს, ხევში გაფანტულ სოფლებსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიმავალ დაკლაკნილ შარაგზას. მის პირდაპირ, დასავლეთით, მდ.ფოლადაურის გაღმა, მდებარეობს სახელგანთქმული ბოლნისის სიონი, ხოლო მოშორებით - ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა და მათ შუა და გარშემო - XVI-XVII საუკუნეების მცირე ზომის ეკლესიები და სამრეკლოები. წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი ყოფილა. ამ უპატრონობის დროს ძეგლს მთლიანად დაუკარგავს სახურავი, გუმბათის კონუსი და ზოგიერთი სხვა დეტალი. ძეგლის ირგვლივ სხვა ნაგებობები არ ჩანს, ხოლო გალავანი ახლახან აღადგინეს ძველი კონტურის დაცვით. წუღრუღაშენის ტაძრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ვერავითარ ცნობას ვერ ვპოულობთ. როდის ააგეს, ან რა როლს ასრულებდა იგი მაშინდელ ცხოვრებაში, უცნობია.

დასავლეთ ფასადი

მცირე რამ ვიცით თვით ძეგლის წარწერებიდან. ძეგლზე  სამი წარწერაა:

პირველი, ყველაზე უკეთ შენახული წარწერა, მოთავსებულია დასავლეთის კარის მარჯვნივ, ცოკოლიდან მეორე ჰორიზონტალურ რიგში მდებარე ერთ დიდ ცისფერ ქვაზე, რომლის მარჯვენა ზედა ნაწილშიც დაზიანებულია, მაგრამ ასოების მოხაზულობის აღდგენა ადვილად ხერხდება.

ეს ასომთავრული წარწერა ათ სტრიქონს შეიცავს:

ქარაგმების გახსნით წარწერა წაიკითხება ასე:

1 "ქ. სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმინდისა

2 ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა

3 გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა

4 შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა

5 მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის

6 ძემან ჰასან, დავიწყე შენ -

7 ებაჲ ტაძარსა  (sic) გუნბადს, მამულ -

8 სა ჩემსა, უწყებითა გამოცხადე -

9 ბითა ამისვე მთავარმოწამისა

10 მიერ, სადიდებლად ღმრთისა"

მეორე წარწერა მოთავსებულია სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე. წარწერისათვის სპეციალურად დატოვებულია შუა ნაწილი. ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე სამი სტრიქონია. ხოლო ქვედა, შიგნით დაქანებულზე - ორი. წარწერა პირველზე გაცილებით უკეთესი ოსტატობითაა შესრულებული. მაგრამ ეტყობა, რომ ამოკვეთის დრო ერთი და იგივეა, შემსრულებელი კი სხვადასხვა.

მეორე წარწერა, სამწუხაროდ, ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით განაპირა ნაწილებში, მაგრამ ამ წარწერის ტექსტი თითქმის იდენტურია პირველისა, ამიტომ, პირველის დახმარებით იგი ასე აღდგება:

წარწერა ქარაგმების გახსნით მიიღებს შემდეგ სახეს:

1. ქ.შეწ[ევნითა ღმერთისაჲთა და წმინდ]ისა [ღმერთ]ის მშობლისაჲთა, ძ[ლიერებითა წმიდისა გიორგის ხუთშათის ჯ]უარისაჲთა

2. მეფო[ბასა შინა დიდისა გიორგის]სა მიწამან მეფობისა მათუსამან, არსენის ძემან ჰ[ასან, დავიწუე შენებაჲ] ტაძრისა

3. [გუნაბადს, უწყებითა და გამ]ოცხადებითა მისვე მთავარ მოწამისა მიერ --- სა

4. [დიდებლად და სალ]ოცველად ღმრთივ გჳრგჳნოსანთა მეფეთა მეფისა [გიორგისა]...

5. ....სა მადლითა და კაცთმოყვარებითა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს [დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ]

ამ ორი ვრცელი წარწერის ტექსტი წარმოშობს მრავალ საკითხს, რომლებზეცად უშუალო პასუხს მათში ვერ ვპოულობთ. ტექსტი არ შეიცავს ძეგლის დამათარიღებელ არც ერთ პირდაპირ მონაცემს. წარწერის მიხედვით არ ირკვევა თუ რომელი გიორგია აქ ნახსენები ("მეფეთ მეფე გიორგი").

ან ვინ არის "ჰასან ძე არსენისა", რომელიც აგებს ამ ტაძარს? ან, რომელ ტერიტორიას შეიცავდა ჰასან არსენის ძის მამული "გუნბადი". ის ადგილი, სადაც ტაძარი დგას,დღეს წუღრუღაშენადაა ცნობილი. ასეთი სახელი სოფლისა ისტორიულ დოკუმენტებში, რამდენადაც  ამის შემოწმება შევძელით, პირველად იხსენიება ორბელიანთ შემოსავლების ნუსხაში 1619-20 წლებში. ამ დროიდან მოკიდებული "წუღრუღაშენის" რამდენჯერმე გვხვდება საბუთებში. ასე, მაგ., 1721 წლის ხალხის აღწერის დავთრის შედგენის დროს ორი სოფელი ყოფილა ამ სახელის მატარებელი: "წუღრუღაშენი" და "ახალი წუღრუღაშენი". დღეს ეკლესიის ახლოს მოსახლეობა არ არის, მაგრამ აქა იქ შეიძლება შევამჩნიოთ ნასლოფლარის კვალი. ვახუშტიც ორ წუღრუღაშენს იცნობს და რუკაზეც ორივეა ნაჩვენები. ჩვენს მიერ აღძრულ მეორე კითხვაზე, თუ ვინ არის ჰასან არსენის ძე, დღემდე ცნობილ დოკუმენტებში ვერავითარ პასუხს ვერ ვპოულობთ. არც ის ვიცით, თუ რომელ გვარს ეკუთვნოდა ეს შეძლებული ფეოდალი, რომელიც ასეთ დიდ ტაძარს აგებს (თანაც ეტყობა მარტო მარტო). რაც შეეხება იმას, თუ რომელი მეფეთ მეფე გიორგია აქ ნახსენები, ამის გარკვევა მხოლოდ ძეგლის მხატვრულ - ისტორიული ანალიზის შედეგად შეიძლება მოხერხდეს. მესამე წარწერა მოთავსებულია დასავლეთის კარის თავზე, ორნამენტული არშიის ზემოთ. წარწერა მხოლოდ დაუწყიათ და შემდეგნაირად იკითხება. სამეცნიერო წყაროებში წუღრუღაშენს ვახუშტის "აღწერაში" ვხვდებით. ვახუშტი ბაგრატიონი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. იგი წერს: "პირისპირ ამ ეკლესიისა - ლაპარაკია ბოლნისის სიონზე - არის მონასტერი წუღრუღაშენის, გუმბათიანი, შვენიერ ნაშენი შვენიერს ადგილს და აწ უქმ არს. ამ ლაკონიური წინააღმდეგობიდან ვიგებთ, რომ წუღრუღაშენის ეკლესია XVIII ს. დასაწყისში მოქმედი აღარ ყოფილა და რომ იგი ვახუშტისათვის ცნობილია, როგორც მონასტერი. მაგრამ როდის გაუქმდა იგი და რატომ, ამაზე ვახუშტი არაფერს ამბობს. წუღრუღაშენს, თუ კი იგი მართლაც მონასტერი იყო, ცხადია, უნდა ჰქონოდა დამხმარე სამონასტრო ნაგებობებიც (ჩვენამდე არ მოუღწევიათ). ტაძრის ჩრდილოეთით, დღევანდელი გალავნის ფარგლებში, არის ქვების გროვა, რომელიც ეჭვს იწვევს, მაგრამ გარკვევით ვერაფერს ვიტყვით (შეიძლება ნიადაგის გაწმენდამ და სისტემატურმა გათხრებმა სასურველი შედეგი გამოიღოს). ვახუშტის შემდეგ, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, წუღრუღაშენის ტაძარზე არაფერი ისმის. მხოლოდ 1853 წ. მკვლევარმა, პოლკოვნიკმა ი.ბართოლომეიმ გადაიღო წარწერები, რომლებიც გამოსცა აკად. მ.ბროსემ ფრანგული თარგმანითა და კომენტარებით.

დასავლეთ ფასადის წარწერა -

უფრო ახლო ხედიდან....

მ.ბროსეს გაშიფვრას ჩვენ ზემოთ შევეხეთ, აქ აღვნიშნეთ მხოლოდ რომ ი.ბართოლომეი არ ყოფილა დაინტერესებული თვით ძეგლით და არაფერს წერს მასზე, გარდა იმისა, რომ სახურავი მცენარეებით იყო დაფარული და სამხრეთ კარიბჭე მოშლილი. იმავე საუკუნის სამოციან წლებში არქიტექტორ დ.გრიმს დაუთვალიერებია წუღრუღაშენის მონასტერი და ჩაუხატავს ჩუქურთმებიც. მის მიერ 1864 წ. გამოცემულ ქართულისა და სომხური ძეგლების ალბომში ერთ ერთ ტაბულაზე, მოთავსებულია გრაფიკულად შესრულებული რამდენიმე ორნამენტი, რომლებიც, ტაბულის წარწერების მიხედვით, წუღრუღაშენის ძეგლს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან წუღრუღაშენზე დღეს ისეთი ორნამენტები არ მოიპოვება. შეიძლება გვეფიქრა, რომ მაშინ იყო და მერე დაიკარგა, მაგრამ ეს საეჭვოა. ტაბულის რვა სურათიდან მხოლოდ ორის მიკუთვნება შეიძლება წუღრუღაშენისათვის, ისიც ზოგადი კონფიგურაციით (გრიმს არცერთ სურათში არ უცდია სიზუსტის დაცვა). ერთი მათგანი წარმოადგენს გუმბათის ყელის ნახევარკოლონების კონის ბაზისს. დ.ბაქრაძემაც 1875 წ. გამოცემულ წიგნში საკმაო ადგილი დაუთმო წუღრუღაშენის ძეგლს, მაგრამ მას მხოლოდ მ.ბროსეს ზემოთხსენებული წიგნიდან მოჰყავს ციტატები და ახალს არაფერს ამატებს (ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მას ძეგლი არც კი ენახოს). იმ დროის სხვა მკვლევართაგან წუღრუღაშენის ძეგლი არავის შეუსწავლია, ხოლო უკანასკნელ ხანს აკად.გ.ჩუბინაშვილმა და ნ.სევეროვმა თავიანთ "ქართული არქიტექტურის გზებში" სათანადო ადგილი დაუთმეს. შემდეგ გამოცემულ წიგნებშიც წუღრუღაშენმა სათანადო ადგილი ჰპოვა.