topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აკვანება - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აკვანება - ლევან რჩეულიშვილი // "ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.28, "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ.

VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს ბოლნის დმანისის გზის მე-5 კილომეტრზე, გზიდან დაახლოებით 200 მეტრზე. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. აფსიდიანი დარბაზული ეკლესია და სამხრეთ მდებარე ასევე აფსიდიანი ეგვტერი გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი. მათი კედლები მცირე ნაგებობებისათვის უჩვეულოდ სქელია (110 სმ) და მოპირკეთებულია მუქი ყვითელი ქვიშაქვის სწორედ ნაწყობი კვადრებით. ეკლესიის მორთულობიდან აღსანიშნავია საკურთხევლის კონქის მოჩუქურთმებული იმპოსები და ერთ - ერთი კარის არქიტრავზე გამოსახული ქრისტიანული სიმბოლიკური ხასიათის რელიეფი, რომელზეც ზოგადი კომპოზიციური ხასიათით, ასევე შესრულების ტექნიკითა და ცალკეული მოტივების მოხმარების ხერხებით, მჭიდროდ დგას ბოლნისის სიონის ჯგუფის ძეგლებთან. კარ-სარკმელის სათაურები გარედან ასევე მოჩუქურთმებული იყო (ამჟამად მორთულობა აღარ არსებობს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგანე - 9 მეტრი, სიგანე 8,5 მ, სავარაუდო სიმაღლე შიგნით 6 მეტრამდე.