topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ყინწვისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


ყინწვისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.645.

ყინწვისი, სოფელი ქარელის რაიონში, მდ.ძამის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 730 მ., ქარელიდან 8 კმ. სოფ.ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე... სოფლიდან დაახლოებით 10 კმ-ზე არის  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ.ნიკოლოზის ჯვაროვან - გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12 - სარკმლიანი გუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს - ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ - ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო - მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.

გამოყენებული ბმული: http://ka.wikipedia.org/wiki/ყინწვისის_მონასტერი

 

 

 

 

 

***************************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: ყინწვისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ. 1995. - გვ.99, გვ.117 - 118.

ქვით ნაგებ ტაძრებთან ერთად გვხვდება მთლიანად აგურით აშენებული შენობებიც. ასეთებია ქარელის რაიონში ძამის ხეობის ულამაზეს ადგილას მდებარე ყინცვისის ტაძარი და ბორჯომის ხეობაში მდებარე ტიმოთესუბანი, აგებული XII და XIII სს. მიჯნაზე. ამ შენობათა ფორმები არსებითად არ განსხვავდებიან ამავე პერიოდის ქვის გუმბათოვანი ეკლესიებისაგან...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.156

ყინცვისი ქარელის რაიონშია. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს - ესეც აგურით ნაშენი გუმბათოვანი ეკლესიაა. გეგმაში არის ზოგი კერძო თავისებურება, რომლებიც შენობას რამდენადმე ანათესავებს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ კუპელჰალეს ტიპთან. ყინცვისის ტაძარი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შესანიშნავი ფრესკებით...<<ტექსტი სრულად აქ...<<