topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იყალთო - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

იყალთო (თელავის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ. - თბ., 1958. - გვ. 228-230. - მოკლე ცნობები იყალთოს აკადემიისა და ღვთაების სახელობის სამონასტრო კიმპლექსის შესახებ.

2. ბარნაველი თ. ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.96-106. - იყალთოს ფერისცვალების, ღვთისმშობლის, წმინდა სტეფანეს, წმინდა შიოს სახელობის ეკლესიებისა და მათ მიდამოებში საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.

3. გიორგაძე მ. იყალთოს მონასტერი. - თბ., 1985.  - ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფოტოალბომი.

4. ციხე - გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.156-157. - იყალთოს კომპლექსის მახლობლად მდებარე იყალთოს ციხე-გალავნის ნანგრევების აღწერილობა.

5. ციხე - გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.132-134. რეზ. რუს. ენაზე. - ცნობები იყალთოს ციხე - გალავნისა და სათოფურების სისტემის აღწერილობა.ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.39).

6. იყალთო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980. - გვ.286-287. - მოკლე ცნობები იყალთოს სამონასტრო კომპლექსსა და იყალთოს აკადემიაზე.

7. იყალთო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003. - გვ.3. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

8. ლომიძე ზ. იყალთო. - თბ., 1963. - 16 გვ. - ასურელი მამის - ზენონის მიერ დაარსებულ ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.

9. მამულაშვილი ა. იყალთოს აკადემია.- თბ., 1948. - 32 გვ. - 1938 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები (საწნახლისა და სამჭედლოს აღმოჩენა).

10. იყალთოს მცირე მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.33-35;გვ.133-134// კომპოზიციური აგების კანონზომიერებანი ქართულ ხუროთმოძღვრებაში //ძეგლის მეგობარი.-1976.-კრ.41.-გვ.51-60. - იყალთოს მცირე მონასტრის გეგმისა და შიდა სივრცის ანალიზი; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია სქემატური ჩანახატები. (ანაზომები: ჰ.მოსულიშვილი).

11. იყალთო. ფერისცვალების ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I. : აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII). - თბ., 1980.- გვ.310-312. - მოკლე ცნობები იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის შესახებ. ძეგლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი IX-X საუკუნეების ორი წარწერის განხილვა, შესრულების სავარაუდო თარიღი.

12. განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.107-108. - აკადემიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

13. შმერლინგი რ. კანკელის ფრაგმენტი სოფ.იყალთოდან // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნერო სესია. 1957 წლის 21,22 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.- თბ., 1957.- გვ.9. - თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მწვანე ქვის ფილის ორნამენტული ფრაგმენტის ანალიზი: კომპოზიცია, კვეთისა და ფიგურების დამუშავების სტილი(ჩატანებული იყო ფერისცვალების ეკლესიის კედლებში).

14. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ. I.- ტფ., 1936. - გვ.62. - VI საუკუნეში ასურელი მამის - ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს მონასტრის პატარა ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

15. ჯანაშვილი მ. მოგზაურობა კახეთში // დროება.- 1881 (4ივნ.). - N 113.- გვ. 1-3; N113 (5ივნ.).- N1-3; N114 (6ივნ.). - გვ.1-3; N115 (7 ივნ.).-N116 (9 ივნ.). - გვ.2-3 ; N117. - გვ.2-3. - ცნობები იყალთოს შესახებ.

16. იყალთო // თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. - ტფ., 1907.- გვ.253-258. - იყალთოს მონასტერში დაცული სიძველეების აღწერილობა.

17. ციხე -გალავნები: იყალთო // ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხსიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები.- თბ., 2001. - გვ.197-198. - კვადრატული გეგმის მქონე ციხე-გალავნის ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

18. იყალთო //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.274-276. - ასურელი მამის, ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო პერიოდები. იყალთოს აკადემიის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ. მოხსენიებულია არსენ იყალთოელი. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედისა და აკადემიის ნანგრევების ფოტოები.

19. იყალთო //გაზ. "სამშობლო". - 1988 (ნოემბ.). - გვ.6.

20. შათირიშვილი გ. იყალთოს ტაძარი ანთებს სანთლებს //გაზ. "კომუნისტი'”. - 1990 (6 მაისი). - გვ.6. - მღვდელმცახურების აღდგენა იყალთოს ტაძარში.

21. ჩხიკვაძე ზ. ღვთაების ტაძარი იყალთოში //"სახალხო გაზეთი". - 1912. - 700-703.

22. იყალთოს აკადემია // ვ.ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974 წ., გვ. 129