topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კუშჩის გათხრები - ბ.კუფტინი

<უკან დაბრუნება

ბორის კუფტინის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილი ძეგლები.

ბორის კუფტინის მიერ კუშჩის ტერიტორიაზე ჩატარებული საველე არქეოლოგიური კვლევა - ძიება:

  • კუშჩი - ყორღანი XXXII  ჯინისის ყორღანი.  წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფ.კუშჩიდან ჩრდილო -დასავლეთით 2,5კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1939:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:24]
  • კუშჩი - ყორღანი XXXIII (კუშჩის ოქროს მძივიანი ყორღანი). მდებარეობს ნარდევანის ჩრდილოეთით 1 - 2კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили, Гогадзе 1974:24].
  • კუშჩი - ყორღანი XXXIV (ირმის ყორღანი). მდებარეობს სოფ.ნარდევანიდან 1-2კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили, Гогадзе 1974:24].
  • კუშჩი - ყორღანი XXXV - ღარიბი ყორღანი. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. [Жоржикашвили, Гогадзе 1974:25].
  • კუშჩი - ყორღანი XXXVI «თოფ-კარ» I. მდებარეობს სოფ. კუშჩიდან 1 კმ-ში, სამხრეთით. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Жоржикашвили,  Гогадзе 1974:25].
  • კუშჩი - სამარხი. მდებარეობს სოფლის სკოლასთან [Куфтин 1939:дн]
  • კუშჩი - ორი სამარხი. წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფ. კუშჩიდან სოფ. გოლიანიკში მიმავალ გზაზე. უინვენტარო [Куфтин 1939:дн].
  • კუშჩი - სამარხები. მდებარეობს ეკლესისთან, გალავნის ჩრდილოეთ მხარეს. რომაული ეპოქის [Куфтин 1939:дн].
  • კუშჩი - ყორღანები. წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფელ კუშჩიდან ხარებისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს [Куфтин 1940:дн].
  • კუშჩი - მეგალითური ნაგებობა. მასზე მდებარეობს ეკლესია «პლადჟამი» თუ «პლატასი» [Куфтин 1940:дн].
  • კუშჩი - ყორღანი XLVI «მწვანე ყორღანი». წალკის რ-ნი. მდებარეობს სოფლიდან სამხრეთით. ძვ.წ. III ათასწ. მეორე ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:13]
  • კუშჩი - ყორღანი XV «თოფ-კარი» №2. პატარა. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1 კმ-ში. ძვ.წ. II ათასწ. პირველი ნახ. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Жоржикашвили, Гогадзе 1974:27].
  • კუშჩი - სამაროვანი. მდებარეობს სოფ.კუშჩის სკოლის ჩრდილო - დასავლეთით. მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში [Куфтин 1947:дн; Куфтин :1948:7].
  • კუშჩი - სამაროვანი. მდებარეობს სოფლის სკოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანის [Куфтин 1947:дн; Куфтин 1948:10].
  • კუშჩი - მეგალითური სახლი «დაშდაში». მდებარეობს ეკოპსარის ფერდთან, სოფელ კუშჩის მაღალმთიან საძოვრებზე [Куфтин 1947:дн]

თრიალეთში ყორღანების გავრცელების რუკა

შრომაში «Археологические раскопки 1947  года в Цалкинском районе» გამოქვეყნებულია 1947 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები. ეს იყო მეექვსე კამპანია იმ სამუშაოებისა, რომელიც ჩაატარა ავტორმა წალკაში ხრამჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე. ნაშრომის ძირითადი მიზანი იყო თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანული კულტურის ხასიათის განსაზღვრა და მისი კავშირების დადგენა ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებთან და უფრო ადრეულ, ენეოლითურ ხანასთან, მათი ქრონოლოგიური დანაწევრება და პერიოდიზაცია. ბორის კუფტინმა ჯერ კიდევ 1936  წლის გათხრების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე იგულისხმა საქართველოს უძველესი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა ძველი აღმოსავლეთის კულტურის შექმნაში. მრავალგვარი ყორღანული და რიგითი სამარხების, ნამოსახლარების, ციკლოპური სიმაგრეების კვლევის შედეგად მან წინა შრომებში დაადგინა თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე კულტურის მემკვიდრეობითი კავშირები უფრო ადრეულ ძეგლებთან და იმ თავისებურ უძველეს ფენასთან, რომელიც დატოვა მკვიდრმა მიწათმოქმედმა საზოგადოებამ ლითონის გამოჩენის გარიჟრაჟზე [Куфтин 1948:4-5]. ავტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ მტკვარ - არაქსული ენეოლითის საფუძველზე აღმოცენდა და განვითარდა თრიალეთის აყვავებული კერის თავისებური ნიშნები.

აქემენიდური ხანა

ადგილი - სოფ.კუშჩი. სამაროვანი. (პარალელები - სირია,  იტალია,  აზერბაიჯანი,  კიზილ-ვანქი,  ალგეთი,  ახალგორის განძი [Куфтин  1948:7-8, 10].)

გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანა

ადგილი - სოფ.კუშჩი. სამარხები. (პარალელები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი, თლია, ბორჯომი, სამთავროს ქვედა იარუსი, ბეშთაშენი [Куфтин 1948:10-11]).

გვიანბრინჯაოს ხანა

ადგილი - სოფ.გუნია (ოზნი) (პარალელები - მაიკოპის ყორღანი, ბიბლოსი, აფხაზეთის დოლმენები, კუმბულთა, დონიფერსი, ირანი [Куфтин 1948:33-34]).

შუაბრინჯაოს ხანა

ადგილი - სოფ.კუშჩი. ყორღანი «თოფ-კარ» 2.(პარალელები - «თოფ-კარ» 1,5 ყორღანი, მიკენი, კაკავატოსი, ტროა II, ეგეოსის სამყარო [Куфтин 1948:11, 17-18, 20]).

ადრებრინჯაოს ხანა

ადგილი - სოფ.კუშჩი. ყორღანი «კანაშ-თაფა» - მწვანე ყორღანი. (პარალელები - წალკა, ყორღანი 11 [Куфтин  1948:22, 25]).

გვიან ენეოლითური ხანა

ადგილი - სოფ.გუნია (ოზნი). ნამოსახლარი. (პარალელები - შენგავითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, კიკეთი. დაათარიღა კერამიკული მასალის საფუძველზე [Куфтин  1948:26, 28, 30]).

ყორღანი «თოფ-კარი». გეგმა.

ავტორი იხილავდა არქეოლოგიური ძეგლების ფართო ქრონოლოგიურ სერიას ენეოლითური კულტურული ფენიდან დაწყებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის, გვიანბრინჯაოსა და ადრე აქემენიდური ხანის სამარხების ჩათვლით. იგი სოფ.გუნიაში ენეოლითური ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი მრგვალი ფორმის კერის საფუძველზე ადგენდა საწარმოო და ეთნო-კულტურულ ერთიანობას მთელ მტკვარ-არაქსის ორმდინარეთის ტერიტორიაზე ლითონის გამოჩენის გარიჟრაჟზე და თვლიდა, რომ სამხრეთ კავკასიის ტერიტორია შავიზღვისპირეთთან ერთად მიეკუთვნება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურულ სამყაროს, რის დადასტურებადაც მიაჩნდა სპირალური ორნამენტი [Куфтин 1948:44]. საზოგადოების განვითარების შემდგომ ეტაპს აკუთვნებდა მწვანე ყორღანს და თვლიდა, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ქონებრივი დიფერენციაცია, თუმცა მისი ნიშნები შეიმჩნეოდა. აქ აღმოჩენილ კერამიკულ მასალას ის მტკვარ - არაქსის ენეოლითს აკუთვნებდა [Куфтин 1948:26]. ყორღანს «თოფ-კარ» 2, მიიჩნევდა გვაროვნული საზოგადოების განვითარების შემდგომ ეტაპად, როცა ხდება წარმოების ზრდა და სიმდიდრის დაგროვება, გამოიყოფა ხელოსანთა ფენა და ყალიბდება ნათესაური კავშირები [Куфтин 1948:45]. გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის ძეგლების შესწავლის საფუძველზე ავტორი ადგენდა შიდა ქართლისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს შორის კავშირების არსებობას და მიაჩნდა, რომ სწორედ იმ პერიოდში ყალიბდება ქართველთა ძირითადი გვაროვნული მასივები. მომდევნო აქემენიდური ეპოქის მასალის საფუძველზე ავტორი უჩვენებდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან იმპორტის ფართოდ შემოსვლას. ამასთანავე, აქ აღმოჩენილი მოხატული თიხის ჭურჭლის მაგალითზე ხაზს უსვამდა კერამიკული პროდუქციის ადგილობრივ განვითარებას [Куфтин 1948:46-47], რომელიც თრიალეთში არსებული ძველი ტრადიციებიდან მომდინარეობდა. ბორის კუფტინის ცნობილი ნაშრომი «Материалы к археологии Колхиды» შედგება ორი ტომისაგან. პირველი ტომი გამოიცა 1949 წელს, მეორე - 1950 წელს. ტირაჟი შეადგენდა 2000 ეგზემპლარს. ავტორს განზრახული ჰქონდა გამოექვეყნებინა წიგნის მესამე ტომიც, რომლის სათაური იყო «Помятники неолита и ранней бронзы по разведкам 1937 и 1939 годов в Абхазииმи Имеретии». ეს ნაწილი გამზადებული იყო დასაბეჭდად, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო არ გამოსულა. მისი კვალი არც გამომცემლობაში და არც არქივში არ აღმოჩნდა. ნაშრომის აღნიშნული ორი ტომი მრავალწლიანი შრომის შედეგია და ეძღვნება კავკასიის იმ რეგიონს, რომელიც იმ დროისათვის ნაკლებად იყო შესწავლილი.

Куфтин Б. 1948: Археологические раскопки 1947 года в Цалкинском районе, Тбилиси.