topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იყალთო - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვმენის ისტორია. - თბ. 1995. - გვ.107-108.

იყალთოს მონასტერში აკადემიის შენობა წარმოადგენს გრძელ ორსართულიან შენობას, რომლის ქვედა სართულის ორი ოთახი სამეურნეო დანიშნულებისაა, ზემო სართულში კი დიდი დარბაზია შეკრებებისათვის. ზემო სართულის აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია ორი დიდი, შეისრული ფორმის კამარა, შეერთებული მათ შორის მდებარე რვაწახნაგა სვეტით. დასავლეთის მხარეს სიმეტრიულად მოთავსებულია თაღები და ვიწრო, კიბეზე გასასვლელი კარი. ჩრდილოეთის კედელზე უნდა ყოფილიყო ფართო თაღოვანი სარკმლები. იყალთოს აკადემიის შენობა აშენებულია ფლეთილი ქვით და შიგნით შელესილი უნდა ყოფილიყო. საქართველოს მონასტრებში კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ბერების სასადილო, რომელსაც სატრაპეზო ან საოსტიგნე ეწოდებოდა. ადრინდელი სატრაპეზოები (IX - X სს.) წარმოადგენენ დიდ, წაგრძელებულ დარბაზს გადახურულს საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით.