topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნოქალაქევი - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება.....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<საქართველოს ციხე-ქალაქები>>>

 

ციხე გოჯი-ნოქალაქევი - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.-გვ. 50-51.

როგორც აღინიშნა, ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს დაიწყო რომის ექსპანსია აღმოსავლეთით. რომაელები დაეპატრონენ კ ოლხეთსაც და ეს გავლენას ახდენდა ქალაქების განვითარებაზე. ახ.წ. III საუკუნისათვის რომის იმპერიის დასუსტებამ საშუალება მისცა ეგრისელებს გააერთიანონ დასავლეთ საქართველო და შექმნან ეგრისის (ლაზიკის) სამეფო. თავის ცენტრად ახალი სამეფო ირჩევს ციხეგოჯს (მისი თანამედროვე სახელი ნოქალაქევი მომდინარეობს არქეოპოლისიდან, როგორც მას ბიზანტიელები უწოდებდნენ). ამჟამად მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა ჯერ ვერ მიაკვლიეს ქალაქის უძველეს ნაგებობებს, რომელთა ცალკეული კვადრები გვხვდება გვიანდელ შენობათა წყობაში - მეორადი გამოყენებით. ქალაქი განლაგებული ყოფილა მაღალ მთის კალთებზე და ეკავა 20 ჰექტარი. იგი სამი ნაწილისაგან შედგებოდა - ქვედა ნაწილი, სადაც განლაგებული იყო ქალაქის ძირითადი ნაგებობები, მთის კალთები განკუთვნილი გარნიზონისათვის და შიდა-ციხე მთის პლატოზე. ქალაქი შემორტყმული იყო თავდაცვითი კედლებით. პირველი კედელი აგებული III და IV საუკუნეთა მიჯნაზე, სისქით აღწევდა 1,6 მეტრს. როგორც ჩანს, ამ კედლებმა ვერ გაუძლეს მტრის შემოსევას და V საუკუნის შუა წლებში სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან მათ დაემატა მეორე 2 მეტრის სისქის კედელი. მესამე, კოშკებიანი კედელი აგებულია ქალაქის ქვედა ნაწილში, ყველაზე შეუვალ ადგილას. ამ კედელმა გაუძლო VIII საუკუნემდე, სანამ იგი არ დაანგრია არაბთა მხედართმთავარმა მურვანმა. ქალაქის ქვედა ნაწილში გამოვლინდა  ფართო თაღოვანი შესასვლელი, რომელიც შემდეგ ამოუქოლვიათ და კარი გაუჭრიათ  ჩრდილოეთით. დასავლეთის მხარეს ქალაქს ჰქონია კლდეში ამოკვეთილი გვირაბი სიგრძით 50 მეტრამდე და სიგანით 2,2 მ. ხოლო სიმაღლით 5 მეტრამდე. გვირაბი ქალაქიდან მდინარე ტეხურამდე ჩადიოდა. ამ ნაწილში აღმოჩნდა ორი სასახლის, ოთხი ეკლესიის, ორი აბანოს და სხვა ნაგებობათა ნაშთები. პირველი ორსართულიანი სასახლე მდებარეობდა სამხრეთ -აღმოსავლეთის მხარეს. სასახლეს ჰქონია სწორკუთხა დარბაზი აივნებით ორი მხრიდან, დანარჩენ ორ მხარეს განლაგებული ყოფილა სამ-სამი ოთახი. სასახლე თარიღდება IV საუკუნით და დაინგრა V საუკუნეში. მას შემდეგ ქალაქი კვლავ აღადგინეს. ახალი სასახლე უფრო მცირე ზომისა აუგიათ, სამაგიეროდ იგი უკვე სამსართულიანი ყოფილა. ეკლესიებიდან  ყველაზე ძველი IV საუკუნით თარიღდება. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ორივე აღმოჩენილი აბანო. პირველი აბანო დიდი ზომისაა და რთული გეგმის. იგი განსხვავდება ამ პერიოდში გავრცელებულ აბანოებისაგან, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი განცალკევებულია. აბანოში შესული ხვდებოდა ჯვარული გეგმის დიდ დარბაზში, აქედან ცივ აბანოში ორი ცივი აბაზანით, აქედან კარით გადიან თბილ აბანოში, სადაც ნახევარწრიული ფორმის აბაზანაა. მარცხნივ ცხელი საბანაოა, რომელიც ორი სათავსისაგან შედგება, ბოლოში არის საცეცხლე და საქვაბე. ჯვრის მოხაზულობის დარბაზი, ალბათ, დასასვენებელია. მისი იატაკი მოფენილია დიდი ზომის აგურით. კედლები თლილი ქვითაა ნაგები, კამარაც ამოყვანილია თეთრი ქვის კვადრებით. საფიქრებელია, რომ აბანო სამეფო ყოფილა და აგებულია IV- V სს. მეორე უფრო მცირე აბანო მდებარეობდა ნაქალაქარის სამხრეთ მხარეს. იგი სამოქალაქო დანიშნულებისაა და თარიღდება V -VI საუკუნეებით. ნოქალაქევის თავდაცვითი კედლები სამი პერიოდისაა. უძველესი კედლის სისქე 180 სმ, მეორისა - 130 სმ, ხოლო მესამისა - 250 სმ. პირველი და მეორეკ ედელი აგებულია ოდნავ დამუშავებული ყორე ქვით, მესამე კედელი თლილი ქვისაა. პირველი კედელი აგებულია IV საუკუნეში, მეორე - IV -V საუკუნეებში, უკანასკნელი კედელი კი V ს. ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში. VI საუკუნის ბიზანტიური წერილობითი წყაროები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ბიზანტია ირანის ომებთან დაკავშირებით, ასახელებენ ლაზიკის უმთავრეს ქალაქებსა და ციხეებს -არქეოპოლის-ნოქალაქევთან ერთად ქუთაისს, როდოპოლისს (ვარდციხე), სკანდეს და სარაპანას (შორაპანი).