topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მცხეთის აკლდამა - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<მთავარი გვერდი (მცხეთა)

გადიდებისთვის დაწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ციციშვილი ირაკლი - ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: მცხეთის აკლდამა //ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995, გვ.34

უცილობლად მნიშვნელოვანი ძეგლია სადგურ მცხეთასთან აღმოჩენილი აკლდამა. აგებულია საგანგებოდ ამოჭრილ ოთხკუთხა ქვაბულში, რომლის კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვით. თვით აკლდამა სწორკუთხოვანი ფორმისაა, შესასვლელით აღმოსავლეთის ფასადურ კედელში.

კედლები აგებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, ამავე ქვითაა გამოყვანილი აკლდამის ნახევარწრიული კამარაც. იატაკი დაფენილია ქვის ფილებით, ხოლო კედლები დაფარულია ნალესობის თხელი ფენით. ერთადერთი გახსნილი ფასადის კედელი დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და დასრულებულია მარტივი ლავგარდიანი ფრონტონით. საყურადღებოა, რომ ლავგარდანის ქვედა კუთხეები, ტიმპანი და კედლების ზედა ნაწილები ერთ კვადრშია გამოკვეთილი, რაც ამაგრებს ფრონტონს. აკლდამა დახურულია მცხეთაში გავრცელებული ტიპის დიდი ზომის კრამიტით. ცხადია, მცხეთის აკლდამა შედის ანტიკური ძეგლების წრეში, მაგრამ აქ სახეზეა თავისთავადი ნიშნებიც. ფასადის გადაწყვეტა ორიგინალურია, ფრონტონს არა აქვს ჰორიზონტული კარნიზი, რაც იშვიათია ბერძნულ და რომაულ არქიტექტურაში და პირიქით, დამახასიათებელია შუა საუკუნეების ყველა ქართული ძეგლისათვის, წყობაში არა ჩანს კლასიკური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მკაცრისისტემა და სხვა მრავალი. აკლდამა აგებულია ახ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედში.