topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სვერის ციხე - მთ. გვ,, ბიბლიოგრაფია

 

,,,

სვერის ციხე, სუერის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდ. სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფ. სვერის (ჭიათურა) ჩრდილოეთით. შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება.სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.1590 სვერის ციხე ქართლის მეფემ - სიმონ I-მა დაიკავა. 1661 იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744 იმერეთის მეფე - ალექსანდრე V დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.

ქსე, ტ. 9, გვ. 314-315, თბ., 1985

http://ka.wikipedia.org/

 

 

 

 

 

სვერის ციხე (ჭიათურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ასანიძე ა. სვერის ციხე //ჭიათურის მაღაროელი.-1965.-21 თებერვალი. - მდ. საძალისხევის ხეობაში შემორჩენილი ციხის ნანგრევების აღწერილობა.

2. ცუცქირიძე შ. გარინდულ მემატიანეთა სამყაროში //ახალგაზრდა კომუნისტი.-1967.-12 დეკემბერი. - სვერის ციხის დაცვის აუცილებლობაზე.

3. ცქიტიშვილი გ. სვერის ციხე //ძეგლის მეგობარი.-1970.-კრ.21.-გვ.34. - მოკლე ცნობები ჭიათურის რაიონში მდებარე სვერის ციხის შესახებ.

4. სვერის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.314. - სვერის ციხის მოკლე ისტორია.