topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვანის ქვაბები - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება   ...  << დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

ვანის ქვაბები //საქართველოს სულიერი საგანძური.- წ.I .- თბ., 2005. - გვ.81-83.

 

ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII – XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია. იგი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის  რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ვანის ქვაბები მეუდაბნოეობის ხანაშია დაარსებული. ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII  საუკუნით თარიღდება.

IX-XI  საუკუნეებში უდაბნოს ცენტრში წმიდა გიორგის  ტაძარი და ქვაბსენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს.1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი იყო.  1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელში გადავიდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის  პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმიდა გიორგის  ტაძარი, მის გვერდით ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბებს 1204-1283  წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიპიკონი  "ვაჰანის ქვაბთა განგება". 1256-1283 წლებში ააშენეს წმიდა გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV -XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა დაარბიეს ეს ადგილები, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.

ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვგერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩეწილია სამი ტრასის წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ  ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნიან, კომპლექსის ცენტრია წმიდა გიორგის გუმბათოვანი ტაძარი, მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვეა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. იმავე ტერასზე, კარიბჭის  ჩრდილოეთით, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, ქვაბსამარხი და ქვის სახლები სამ სართულადაა განლაგებული. სამონასტრო ანსამბლში, სამონაზვნო სენაკებს შორის, შემორჩენილია შემდეგდროინდელი საცხოვრებელი,  სამეურნეო და დამხმარე სადგომები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკული ძეგლები, მათ შორის იჩქით გურგენისძის სამშენებელო წარწერა. ვანის ქვაბების დასავლეთით, მეუდაბნოების  ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის  მხატვრობის ფრაგმენტები. აღსანიშნავია XII საუკუნის  ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრები, მათ შორის ვერცხლის სამი თასი. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. კლდეში ჩაშენებული  პატარა ეკლესიის ბოლო სართულის კედლებზე შემორჩენილია XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ შეხიზნულ ქალთა მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები, რომელთა ავტორები არიან; გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი და სხვანი. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება ლექსებიც. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძველი ქართული პოეზიის ნიმუშები. ფრაგმენტი "ვეფხისტყაოსნიდან“ - ორი სტროფი ნესტანის წერილისა და "როსტომიანის"-ერთი სტროფი (ამ ნაწარმოებთა უძველესი ნიმუშები), სასულიერო და საერო  ხასიათის პოეზია, აქვეა ლირიკური და ხალხური ლექსებიც. წარწერებში აღბეჭდილია იმჟამინდელ ქართველთა ლიტერატურული და კულტურული დონე.

 

 

 

 

  • ვანის ქვაბები - მთავარი გვერდი
  • ვანის ქვაბები - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • ვანის ქვაბები - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • ვანის ქვაბები - ფოტოგალერეა