topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამსარი - კ.ხარაძე

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება  მთავარ გვერდზე

ფოტოების ავტორი თ.დუნდუა

სოფელი პატარა სამსარი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.- თბ; 2003. - გვ.41.

სოფელი პატარა სამსარი მდებარეობს ახალქალაქიდან 27 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 2010 მ-ზე. ვახუშტი ბაგრატიონი ამ დასახლებას სამსარის სახელწოდებით იცნობს. მდინარის მარჯვენა მხარეზე, სოფლიდან ნახევარი კილომეტრით დაშორებულ კლდეზე 2 - 3 რიგად გამოკვეთილია გამოქვაბულები.

აქვეა მონასტერი, ნახევრად გამოქვაბული გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ამშვენებს წარწერები. ერთ-ერთი წარწერა ასე იკითხება:

"სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის  მშობელისაითა, ესე წმიდაი ეკლესიაი უდეს აღეშენა მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა".

წარწერიდან ჩანს, რომ მონასტრის აშენების დროს აქ მიდამო ტყით ყოფილა დაფარული. აკად. ნ. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მთავარი ეკლესია XII  საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს (თუმცა. სხვათა აზრით, მონასტერი  X საუკუნისაა). მაშინ გამოდის, რომ ტყის მოსპობას აქ ადგილი ჰქონია XII - XIII  საუკუნეებში.

ოსმალების მიერ ჯავახეთის დაპყრობის დროს ტყის მასივები არ ჩანს, ვახუშტი ბაგრატიონიც უტყეო ზონად მოიხსენიებს, ცხადია, დღეს ამ მიდამოებში ტყის ნასახიც არ შეიმჩნევა.

დაზიანებულია კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი სხვადასხვა ზომის სალოცავები, საკნები. ბევრი მათგანი ჩამონგრეულია, ნანგრევები კლდის ძირში, მდინარის პირასაა მიმოფანტული