topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აზავრეთის ეკლესია - კ. ხარაძე, "ჟღერს ქვის ჰარმონია"
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ფოტოების ავტორი - თამაზ დუნდუა

 

აზავრეთის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ. 13, გამ. "ციცინათელა", თბ. 2006 წ., გვ.19

 

აზავრეთი სოფელია ახალქალაქის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ  კალთაზე, მდინარე აზავრეთისხევის (ფარავნის აუზი) ნაპირზე, ახალქალაქიდან 25 კმ -ზე,  ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.

სოფელში დგას შუა საუკუნეების  ქართული  ხუროთმოძღვრების ძეგლი. დარბაზული, ცალნავიანი ეკლესია. სტილისტური ნიშნებით   X საუკუნის  II ნახევარს მიეკუთვნება, შეინიშნება უფრო ადრინდელი,  VI-VII  საუკუნეების სამშენებლო ფენაც.  ნაგებია ძირითადად სუფთად გათლილი ქვის კვადრებით, გამოყენებულია აგრეთვე  ყორე და ნატეხი ქვა.  აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. სამხრეთით მთელს სიგრძეზე გასდევს მინაშენი. განსაკუთრებული ყურადღებით არის დამუშავებული ინტერიერი. გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც კედლის თაღები ეყრდნობოდა.  კამარას აქვს ერთმანეთთან ახლო-მახლო განლაგებული 6 საბჯენი თაღი, რომლებიც უჭირავს 6 წყვილ სხვადასხვაგვარად პროფილირებულ კონსოლს. დასავლეთ კედელში ზემოთ ორი დიდი თაღოვანი ღიობია. თაღები დაყრდობილია შუაში  მოთავსებულ მრგვალ სვეტზე, რომლის კაპიტელი ვოლუტებით არის გაფორმებული. საფიქრებელია, რომ აქ პატრონიკე იყო მოთავსებული. შენობას თითო კარი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

ეკლესიაზე გარედან წარწერა არ ჩანს. შიგნით, ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა კი  დაზიანებულია  და ნაწილობრივ იკითხება: „უფალო, თეოდ[ორე?]...მამას..?. შეეწიე“.  მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთ მხრიდან მიუდგამთ კარიბჭე. ფასადები ძუნწადაა მორთული, მაგრამ მაინც გამოირჩევა ჩუქურთმებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სარკმლის თავების ჩუქურთმები.

დავით ხოშტარია, კობა ხარაძე.

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.- თბ; 2003.-გვ.33.

აზავრეთი

სოფელ აზავრეთში დგას  X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 21 კილომეტრითაა დაშორებული, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.

ახავრეთის ეკლესია ცალნავიანია, დიდი თლილ იქვისგანაა ნაშენი ლამაზი ეკვდერით. გარედან წარწერა არ შეინიშნება. ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთ  კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა ამჟამად  დაზიანებულია  და ნაწილობრივ იკითხება: „უფალო, თეოდ[ორე?]...მამას..?. შეეწიე“.  მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთ მხრიდან მიუდგამთ კარიბჭე. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ფასადები ძუნწადაა მორთული, მაგრამ მაინც გამოირჩევა ჩუქურთმებით. განსკუთრებით აღსანიშნავია სარკმლის თავებზე წარმოდგენილი ჩუქურთმები.