topmenu

 

ალევი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

 

 

ალევის სამება (ახალგორის რ-ნი):

1. ალევის სამება //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I.-თბ.,1975.-გვ.287. მოკლე ცნობები ძეგლის შესახებ.

2. გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.III.-თბ.,1967.-გვ.42. მოკლე ცნობები VIII-IX სს.-ით დათარიღებული ალევის სწორკუთხა საკურთხევლიანი, დარბაზული ტიპის ეკლესიაზე.

3. გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.XXI.-თბ.,1970.-გვ.13-14. წარმოდგენილია შუა და გვიანფეოდალური ხანის ალევის სამების სწორკუთხა დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

4. მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.-1968.-გვ.93-94. ვახუშტის ცნობები ალევის სამების შესახებ.

5. ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ეკლეის-მონასტერები.-თბ.,2007.-გვ.36. ძეგლის მდებარეობა და მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან:ვახუშტი ბატონიშვილი, პლატონ იოსელიანი.

6. სოფ.ალევი. ეკლესია სამება //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.7. "ოქროსკარიანი" სამების სახელობის, უნაგირას მთის წვერზე ნაგები ეკლესიის(VIII-IX სს.), მცირე ეკლესიისა (X ს.)და სხვადსხვა სათავსოს მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის გეგმა და ფოტოები.