There are no translations available.
<უკან დაბრუნება

ჩხოროწყუს რაიონის ისტორიული ძეგლები
1. ახუთის ისტორიული ძეგლები:
ახუთის უბანი: ”ლეგერსამე” მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკა. XIX-XX სს. 2007-2008 წლებში გაუკეთდა რესტავრაცია
ახუთის უბანი: ”ლეგერსამეს” სასაფლაოზე კრიპტა, ეკლესიის ეზოში, ტაძრის დასავლეთ მხარეს, 15 მეტრში. შუა საუკუნეები (არის მოხატულობის უმნიშვნელო კვალი, შემორჩენილი კედლის 1,5 მეტრი ნაშთი)
ახუთი, ადგილი ნაბერაღუ, ნაეკლესიარი. შუა საუკუნეები. ჩანს შენობის საძირკველი
ახუთი, ადგილი ”ნოხორი” სასაფლაოზე უბანი საკაციო, ერთნავიანი ბაზილიკა, აშენებულია თლილი ქვით.შემორჩენილია აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები
ახუთი. ჯაიანების ეკლესია, სასაფლაოსთან. XIX საუკუნე
ახუთი. გოგოლეთის ეკლესია, „გოგოლეთის საკაციო" //გარდამავალი ხანა. არის მოხატულობის ფრაგმენტი, ერთნავიანი ბაზილიკა. დგას ოთხივე კედელი. აშენებულია თლილი ქვით. არ გააჩნია სახურავი. ჩრდილოეთის მხარეს კარის ბოძი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთის კედელზე მოთავსებული იყო ვერძის თავის ქვის სკულპტურა, რომელიც ამჟამად ინახება ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმში.
ახუთის უბანი ციხე „სალიპარტიო" // ციხის ნანგრევი, მისარიონის ჯიხა. შუა საუკუნეები. ადგილი ამჟმამად დაუსახლებელია.
ახუთი, კუხალაშვილის კარმიდამო, ოდა-სახლი. XIX საუკუნის მეორე ნახევარი. ოთხოთახიანი ოდა-სახლი წაბლის მასალით არის აშენებული. არის ორნამენტირებული, კარგ მდგომარეობაში. გააჩნია კოლხური ხემცენარეებით დამშვენებული ეზო.
ახუთის უბანი, ”სანაროუშვილო” ეკლესია. გვიანი შუა საუკუნეები. ერთნავიანი ბაზილიკა. გააჩნია სამი კედელი. ნაშენია რიყის ქვებითა და კონგლიმერატებით.
2. გარახას ”ნაჯაგუს” ციხესიმაგრე. ორი კოშკი // XVI-XVII საუკუნეები. კოშკი ერთმანეთისაგან 300 მეტრით არის დაშორებული. ზედაპირზე მოიპოვება კერამიკის ნაშთები.
3. კირცხი:
ნაეკლესიარი //მაღალ ადგილას სკოლის ეზოს გავლით არის ნაეკლესიარი. შუა საუკუნეები. გოშუების გვარის სამლოცველო. გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები ინახება ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში და კირცხის სასკოლო მუზეუმში.
კირცხის არქეოლოგიური ნასახლარები უთუთის მთაზე
4. ზუმი, ნაეკლესიარი //ადგილი ”ჭუბიშის” ნაეკლესიარი, შუა საუკუნეები. არქეოლოგიურად შეუსწავლელია
5. თაიას ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია // თაიას ”ოცინდალეს” ეკლესია მაღალ მთაზე. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, XI-XII საუკუნეები. ერთნაციანი ბაზილიკა, თქმულებით ტაძრის აგება დაკავშირებულია თამარა მეფის სახელთან. XX საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგიური გათხრები შეჩერდა. ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება აქ ნაპოვნი ხარის თავი, სტალაქტიდის სახით.
5. ლესიჭინე:
ლესიჭინეს წმ. ბარაბრეს სახელობის ეკლესია // ოჩხომურის სასაფლაოზე, . 1876 წელი. ამჟამად აღდგენილია.
ლესიჭინეს ნაეკლესარი //ოჩხომური, ხორავების ყანაში ნაეკლესიარი, წმ. ბარაბარეს სახელობის. შემორჩენილია საძირკვლის ნაშთი. შუა საუკუნეები.
6. ლეწურწუმეს ნაეკლესიარი // სასაფლაოზე ”ნაოხვამუ”, შუა საუკუნეები. ამჟამად შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები.
7. ლეჯიქე:
ლეჯიქეს ხუროთმოძღვრული კომპლექსი // ადგილი ”ხომაკირდე”. მდ. ოჩხომურის მარცხენა მხარეს. ხუროთმოძღვრული კომპლექსში შედის გალავნის და კარიბჭის ნაშთი. შუა საუკუნეები. სწორკუთხა ნაგებობა, ადრე შუასაუკუნეები.
ლეჯიქეს ეკლესია // სასაფლაოზე, შუა საუკუნეები. ტაძარი აღდგენილია და მოქმედია
8. ჭოღა - მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია //შუა საუკუნეები დგას ოთხი კედელი. არ გააჩნია სახურავი. შენგელიების გვარის მოსახლეობისთვის არის ფუძის (ჯინჯის ხატის) ეკლესია.
9. მოიდანახეს ეკლესია // სასაფლაოზე ეკლესია. გარდამავალი ხანა. ბაზილიკა.
10. მუხურის ეკლესია // სასაფლაოზე ეკლესია. სამნავიანი ბაზილიკა. განვითარებული შუა საუკუნეები. არ გააჩნია სახურავი.
10. ნაკიანი:
ნაკიანის მაცხოვრის სახელობის ეკლესია // ეკლესია ყალიჩავების სასაფლაოზე, გარდამავალი ხანა, გვიანდელი გადაკეთებით. ტაძარი აგებულია თლილი ქვით. ამჟამად არის კარგ მდგომარეობაში.
ნაკიანის ”ლეახალეს” წმ. გიორგის სახელობის ეკლესია // ადრე შუასაუკუნეები. ერთნავიანი ბაზილიკა. ამჟამად კარგ მდგომარეობაში.
ნაკიანის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია ”ლექარჩე” // ნაკიანის უბანი, ერთნავიანი ბაზილიკა. გარდამავალი ხანა. შემორჩენილია საძირკველი.
11. ნაფიჩხოვო ადგილი ”ლებერიე” // კიბის ნანგრევი, შემორჩენილია კედლები.
12. სარაქონის ციხის კოშკის ნაშთი // საჯალაღონიოს სასაფლაოზე ”ნაჯიხარი”. შემორჩენილია ციხის კოშკის ნაშთი, გალავნით. შუა საუკუნეები.
გამოყენებული წყაროები:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ვიკიპედია
https://georgiantravelguide.com/ka/chkhorotsqu
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
|