topmenu

 

ალანძა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ენციკლოპედია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ... << დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

 

"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი პირველი, ტ. 13. გვ. 38, გამ. "ციცინათელა, თბილისი, 2006 წ.

ალანძის (ტოლოში) დარბაზული ეკლესია.

VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ისტორიულ მესხეთ - ჯავახეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის რაიონი), სოფელ ტოლოშიდან 1,5 კმ - ზე. ალანძა ერთნავიანი, დარბაზული ეკლესიაა, ჩრდილოეთიდან ჰქონდა მოკლე, გეგმით სწორკუთხა მინაშენი, რომლსი მხოლოდ მცირე ნაშთიღაა შემორჩენილი. შიგნით და გარედან ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვით. ფასადების, კარების, სარკმლების კუთხეები, პილასტრები, აფსიდის მხრები, კონქი, სატრიუმფო და სართავი თაღები სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ამოყვანილი. ეკლესიის შიგა სავრცეს ჰარმონიული პროპორციები აქვს - ფართოა და თავისუფალი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე კაპიტელებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებზედაც ნალისებრი მოყვანილობის საბჯენი თაღია დაყრდნობილი. ნალისებრი ფორმისაა აგრეთვე აფსიდი და სატრიუმფო თაღი. სამივე სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი, რაც მათ სიძველეზე მიუთითებს. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა გამყენებული  მორთულობის ცალკეული ელემენტები და კარის არქიტრავი შემკულია ადრეული ხანის ძეგლებისათვის დამახასიათებელი დეკორატიული თავსართით. ძლიერ დაზიანებული, თითქმის ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღადგინეს 1978-79 წლებში (არქიტექტორები  ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე)

ვახტანგ დოლიძე.

 

 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1., გვ. 265,  თბილისი, 1975 წ.

 

ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მესხეთში, მდ. ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის რაიონი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ.

ალანძა ერთნავიანი (დარბაზული) ეკლესიაა. ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.