topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ადიში
There are no translations available.

-  სოფელი   საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 ადამიანი.

სოფელ ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების ქართულის ხელოვნების მრავალი ძეგლია: კედლსი მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება. მაცხოვრის ეკლესიის ( X-XI საუკუნეები) მოხატულობა მაღალპროფესიულ ოსტატობით გამოირჩევა. წმ. გიორგის (სვანურად - ჯგრაგ) ეკლესიის მოხატულობა ( XI საუკუნის დასარული - XII საუკუნის დასაწყისი)  ასახავს წმ. გიორგის  ცხოვრების ეპიზოდებს. მთავარანგელოზის ეკლესიის პრიმიტიული მხატვრობა (XII  საუკუნის) ყურადღებას იპყრობს ნახატის გამომსახველობით. სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე წმ. გიორგის ეკლესიაა,  მის კედლებზე ძველი მხატვრობის მხოლოდფრაგმენტებიღა შემორჩენილა. კედლის მხატვრობის ამ ძეგლებში მოჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის  ე.წ. სვანური სკოლია სპეციფიკური ნიშნები.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი,1975, ტ.1, გვ. 96.

 

ადიში. 1890წ. ვიტორიო სელამ ადიშში
14 კოშკი დააფიქსირა.
ამჟამად ხუთიოდეა შემორჩენილი

ფოტო აღებულია http://www.svanetitrekking.ge/geo/muzeum.htm -დან.

 

 

 

************************************************************************************

ადიშის ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია;  ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15

ადიში სოფელია მესტიის რაიონში (იფარის სოფლის  საკრებულო), უღვირის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ადიშჭალის ნაპირზე, მესტიიდან 30 კმ -ზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე..... ადიში სვანეთის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. წერილობით წყაროებში პირვლად იხსენიება  საუკუნეში. მასში შედიოდა სოფელი ზაგარიც, რომელიც 1811- 12 წლების ჟამიანობამ მოსპო..... << ტექსტი სრულად აქ <<.

***********************************************************************************

ანელი ვოსკაია - კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში.//ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18 გვ.53-58

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში ძალიან გავრცელებული იყო. მისი გამოსახულება ხშირად გვხვდება შუასაუკუნეების ჭედურ ხელოვნებაში, კედლის მხატვრობასა და ფერწერულ ხატებზე. როგორც ცნობილია, წმინდა გიორგის კულტმა შეცვალა ადგილობრივი წარმართული კულტი, რომელსაც ღრმა ფესვები ჰქონდა. წმ.გიორგი ძველი ქართული პანთეონის მთავარი ღვთაების - მთვარის კულტის მატარებელი გახდა. ... <<ტექსტი სრულად აქ ..<<