topmenu

 

ჩინთის კოშკები - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ჩინთის კოშკები - ბერიძე ვ. - XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I. - თბ., 1983, გვ.183-184.

ცალკე განხილვის ღირსია სოფ.ჩინთის კოშკები (დუშეთის რაიონში), განსაკუთრებით ერთი მათგანი, რადგანაც იგი განმარტოებით დგას სხვა კოშკთა შორის ზოგი თავისებურების გამო. ჩინთი ჟინვალს ქვემოთ მდებარეობს, არაგვის (უფრო სწორად, არაგვის რიყის) მარცხენა ნაპირზე. ეს უკვე მთიულეტია, მაგრამ მთლად მთა-საქართველოს ვერ მიეკუთვნება - მთის მისადგომებია, ბართან მჭიდროდ დაკავშირებული. განსახილველი კოშკიც მთიანეთისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რამე თავისებურებას არ შეიცავს და ამიტომ მას აქ განვიხილავთ, და არა მთა - საქართველოს კოშკებთან ერთად. შეიძლება ითვას, რომ ჩინთის კოშკების მთელი კომპლექსია. ეს დაბალი და ვაკე ადგილია, მაგრამ აქ არის თითქოს მიწიდან ამოხეთქილი კლდის მცირე მასივი, რომელიც მშენებლებს საგანგებოდ გამოუყენებიათ: მის ერთსა და მეორე მხარეს მიუჭენებიათ თითო კოშკი. ამათგან დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე ცალკე დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც შორიდანვე, არაგვის მეორე ნაპირიდანვე, იპყრობს ყურადღებას (კლდის კოშკები შორიდან კლდეს ერწყმის). შესაძლებელია, წინათ კლდესა და ამ ცალკე მდგომ კოშკს შუა რამე გზა გადიოდა. კლდის კოშკები სქორკუთხაა. ის, რომელიც არაგვს უყურებს, უფრო პატარა იყო და ახლა თითქმის სულ დანგრეულია. მეორე კლდის მეორე ბოლოში - უფრო დიდია, მასიური, ხუთსართულიანი, შერჩეული ნატეხი (ან საგანგეოდ დატეხილი) ქვით ნაშენი. ქვები სწორი, ჰორიზონტალურ რიგებად არის დაწყობილი. რაც არ უშის ხორკლიან ზედაპირის ცხოველხატულებას.

ქვა ახლა მუქი ყავოსფერია, ჩაშავებული, შედარებით თანაბარი ზომისა. I სართული ამოვსებულია; შესასვლელი მეორე სართულიდან იყო და შესასვლელის წინ კონსოლივით გადმოშვერილი ქვა მცირე ბაქანს ქმნიდა. კოშკის ზურგს თვით კლდე ჰქმნის, აქეთ მას აშენებული კედელი აქა აქვს. სართულებს შუა ხის გადახურვა იყო. სახვებთან შედარებით II და III სართულებია გამოყოფილი - აქვეა ბუხრებიცა და სარკმლებიც. არავითარი სამკაული, არავითარი შელესილობა და დამუშავება არც შიგნით და არც გარეთ. მარტივი თხჩები, მარტივისათოფურები, თანაც - ცოტა. თუმცა, როგორც ვთქვით, მთა-საქართველოში შენების ტექნიკა და ხუროთმოძღვრული ფორმები კონსერვატულია, მაინც მგონია, რომ ეს კოშკები XVIII საუკუნზე ადრინდელი უნდა იყოს. ორივე კარგად და მკვიდრად არის ნაშენი. მხატვრული ეფექტი ემყარება - გარდა ფერისა და ფაქტურისა - რა თქმა უნდა, მათს შეზრდას კლდესთან: ბუნებრივი კლდისა და ნაშენი კედლის საზღვრები შეჭრილ-შემოჭრილია, კლდე არქიტექტურის ელემენტადაა გადაქცეული (სეთი შეხამების მაგალითები - როდესაც კოშკი კლდეზე შედგმული კი არ არის, არამედ მის გვერდზეა მიშენებული - არაგვის ხეობაში სხვაგანაც გვხვდება:  მაგ., ჟინვალსა და ანანურს  შუა, მდინარის მარჯვენა ნაპირზე: აქ კლდეც უფრო დიდია და მინაშენიც - ეს უფრო ციხეა, ვიდრე კოშკი. იგი ისეა ამოფარებული კლდეს მდინარის მხრიდან, რომ გზიდან შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ჩინთის მესამე - ცალკე მდგომი - კოშკი, როგორ უკვე ვთქვით, უჩვეულო სახისაა: მის ქვემოთ და ზემო ნახევრები განსხვავდება ერთმანეთისაგან და პირველი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ერთი კოშკი მეორეზე შედგმული იყოს. ქვემო ნახევარი გარედან კუთხეებმომრგვალებულია, ზემო ნახევარი - კვადრატულია. ამიტომ ეს ზემო ნახევარი თითქოს „ გადმომჯდარია“ ქვემოზე. ორი ნახევრის საზღვარზე კუთხეებში თავისებური „გადასასვლელი“ სტალაქტიტებია (მთავარი ფასადის მხარეს), რაც მოწმობს, რომ კოშკი  ერთიანად ერთდროულადაა აგებული და თავიდანვე ასე იყო მოფიქრებული. კოშკში ხუთი სართულია, ყოველ სართულში თითო კვადრატული ოთახია: ქვემო ნახევარი შეიცავს „სარდაფს“ - უშესასვლელოს, უსათოფუროსა და უსარკმლოს; და ერთ კამროვანს სართულს - აქაა კოშკის ერთადერთი შესასვლელი (ადიოდნენ მისადგმელი კიბით); ზემო ნახევარში დანარჩენი სამი სართულია. სართულშუ გადახურვა ყველა ხისა იყო და აღარ გადარჩენილა. ზემო სართული, სადაც უფრო მეტი სათოფურია, ვიდრე ქვემოთ, ეულებისამებრ, საბრძოლო - სათვალთვალო დანიშნულებისა იყო და შესაძლებელი, ორფერდა სახურავი  ჰქონდა (შესასვლელის ფასადსა და ამის მოპირდაპირე მხარეს, კედლების თავზე შუაში თითო მაღალი „კბილანია“, მათ ორ მხარეს - უფრო დაბალი კბილანები. იქნებ ეს შუა კბილანები კეხის კოჭის გასაღები იყო.) გარდა ზემოთ აღნიშნული ორნაწილიანობისა, კოშკისათვის დამახასიათებელია შემდეგი: ა)იგი ზემოთკენ სრულიად არ ვიწროვდება; ბ)სათოფურები ელემენტარულია და მცირერიცხოვანი. გარდა სულ ზემო სართულისა, თითო ოროლა წვრილი სათოფური ჩანს. იმ ზემო სართულს ერთი ნისკარტისებრი სათოფურიც აქვს; გ)შესასვლელი თაღი გაბრტყელებულია; შესასვლელის წიმ ერთი ბრტყელი ქვა გადმოშვერილ ბაქანს ქმნის; დ)მშენებელს - მიუხედავად კოშკის საერთო საკეტური იერისა, გარკვეული დეკორაციული ამოცანა აქვს დასახული: მთავარი ფასადის ორ კუთხეში „სტალაქტიტები“ შავი საღებავით იყო შემოხაზული; ასევე შავი საღებავით იყო გადმოყვანილი საფეხურებიან კვარცხბეკზე  შესმული ჯვარი კოშკის შესასვლელის თავზე. კოშკი ნაშენია რიყის დაუმუშავებელი ლოდებითა და ქვებით, მაგრამ აგრეთვე ნახეტი ქვითაც - განსაკუთრებით ზემო ნახევარი. ქვემოთ, ჩვეულებისამებრ, უფრო მსხვილი ქვაა ნახმარი. ქვემო ნახევარი შებათქაშებულია, ზემო - არა; ამიტომ, ფერის მხრივაც ამ ორი ნახევარს შორის განსხვავებაა: ქვემო თეთრად ჩანს, ზემო უფრო ფერადოვანი და ცხოველხატულია (რუხი-მოყავისფრო). საცხოვრებლისათვის საჭირო კეთილმოწყობა კოშკს არ გააჩნია. სტალაქტიტები უეჭველად მოწმობს, რომ იგი XVI-XVIII საუკუნეების ხანას მიეკუთვნება. თვით სათოფურებიც, კედლის წყობის ხასიათიც ამავე ხანას მიგვითითებს. კედლების შვეულად აღმართვა XVI საუკუნის კოშკებს გვაგონებს, მაგრამ სტალაქტიტები, შესაძლებელია, იმ დროისათვის ცოტა ნაადრევად გვეჩვენოს (ეს მაინც ქართლია, და არა კახეთი). ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, კოშკი საუკუნეზე გვაინდელი იყოს.