topmenu

 

ხირსა - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

<უკან დაბრუნება

ხირსის მონასტერი (სიღნაღის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ბეგიაშვილი თ. ხირსის მონასტერი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1961. - 6 სექტემბერი. - ძეგლის დაცვა-აღდგენის აუცილებლობაზე

2. გურამიშვილი შ. ნაცვალაძე ა. ისტორიული ძეგლი კატასტროფულ მდგომარეობაში //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1959. - 12 ივნისი. - VI-VII საუკუნეების ისტორი ული ძეგლის-ხირსის მონასტრის აღდგენის შესახებ.

3. ბოდბის ეპარქია: ხირსის წმ.სტეფანეს მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.37-39. - ასურელი მამის, ღირსი სტეფანეს მიერ VI საუკუნეში დაარსებული ტაძრის მშენებლობის ეტაპები, როგორც მისიონერული ცენტრის, მისი მოკლე ისტორია, ტაძრის სიწმინდეები, სარესტავრაციო და გაწმედითი სამუშაოების შედეგები, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, პლ.იოსელიანი, იღუმენი ალექსანდრე (საყვარელიძე, XIX ს.). ტექსტს ახლავს ტაძრისა და სამრეკლოს ფოტოები.

4. ხირსის ეკლესია //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.148. - წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.62-66).

5. თოდრია თ. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტრიული გეოგრაფიის კრებული. ტ.VI. - თბ., 1982. - გვ.86. - ათცამეტ მამათაგან სტეფანე ხირსელის მიერ დაარსებული ხირსის წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

6. ხირსა. სტეფან-წმინდის ეკლესია //ქართული წარწრების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.309 - 310. - ეკლესიის საამშენებლო წარწერის ფრაგმენტის მოკლე მიმოხილვა.