topmenu

 

სასხორი

<უკან დაბრუნება

სასხორი

 

 

 

 

 

 

სასხორი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია, მის შესახებ სტატიები:

1. ბერიძე ვ. წინარეხი - გომისჯვარი - სასხორი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.IV. -1943 N6. -გვ.604-612. //გვიანფეოდალური ეპოქის ძეგლის - სახსორის არქიტექტურული თავისებურებებისა და წარწერების შესახებ.

2. ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. -თბ., 1994. -გვ.121. //ნიკოლოზ მაღალაძის მიერ 1704 წელს აგებული სასხორის მთავრანგელოზის სახელობის ეკლესიის აღწერილობა. მოხსენიებულია აქვე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.101; ტაბ.143).

3. კოშკები //XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I.- თბ., 1983. -გვ.172-182. //სასხორის კოშკის აგების თარიღი, აღწერილობა, კედლის წყობის

4. სასხორი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. -თბ., 1985. -გვ.107; გვ.132-133. // სოფ.სასხორში შემორჩენილი, გეგმით კვადრატული, ოთხსართულიანი კოშკის მოკლე აღწერილობა.

5. სასხორი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. -თბ., 2004. -გვ.207-210. //მთავარანგელოზის სახ. ბაზილიკის, ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის საკურთხევლისა და კედლების ბერძნულ წარწერათა პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. ბაზილიკის ამგებად მოხსენიებულია ნიკოლოზ ქადაგიძე (მაღალაძე).

6. სასხორი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. -თბ., 1990. -გვ.308-310. // სოფ.სასხორის მატერიალური კულტურის ძეგლების: იოანე მახარებლის სახ. ეკლესიის(აგებულია სოფლის სასაფლაოზე, დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით), კოშკის (XVII ს.), მთავარანგელოზის სახ.(წარწერის მიხედვით აგებულია 1704 წელს ნიკოლოზ მაღალაძის მიერ, შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები), უკუღმა ეკლესიისა (სტილისტური ნიშნების მიხედვით დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით)და ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (გვიანდელი ფეოდალური ხანის)ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს კოშკის, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის სახ. ეკლესიების გეგმები.

7. სასხორის მთავარანგელოზის ეკლესია. სასხორის წმ. იოანე მახარებლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები. -თბ., 2011. -გვ.19-20. //ეკლესიის ბერძნული და სამხრეთის კარის ზევით განთავსებული ქართული წარწერების შესახებ. ტექსტს ერთვის ნახაზი და ტაბულები. სასხორის წმ. იოანე მახარებლის ეკლესიის აღმოსავლეთის ფანჯრის მარჯვნივ მდებარე წარწერის ტექსტი.

8. სასხორის ღვთისმშობლის ეკლესია. სასხორის კვირაცხოვლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები. -თბ., 2011. -გვ.21.// ეკლესიათა მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.