topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მ. ჯანელიძე - მიწიერი სამოთხე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

მიწიერი სამოთხე

მ. ჯანელიძე

ღმერთმა ადამიანთა სულების ადგილსამყოფებლად ზეციური სამოთხე შექმნა, ხოლო მიწიერი სამოთხე ადამის და ევას საცხოვრებლად დაარსა. მიწიერი სამოთხე ანუ ედემის ბაღი შემდეგ ტერიტორიებზე განლაგდა: ქუშის ქვეყანა – ეთიოპია (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით) ანუ აბისინია, აშური – ასურეთი ანუ შუამდინარეთი და ხავილა. ამ ბოლო ტერიტორიასთან დაკავშირებით ისტორიკოსთა შორის დავა გაჩაღდა: ინდოელები ამტკიცებენ, რომ ეს განგის ხეობაა, სომხები ამბობენ, რომ არარატის ბარზეა ლაპარაკი, ინგლისელები კი სეიშელის კუნძულებს ასახელებენ. სინამდვილეში ხავილა, ან უფრო სწორედ - ჰავილა (რაც ებრაულად ნოტიოს ნიშნავს ), სადაც მდინარე ფისონი ან პისონი მოედინება, კოლხიდას ან კოლხეთს ნიშნავს: პისონი, პისიონი ებრაულად პასიონს – ხოხობთა მდინარეს გულისხმობს, რაც ბერძნულ ფაზისს (ფაზიანუსი – ხოხობი) შეესაბამება.

მაშასადამე, მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე ან შესაძლოა იქ სადაც მომავალში ამ ადგილებს სწორედ ეს სახელები მიანიწეს.

დავიწყოთ მდინარე ფიშონით, რომელიც გარს უვლის ხავილას ქვეყანას.

ძველ აღთქმაში (დაბადება I, 10-14) სწერია: ”მდინარე მოედინება ედემას ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას, მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერატი.”

ცნობილია, რომ ებრაელთა დამწერლობაში ასო ф ”ფ” (ბერძნული ნიშანი) სიტყვის დასაწყისში “P-პ” ასოთი აღინიშნება. მაგალითად, ებრაელთა პოპულარული სახელი «Фима» - იწერება როგორც «Пима». ამიტომაც ფიშონის ნამდვილი, სემიტური ფორმა და ჟღერადობა იქნება პისონი, ან პისიონი. ეს კი თითქმის ებრაულ პასიონს (ხოხობს) შეესაბამება და ბერძნულ ფაზისს (ფაზიანური – ხოხობი) – რიონს გულისხმობს. აქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანა ხავილას (უფრო სწორედ, ჰავილას, ე.ი. ნოტიო) ქვეშ კოლხეთი იგულისხმება. როცა ღმერთმა პირველი ადამიანები სამოთხიდან დააძევა, მათ მოუხდათ შემდეგი, უკვე აღნიშნულ ტერიტორიების გადალახვა: ეთიოპია - შუამდინარეთი - კოლხეთი ( ე.ი. დასავლეთი საქართველო). საბოლოოდ სად უნდა განლაგებულიყვნენ? მათ არჩევანი არ ჰქონდათ: დასავლეთი საქართველოდან გზა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მიდიოდა. სწორედ აქ უკვე ჩვენს დროში არქეოლოგებმა მათი ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ოდესღაც ძველმა ავტორებმა პირველი, ე.წ. სააკვანო ცივილიზაციების პერსონიფიცირება სწორედ ადამის და ევას სახეებში მოახდინეს. ამიტომაც მიწიერი სამოთხე ამ ცივილიზაციების არსებობის შესაბამისად განლაგებულ იქნა: შუამდინარეთი – ეთიოპია და ა. შ. მაგრამ პირველი ადამიანების და პირველი ცივილიზაციების შორის არსებული დროის ინტერვალი ძალიან დიდი იყო: მილიონი წელიწადი. მაშინ მიწიერი სამოთხე რანაირად განლაგდა პირველი ცივილიზაციების ტერიტორიაზე? ადამის და ევას სამოთხიდან გაძევება ღმერთის ნებას – დევნილთა კვალით პირველი ცივილიზაციების მომავალ ადგილსამყოფელზე ნიშნის დასმას ასრულებდა. დიახ, მომავალი ცივილიზაციები ადამის და ევას ოდესღაც არსებულ სამშობლოში – ედემის ბაღში წარმოიქმნა. ამიტომაც ძველ აღთქმაში აღწერილმა მიწიერმა სამოთხემ სააკვანო ცივილიზაციების სახელწოდებები წინამავალი სახელების არ არსებობის გამო შენარჩუნა. ყველა შემთხვევაში პირველი ადამიანები პირველი ცივილიზაციების შექმნამდე ნამდვილად არსებობდნენ, რასაც დმანისის მასალაც ამტკიცებს. რა თქმა უნდა, ჯერ ერთეულები. ბიბლიური პერსონაჟები ადამი და ევა ზღაპარს არ წარმოადგენენ. მათი სახელები კი მოსეს თუ სხვა ავტორთა მიერ წმინდა გაცისკროვნების შედეგად მოიძებნა.

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ძველ აღთქმაში არწერილია (დაბადება, III, 1-6) გველისა და დედაკაცის დიალოგი აკრძალულ ხილზე @”რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეწმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეწამთო, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. “ – უთხრა დედაკაცმა გველს. გველი პასუხობს: @”არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ, როგორც კი შეწამთ, თვალები აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტისა შემცნობელნი. “ რა ხეზეა ლაპარაკი? უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ამ ხის გარშემო – ბაობაბით დაწყებული დრაკონის ხით და ზევსის დოდონის მუხით დამთავრებული. უდიდესი მნიშვნელობა ენიწება მცენარეს, რომელიც კეთილისა და ბოროტის შემცნობი არის. დღეს, როცა შესაძლებელია სამოთხის გეოგრაფიული ლოკალიზაცია, უფრო ზუსტად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ასეთი ხის არსებობის შესახებაც. დაბადებაში ნათქვამია, რომ ეს ხე სამოთხის შუაგულში იზრდებოდა. ეთიოპიიდან კოლხეთამდე გაფანტული ტერიტორიის შუაგულს შუამდინარეთი წარმოადგენს. იქ კი პირველი ცივილიზაციის ქვეყნად შუმერია აღიარებული (პროტოქართველურად – სუმერე) თაცდაპირველი მოსაზრება სამოთხის შესახებ სწორედ შუმერში დამკვიდრდა. კრამერი წერდა, რომ “ბიბლიური სამოთხე შუმერული სამოთხეა” (ნ. კრამერი – ისტორია იწყება შუმერიდან, 1982) ამიტომაც ძიება სწორედ აქედან უნდა ვაწარმოოთ. შუმერების ეპიკურ პოემაში გილგამეშის შესახებ ნახსენებია ხე, რომელიც თავისი აღწერილობით ებრაელების კეთილისა და ბოროტების ხეს ემსგავსება: “იმ დროს ერთი ხე არსებობდა, სუფთა ევფრატთან წამოიზარდა. მის ფესვებში გველი ბინადრობდა, ის გველი, რომელიც ჟადოსიტყვას არ სცნობდა” (Гильгамеш и Энкиду, В. Афанасьева, 1979) ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ შუმერების “ხულუპის” ხეზეა ლაპარაკი, თანამედროვე ტილიფის ხე (ტირიფი), მაგრამ ამ ხეს ჯადოსნური ნაყოფი არ გააჩნია. საერთოდ კი მესოპოტამიაში მისტიკური თვისებების მქონე ნაყოფი არც ერთ ხეს არ გააჩნია. ნუთუ ეს ყველაფერი მოგონილია... ეს სინამდვილეა, მხოლოდ “დაბადების” ავტორმა, რომ არ დაეღვია შუმერული ტრადიცია, სხვადასხვა მცენარე – შუმერულ ფოლკლორში აღიარებული ხე, ჯადოსნური თვისებების მქონე ებრაელთა ბალახოვანი მცენარე, ჩვენი აზრით, შემოქმედებითი გზით გააერთიანა. ეს ბალახოვანი მცენარეა მანდრაგორა. მანდრაგორა საწმელად ვარგისი ყვითელი ნაყოფით – ე.წ. სატანის ვაშლებით მდიდარია (M. Crieve 1995). ძველ მედიცინაში მანდრაგორას ფესვის ქერქი გამოიყენებოდა ანესთეზია – ნარკოზირებისათვის. მაგრამ ჩვენთვის მთავარია მონაცემი, რომ მანდრაგორას ვაშლები ავხორცობას იწვევენ, რაც ჩვენი შორეული წინაპრებისათვის დიდ ცოდვას წარმოადგენდა. აქ ნახსენები სახელწოდება “სატანის ვაშლები” არის ბიბლიური ისტორიის გამოძახილი.