topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გოგიჩაანთ ღელე, ნადიკრები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევებით

მტკვრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე მაღალი მთის ტყით დაფარულ შუაწელზე გრანდიოზული ნამოსახლარის ნანგრევებია დაცული, ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და სოლისებურად მთავრდება მთის წვერზე. ამჟამინდელი სამანქანო გზა თითქოს შემოსაზღვრავს ნამოსახლარის ხილულ ნაწილს. კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს შეიცავს: წინაქრისტიანულს და ქრისტიანულს მის ცენტრალურ მონაკვეთში, წინაქრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, შესანიშნავად შემორჩენილი ქვის კონუსურგუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემო უკვე ქრისტიანული პერიოდის შუასაუკუნოვანი ნამოსახლარი განვითარდა.

memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12170

Coordinates:   41°47'41"N   43°18'36"E

 

ნადიკრები

ნამოსახლარს უჭირავს საკმაოდ დიდი ფართობი და იგი გაშლილია როგორც ქვედა, ბუნებრივ, ასევე ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე. ნადიკრები სამეცნიერო ლიტერატურაში გასული საუკუნის 70-იანი წწ. დასაწყისიდან ჩნდება, როდესაც ამ ძეგლზე საველე სამუშაოები აწარმოა საქართველოს მეცნიერებათა აკადემის არქეოლოგური კვლევის ცენტრის თორი-ლიკანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელ. გ. ნასიძე). ექსპედციის მიერ განხორცილებული საველე სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი საკმაოდ რთული გეგმარებით [ნასიძე გ. აღმოსავლეთ საქართველოს შუასაუკუნეების ნამოსახლარები არქეოლოგიური მასალების მიხედვით. სად. ნაშრ. ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი. 1975; რჩეულიშვილი ლ.ძველი ნასახლარები ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებში. კრებ.: ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები. თბილისი. 1994]; ნამოსახლარს უჭირავს საკმაოდ დიდი ფართობი და იგი გაშლილია როგორც ქვედა, ბუნებრივ, ასევე ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე. კომპლექსები ნაგებია ადგილობრივი კლდის საკმაოდ მოზრდილი ქვებით, მშრალ წყობაზე. გვხვდება მარტივი, ერთ ოთახიანი სათავსები და გაცილებით რთული კომპლექსები. პროფ. ლევან რჩეულიშვილი ნაშრომში საუბრობს აქ გამოვლენილი კომპლექსების შესახებ, თუმცა არაფერს ამბობს, თუნდაც გაკვრით, იქვე არსებულ ქვით ნაგებ, საკმაოდ მასშტაბური კონსტრუქციის შესახებ, რომელიც აქ არსებულ ნამოსახლარს ორად ჰყოფს. მე მას პირობითად, "გალავნად" მოვიხსენიებ, რადგან სხვა, მეტ-ნაკლებად მისაღები ფუნქიის მისადაგება არ მესახება რეალურად. "გალავანი" დამხრობილია N - S ღერძზე; შემორჩენილი (?) სიგრძე - 110 -115 მ., სიგანე - 5,0 - 5,5 მ. (!); შემორჩენილი სიმაღლე - N მონაკვეთში - 3,8; O - 2,3 მ. "გალავანი" ნაგებია საშუალო ზომის ქვებით (0,9x0,5; 1,1x0,5; 1,5x1,0…). კონსტრუქციაში შენიშნება ერთი უცნაურობა - შუა ნაწილში, O და W კიდეებს შორის, კედლის მთელ სიგრძეზე შუა ნაწილი ოდნავ ჩაღრმავებულია, ხოლო კიდეები - ასევე ოდნავ ამოზიდული. ნადიკრებიდან გოგიჩაანთ ღელის დასახლებამდე დაახ. 1 კმ. მანძილია.

memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/14702

Coordinates:   41°47'47"N   43°18'47"E

http://wikimapia.org/38158245/ka/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98