topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

უფლისციხე - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება ...<<<ციხე - ქალაქები>>>

უფლისციხე (გორის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. აბრამიშვილი გ. ვაჩეიშვილი კ. უფლისციხის "მიუვალი" კომპლექსი //ძეგლის მეგობარი.-1964.-N3.-გვ. 28-34. - უფლისციხის მიუვალ გამოქვაბულთა კომპლექსის აღწერილობა.

2. გადელია ვ. უფლისციხე //ფრესკა.-1974.-N6.-გვ.35-37. - კლდეში ნაკვეთი ქალაქის - უფლისციხის აღწერილობა.

3. გვრიტიშვილი დ. გორის ისტორია.-თბ.,1954.-გვ.10-14. - ციხე-ქალაქის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და აგების თარიღის შესახებ.

4. ლეჟავა გ. ქვაბ-ქალაქ უფლისციხის არქიტექტურა //ძეგლის მეგობარი.-1971.-N27-28.-გვ.21-28. - უფლისციხის არქიტექტურული სტილის, გეგმარების თავისებურება, აღწერილობა, შედარება ვანის კლდის ქვაბულთა კომპლექსთან, მშენებლობის პერიოდები. ტექსტს ერთვის ცალკეულ გამოქვაბულთა და მთლიანად ქალაქის გეგმები. მოხსენიებულია სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი(V ს.)

5. რჩეულიშვილი გ. უსახელო უფლისციხელი //ცისკარი.-1957.-N3.-გვ.146-149. - მხატვრული ესკიზი უფლისციხის ისტორიული წარსულიდან.

6. ქარუმიძე თ. "კერპი უფლისა" //ლიტერატურული საქართველო.-1967.-28 ივლისი. - უფლისციხის ნანგრევებით უძველესი კერპის კონტურის გამოსახვის შესახებ მწერალ ო. ჩხეიძის მოსაზრების უარყოფა.

7. ჩუბინაშვილი ნ. სამნავიანი ბაზილიკა ძველ ქალაქ უფლისციხეში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XXIV.-N4.-გვ.507-512. - უფლისციხის სამნავიანი ბაზილიკის აღწერილობა.

8. ჩხეიძე ო. კერპი უფლისა //ლიტერატურული საქართველო.-1967.-16 ივნისი. - მწერალ ო. ჩხეიძის მოსაზრება უფლისციხის ნანგრევებით უძველესი კერპის კონტურის გამოსახვის შესახებ.

9. ხახუტაშვილი დ. კლდეში ნაკვეთი ქალაქი.-თბ.,1965. - ძეგლის წარმოშობის, განვითარებისა და დაქვეითება-დაცემის ისტორია, ქალაქის პოლიტიკურ-ეკონომიური როლის განსაზღვრა.

10. ხახუტაშვილი დ. უფლისციხე //ძეგლის მეგობარი.-1964.-N3.-გვ.19-27. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

11. უფლისციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X.-თბ.,1986.-გვ.191-192. - წერილობითი წყაროები კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესახებ, ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის უფლისციხის ფოტო.

12. ციხე-ქალაქები: უფლისციხე //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.17-20. - მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ციხე-ქალაქის ისტორია, ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ერთვის ნაქალაქარის ფოტო.

13. უფლისციხე //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ. 97-102. - კლდეში ნაკვეთი ქალაქის (ძვ.წ.VI-IV სს.)მდებარეობა, ქალაქი წერილობით წყაროებში, გეოგრაფიული სივრცე, ხუროთმოძღვრული აღწერილობა, სამეკლესიანი ბაზილიკის მოკლე დახასიათება. ტექსტი ქართ. და ინგლ.ენებზე. დართულია უფლისციხის ფოტოები.

14. ქალაქები: უფლისციხე //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.14-18. - ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაცული ნაგებობების კონსტრუქციულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის სამხრეთი ხედის ფოტო.

15. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.) აღმოსავლეთ საქართველო: უფლისციხე //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.- თბ., 2002.- გვ.50-55. - ხუროთმოძღვრული კომპლექსის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურისა და არქეოლოგიური მასალის მიმოხილვა. ძეგლის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.17, 18; ტაბ.6,7).

16. ქალაქები: უფლისციხე // ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.13-15. - ბუნებრივად დაცული, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის მოკლე აღწერილობა.

17. მცხეთა-გორი. უფლისციხე //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.23-26. - ძეგლის მდებარეობა, ქალაქის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა, კომპლექსისი ცალკეულ ნაგებობათა ხუროთმოძღვრული დახასიათება (სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების დარბაზები, კოჭოვანი ნაგებობები, დიდი ზომის ბაზილიკა, გვირაბი).

18. კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ. 26-27. - დარბაზების ჭერის დამუშავების თავისებურებანი, დარბაზების აგების თარიღის დადგენა, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.VII; ნახ.2,3).

19. ადრეფეოდალური საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: უფლისციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.24-26. - ქალაქის დარბაზების ჭერის დამუშავება კოჭებით, მთავარი ტაძარი, კოშკი - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ახლავს უფლისციხის საერთო ხედის, ინტერიერისა და ჭერის ფოტოები.

20. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.83. - მოკლე ცნობა ციხე-ქალაქ უფლისციხის შესახებ.

21. უფლისციხე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5. -თბ., 1990 .- გვ.88-90; გვ.90-109. - კიკილაანთ ეკლესიის, ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის, ყვავის საყდრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა და განაკვეთების ნახაზები. მოცემულია კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარ უფლისციხის ვრცელი აღწერილობა. ტექსტს დართულია აქვს საილუსტრაციო მასალა: გეგმები, ნახაზები, ფოტოები.

22. აბრამიშვილი, ვ. უფლისციხე ნადარბაზევი.-გორი., 2000.- 80 გვ. - უფლისციხის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. ძეგლის აგების, მდებარეობის, სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა: ძეგლის ფოტოები.

23. უფლისციხე //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ., 2003.- გვ.98. - მოკლე ცნობა უფლისციხის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

24. ყიფიანი გ. უფლისციხე.-თბ., 2002.-174 გვ. რეზ. რუს. ენაზე. - უფლისციხის ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე, ნაშთების სახით შემორჩენილი, VI საუკუნის ბაზილიკის შესახებ.

25. სანიკიძე თ. უფლისციხე: ნარკვევი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან.-თბ., 2002.- 215 გვ. რეზ.რუს და ინგ. ენებზე. - მონოგრაფია:ძეგლის ისტორია არქეოლოგიური მასალის საფუძველზე (ძვ.წ.II ათასწლწულიდან XVIII საუკუნემდე), ქალაქის ძირითადი სამშენებლო პერიოდის განსაზღვრა, აღმშენებლობის ეტაპები, დღევანდელი მდგომარეობა, ურბანული სტრუქტურის ანალიზი, ქვაბულნაგებობებისა თუ მათი ჯგუფების ხუროთმოძღვრული თავისებურებანი, უფლისციხის ადგილი ქართულ და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში. მოცემულია მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

26. უფლისციხე  // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, გვ.80-84