topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ა.ჯავახიშილი, ლ.ღლონტი, გ.ნემსაძე - ქარელის რაიონში ბერიკლდეებზე 1979-1981 წლებში ჩატარებული მუშაობის ანგარიში

<უკან დაბრუნება

ქარელის რაიონში, ბერიკლდეებზე 1979-1981 წლებში ჩატარებული მუშაობის ანგარიში1

(ტაბ.VI-IX)

(თანაავტორები: ლ.ღლონტი, გ.ნემსაძე)

როგორც ცნობილია, საქართველოს მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ი.გაგოშიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა აეროფოტოდაზვერვები ქარელის რ-ში დედოფლის მინდორსა და მის მიდამოებში, რის შედეგადაც მიაკვლია აქამდე უცნობ არაერთ არქეოლოგიურ ობიექტს, მათ შორის - მცირე ნასოფლარსა და ყორღანულ სამაროვანს მდ.ფრონეს შესართავთან2. ექსპედიციამ 1979 წელს აქ გათხარა 3 ყორღანი, ხოლო ნასოფლარის შესასწავლად იმავე წელს შედგა პატარა საექსპედიციო ჯგუფი ლ.ღლონტის, მ.კეცხოველის, გ.ნემსაძის მძღოლის, ს.ილიჯევის შემადგენლობით და ა.ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით3: მას აქეთ ჯგუფმა ნასოფლარზე იმუშავა სამი სეზონის განმავლობაში. ნასოფლარი, რომელსაც მის მახლობლად მდებარე ერთი ადგილის სახელის მიხედვით პირობით ვუწოდეთ ბერიკლდეები, მდებარეობს ქარელის რაიონში, ზუსტად იქ, სადაც მტკვარს ჩრდილოეთიდან ერთვის მდ.ფრონე (სურ.1). მას უჭირავს მტკვრისა და ფრონეს მარცხენა ნაპირებს შორის მოქცეული, დასავლეთით კონცხივით წაწეული უსახელო პატარა ქედის თხემი, რომელიც მტკვრის მარცხენა მაღალი სანაპირო ველის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. კონცხის სიმაღლე მტკვრის დონიდან 30-ოდე მ იქნება, სიგრძე - 200-ოდე მ, ხოლო სიგანე – 30-35 მ; მისი სამხრეთი ნაპირი ფლატეა, ჩრდილოეთისა წარმოადგენს დაახლოებით 450 დახრილ ბალახიან ფერდობს, რომელიც გადადის ეროზიის შედეგად წარმოშობილ ფართო და ღრმა ხევში. დასავლეთისკენ კონცხი თანდათანობით ეშვება ფრონეს ნაპირებამდე. აღმოსავლეთით კი, როგორც ვთქვით, გადადის მტკვრის სანაპირო ველში, სადაც დღეს გაშენებულია ბებნისის საბჭოთა მეურნეობის ხეხილის ბაღები და სანერგეები. სწორედ ამ მხრიდან აკრავს ნასოფლარს ყორღანული სამაროვანი. კონცხის თხემზე ნასოფლარს ამჟამად უჭირავს 4000-მდე კვ.მ ფართობი. მას აქვს 100-120 მ სიგრძის, 30-ოდე მ სიგანისა და 3-5 მ სიმაღლის თითქმის შეუმჩნეველი შემაღლების სახე. მისი ზედაპირი დაფარულია მკვრივი ბალახით. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: სამხრეთის მხარე, საიდანაც მას მტკვარი უტევს, მორღვეულია; აღმოსავლეთისა, სადაც სანერგე და ქარსაფარი ზოლია გაშენებული, გადაბრუნებულია საპლანტაჟე გუთნით; დასავლეთისა კი გადარეცხილ-გადაქარულია. გარდა ამისა, კულტურული ფენები, განსაკუთრებით NO ნაწილში, დახრულია მელის სოროებით, რომლიდანაც ამოყრილია ნაცრიანი თიხნარი მიწა. ზედაპირულად მიმოფანტული მასალა არ არის მრავალრიცხოვანი. აიკრიფა არქაული იერის მქონე მუქი, მოშავო-მოყავისფრო კრიალაზედაპირიანი კერამიკის ორიოდე ფრაგმენტი და ობსიდიანის ანამტვრევი დამსკდარ - გაწითლებული რიყის ქვები და კენჭი, თიხის ბათქაშის წიდადქცეული გადამდნარი ნატეხები. ცხადი გახდა, რომ აქ შენობის ნაშთები იყო მოსალოდნელი. ნასოფლარი და მისი მიდამო დაიყო 20 და 2 მეტრიან კვადრატებად. საძიებო თხრილისათვის შეირჩა მოგრძო - 4X20 მ - ფართობი დაახლოებით კონცხის შუა ადგილიდან მის ჩრდილოეთ ნაპირამდე რომელიც მოექცა ჩვენი ბადის CE კვადრატში. 1979 წელს თხრილი დაყვანილ იქნა გრუნტამდე - საშუალოდ 2-2,5 მ სიღრმემდე მიწის ზედაპირიდან, რამაც მოგვცა ძეგლის სრული ჭრილი. თუმცა ფენები მრავალ ადგილას დარღვეული აღმოჩნდა სოროებითა და მოზრდილი ხაროებით, რომლებიც გრუნტამდეც კი ეშვებოდა, მაინც მოხერხდა ძეგლის სტრატიგრაფიაში გარკვევა: 50-20 სმ სისქის ჰუმუსის ფენის ქვეშ, რომელიც ნაპირისაკენ თანდათან თხელდება და ფერდობზე თითქმის სრულიად ქრება, დევს დაახლოებით 1 მეტრამდე სისქის ნაძრავი ქვაღორღიანი და ნაცრიანი კულტურული ფენა. ფენა შეიცავს მოზრდილსა და საშუალო ზომის რიყის ქვას, თიხის ბათქაშის დამწვარ ფრაგმენტებს, მცირეოდენ კერამიკულ და ძვლოვან მასალას. მოზრდილი რიყის ქვები გავრცელებულია უმთავრესად ზემოხსენებული ფენის ქვედა ნაწილში და ძირზე, ე.ი. დაახლოებით, +45-+0 სმ დონეთა შორის. ზოგან, მაგალითად, თხრილის S ნაწილში, რიყის ქვები თითქოს წესიერ რიგად ეწყო, მაგრამ იმდენად ფხვიერ მიწაში, რომ კედლის ნაშთად მათი მიჩნევა საძნელოა. ამავე დონეზე ალაგალაგ შეინიშნებოდა რიყის ქვებით მოკირწყლული პატარა ფართობები, ქვებით შემოფარგლული ერთი გაწითლებულ - გადამწვარი სწორკუთხა მოედანი კი კერას ჰგავდა. ნასოფლარის ნაპირის გასწვრივ, +37-+0 სმ დონეთა შორის გაიწმინდა მოზრდილი რიყის ქვებისა და თირის კვადრებისაგან ტალახზე დაწყობილი კედლის დამწვარი ნაშთი (ტაბ.VI,); მისი სიგანე აქ 1 მ აღწევდა.  0-10 სმ დონიდან ზემოაღწერილი ფენის ქვეშ თხრილის მთელ ფართობზე გავრცელებულია მოთეთრო-მოყვითალო თიხის სქელი ფენა, როგორც ჩანს წარმოშობილი ალიზის ნაგებობათა ნგრევის შედეგად. ალიზის აგურების ნატეხებს შორის ალაგ-ალაგ დარჩენილი იყო ნაცრითა და დაფხვნილი ნახშირით ამოვსებული სიცარიელეები; მოხერნდა რამდენიმე მთლიანი ალიზის გაწმენდა. თხრილის ბოლოსთან, CE - 99,90,09,00 კვადრატებში, 70 სმ დონეზე გამოჩნდა ალიზის კედლის წყობის ნაშთი (ტაბ.VI2), მიმართული OSO-WNW ხაზზე. გადარჩენილი იყო სიგრძივ დალაგებული მოზრდილი (48X23X10 სმ) ალიზების 3 რიგი, დაწყობილი მოყვითალო თიხის მკვრივ ხსნარზე. ალიზების 3 რიგიდან ერთი - ჩრდილოეთი ნაპირისა - ორ ფენად იდო, ორი - ერთ ფენად. კედლის სიგანე 75 სმ აღწევდა. სამწუხაროდ, კედელი ორივე მხრიდან გადაჭრილი აღმოჩნდა მოზრდილი ხაროებით, რომლებიც ჩაჭრილია ზედა ფენიდან; ხაროები ამოვსებული იყო ალიზის ნამტვრევებითა და კედლის მოზრდილი ბლოკებით. კედლის გადარჩენილი ნაწყვეტის სიგრძე 2 მ არ აღემატებოდა, ხოლო ძირი ჩადიოდა 80–90 სმ დონეზე და იდო 10-მდე სმ სიმძლავრის თიხატკეპნილ ფენაში; რამდენადაც ამის დადგენის საშუალებას იძლევა ხაროებისა და სოროებისაგან დაზიანებულ ადგილებზე დაკვირვება, ხსენებული ფენა თხრილის მთელ ფართობზე უნდა იყოს გავრცელებული. ზევიდან, ალიზის ნანგრევის ქვეშ, მას ადევს 20-ოდე სმ სისქის ნაცარნარევი, ხრეშისებური შრე, ქვემოდან კი - მოყვითალო თიხნარი, რომლის ქვეშ, - 125-150 სმ დონეზე, ჩნდება ამ ადგილებში მტკვრის მარცხენა ნაპირისათვის დამახასიათებელი კონგლომერატი. თხრილის N ბოლოში, ე.ი. ნასოფლარის ნაპირთან, ქვის დამწვარი კედლის ქვეშ აღმოჩნდა ალიზის კედლის ნაშთი. გამოირკვა, რომ ქვის კედელი არა მარტო დაშენებული იყო ალიზის კედელზე, არამედ ნაწილობრივ ჩაჭრილი იყო მასში. ალიზის კედელი საკმაოდ მძლავრი ყოფილა, მისი სიგანე აქ 3 მ აღწევს, ხოლო ძირი ჩადის დაახლოებით -100 სმ დონეზე, მაშასადამე უსწორდება თხრილის N ბოლოსთან გამოჩენილ ალიზის კედელს. უეჭველია, რომ ნასოფლარის N ნაპირთან გამოჩენილი ეს ფართო კედელი სოფლის გალავნის ნაშთია. მას აშკარად ეტყობა ხანძრის კვალი, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია – ალიზის გალავანიც ხანძარში დაიღუპა, თუ ცეცხლის კვალი მასზე დაშენებული ქვის ზღუდის დაწვის შედეგია (ტაბ.VI3).77777 ნასოფლარის ქვის და მის ქვეშ მდებარე ალიზის გალავანი განსაკუთრებით დაზიანებული იყო ორ ადგილას CE 18,19,28,29 კვადრატების შეხვედრის ადგილას. ამოღებული აღმოჩნდა გაურკვეველი მოხაზულობის მოგრძო ორმო, რომელიც ჩაჭრილი იყო როგორც ქვის, ისე ალიზის წყობაში 7777 სმ დონემდე. ორმოში მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთით, მოკრუნჩხულ მდგომარეობაში ესვენა მოზრდილი ადამიანის ჩონჩხი (ტაბ.VII,). ზურგს უკან, წელის არეში მას ედგა ცალყურა ნახევარსფერული და ძირბრტყელი, მუქ ყავისფრად, თითქმის შავად გამომწვარი თიხის ჯამი. ამ #1 სამარხის აღმოსავლეთით, ოთხიოდე მეტრში ამოღებული იყო კიდევ ერთი, დაახლოებით სწორკუთხა ორმო, რომელიც ქვისა და ალიზის ზღუდეში №1 სამარხთან შედარებით უფრო ღრმად - 40 სმ–ზე იჭრებოდა; მასში გვერდიგვერდ მჭიდროდ იყო ჩალაგებული თიხის 7 ჭურჭელი - 2 უყურო ქილა, კვერცხისებრი ტანითა და ცილინდრული დაბალი ყელით, და 5 ნახევარსფერული ისეთივე ჯამი, როგორც #1 სამარხოსა777777 მხოლოდ 3 ყურიანი და 2 mamas VII2). ორმო უშუალოდ ექცეოდა ჩვენი თხრილის აღმოსავლეთ კედელთან და შესაძლოა შედის კიდეც მასში; ის ან კენოტაფია, ან სამარხის ნაწილი, პირობით, №2. CE - 88, 89 კვადრატების საზღვარზე ალიზის ნანგრევებში ჩაშვებული აღმოჩნდა კიდევ ერთი #3 სამარხი. ეს ადგილი ძლიერ იყო დათხრილი მელიის სოროებით, ამიტომ გაურკვეველი დარჩა, რა დონიდან იყო ჩაშვებული სამარხის ორმო; მისი ნიშანი გამოჩნდა -80 სმ-ზე. ძირი ჩავიდა - 125 სმ–ზე. ორმოს მოხაზულობა მკაფიოდ არ ჩანდა. მის ძირზე გვერდიგვერდ იდგა 4 მოზრდილი ჭურჭელი – წითლად გამომწვარი 2 პირფართო ქილა, 1 შავად გამომწვარი კვერცხისებრტანიანი ქილა, მხარზე თანაზომიერად განაწილებული რელიეფური სამი რგოლითა და სამი კოპით, და 1 შავად გამომწვარი ორყურა ქილა, შემკული გაკრიალებით შესრულებული ვერტიკალური თევზიფხური შევრონებით (ტაბ.VII3). მათ მახლობლად, ჩრდილოეთით აღმოჩნდა ცხვრის თითქმის მთელი ჩონჩხი და მოზრდილი ადამიანის ხერხემლის 2 მალა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით უწესრიგოდ იყო შეჯგუფული ადამიანის ჩონჩხის სხვა ნაწილები: მენჯის ნახევარი, კუდუსუნის ძვალი, ბარძაყის ძვალი, წვივის ძვალი და გულისკოვზი; მეორე წვივის ძვალი აღმოჩნდა დაახლოებით 2 მ მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით 25 სმ დონეზე, მელიის  სოროში. სამარხი დააზიანა ან ამ სორომ, რომელსაც მრავალი განშტოება აქვს და თითქმის გრუნტამდე ჩადის, ან აქვე ჩაშვებულმა უსახურმა ორმომ, უფრო კი - ორივემ ერთად. მცირეწლოვანი ბავშვის თავის ქალის ნაშთები აღმოჩნდა CE-56 კვადრატში, დარღვეულ ფენაში. საძიებო თხრილის მონაცემების მიხედვით ბერიკლდეების ნასოფლარზე გამოიყოფა 3 ფენა: 1 ქვედა - ალიზის ზღუდისა და შენობის კედლის ნაშთებით: 2 ზედა - ქვის ზღუდისა და რიყის ქვის - ხისკარკასიანი თიხალესილი ნაგებობების ნაშთებით და 3. ამ ფენებში ჩაშვებული სამარხები. მასალის მიხედვით შენობების შემცველი ზედა და ქვედა ფენა ერთიმეორისაგან არ განსხვავდება: მის ძირითად ნაწილს შეადგენს კერამიკა. კერამიკული მასალაში შედარებით მცირე რაოდენობითაა, მაგრამ ერთბაშადვე იქცევს ყურადღებას „ბედენური“ და „ხოვლური“ ტიპის თხელკედლიანი, შავკრიალა ზედაპირიანი და ნაცრისფერსარჩულიანი მცირე ზომის ცალყურა ან ორყურა ქოთნები ტოლჩები და სასმისები, სადა ან შემკული რელიეფური, ჭდეული, ხან - კი ნაკაწრი შევრონებისა და სხვა სახეების სარტყლებით მსხვილი კოპებით ან ფოსოებით; ამ ტიპის ჭურჭელს აქვს მხარსა და მუცელზე მიბმული ორგვარი ყურები - რკალისებური, მრგვალგანივკვეთიანი, და მეტად თავისებური, მომაღალო, კუთხოვანი ან წაწვეტებული მხრიანი დიდი რაოდენობითაა შედარებით ტლანქი, სქელკედლიანი, უმთავრესად მსხვილი და საშუალო ზომის ჭურჭელი - უყურო, ცალყურა ან ორყურა - პირფართო, უყელო ან დაბალყელიანი დერგები, ქილები, ტოლჩები და კათხები დამახასიათებელია პირსა და მხარზე ან გვერდზე მიბმული რკალისებური ყურები, ან მრგვალგანივკვეთიანი, ან ძალიან ფართო, ბრტყელი ლენტისებური ზოგჯერ შემკული კონუსური კოპითა და რელიეფური ან ჩაღარული გრძივი ზოლით. ამ ჭურჭლის ნაწილი შემკულია კოპისებური ან ბრტყელი შვერილებით რელიეფური ან ჩაღარული მარტივი გეომეტრიული სახეებით; ზოგიერთი ჭურჭლის კორპუსი დაფარულია სხვადასხვა მხარეს  უსისტემოდ მიმართული სავარცხლის-კვალისებური ზოლებით, რომლებიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიან ჭურჭლის ყელპირისა და მხრის მოგლუვებულ-კრიალა ზედაპირთან. ზემოხსენებული ჭურჭელის უდიდესი უმრავლესობა ბაცი ვარდისფერი, მოყვითალორუხი შეფერილობისაა; მაგრამ უეჭველია, რომ თავდაპირველად ისინიც შავად ან მოყავისფრორუხად იყო გამომწვარი და ეს შეფერილობა ძლიერ ხანძარში დაწვის შედეგია. ამას მოწმობს შავკრიალა სქელკედლიანი ჭურჭლების მხოლოდ ნაწილობრივ გავარდისფერებული ფრაგმენტები, შავი და ვარდისფერი ნატეხების ერთად აღმოჩენა, ხანძრისაგან გადადუღებული - წიდადქცეული ჭურჭელი და მრავალი სხვა; არის აგრეთვე „ბედენური“ ჭურჭლის მთლიანად ან ნაწილობრივ გაწითლებული ნატეხებიც (სურ.2). უკვე ვთქვით, რომ შავკრიალა, ფაქიზი და შედარებით სქელკედლიანი, ტლანქი ჭურჭლის ფრაგმენტები ერთად ჩნდება ნასოფლარის ორივე ფენის ყველა დონეზე, ზედაპირიდან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) გრუნტამდე; თუმცა ნასოფლარის ფენები ძალიანაა დაზიანებული, ამ ფაქტს უთუოდ აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი თანადროულობის დასადგენად. ჭურჭლის ტექნოლოგიური და მორფოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მათი თანადროულობა მტკიცდება არა მარტო სტრატიგრაფიული მონაცემებით, არამედ შესადარებელი მასალებითაც. შავკრიალა კერამიკის აქაური სახეობმს77777 კუთვნილება ადრეული ბრინჯაოს ხანის „ბედენური“ და „ხოვლური“ ეტაპისადმი, ე.ი. ძვ.წ.7777 ||| ათასწლეულის მეორე ნახევრისადმი უეჭველია; ამავე დროს მორფოლოგიურად ის თითქოს უფრო იწევს ხოვლის, ქვემო შულავერისა და მარტყოფის ყორღნების მასალებისაკენ, ვიდრე საკუთრივ ბედენისაკენ. სხვა თუ არაფერი, სწორედ ხოვლისა და ქვემო შულავერის მე-4 და მე-5 ყორღანებშია აღმოჩენილი შვერილმხრიანი ყურის მქონე ჭურჭელი. ბერიკლდეების კერამიკული მასალის შინაგანი სინქრონიზაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარტყოფის მე–3 ყორღნის ძირითადად სამარხში ტიპიურ ბედენურ ჭურჭელთან ერთად აღმოჩნდა ორი ორყურა ქოთანი, რომელთა კორპუსი შემკულია სავარცხლის ნაკვალევისებური ზოლებით, მსგავსად ბერიკლდეების ასეთივე ჭურჭლებისა4. ბერიკლდეების მეორე სახის „ტლანქი“ კერამიკა რამდენადმე უცხოდ გამოიყურება; მისი დამზადების ტექნოლოგია, ფორმები, შემკულობა დღემდე უცნობი ან ნაკლებად ცნობილი არაერთი თავისებურებით გამოირჩევა - ვფიქრობთ, რომ ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ბედენისა და ხოვლის ეტაპი ცნობილი იყო მხოლოდ სამარხეული ძეგლებით, რომლებიც არ შეიცავენ მასობრივ საყოფაცხოვრებო კერამიკას. ეს გარემოება აძლიერებს ინტერესს ნასოფლარის, კერძოდ მისი კერამიკული მასალების მიმართ. ნასოფლარის ორივე ფენის თანადროულობასა და ადრეულობაზე მეტყველებს მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი არაკერამიკული მასალა, აგრეთვე აღმოჩენილი სულ სხვადასხვა დონეზე: ობსიდიანის სწორქუსლიანი, ფოთლისებური ისრისპირი; კაჟის მოგრძო, დაკბილული ნამგლის ჩასართები; წვრილფეხა საქონლის ეპიფიზზე დამზადებული არქაული იერის სახვრეტები და მახათი (ტაბ.IX,) სადაფის მრგვალბრტყელი, შუაში გახვრეტილი მძივი; ხელსაფქვავის ნავისებური კურანტები, რიყის ქვის ხელჩაქუჩები და სახვრეტები მათი უახლოესი პარალელები მრავლად მოიპოვება სამხრეთ კავკასიის ადრეული ბრინჯაოს ხანის ნებისმიერ ძეგლზე. ამრიგად, შეიძლება თითქმის საბოლოოდ დადგენილად ჩაითვალოს, რომ ბერიკლდეების ნასოფლარის ორივე ფენა ერთი ხანისაა, განეკუთვნება ადრეული ბრინჯაოს მიწურულ ე.წ. ბედენურ ეტაპს და უნდა შეესატყვისებოდეს სოფლის არსებობის ორ საამშენებლო პერიოდს. რამდენი ხანი იარსება სოფელმა, რამდენი ხნით არის დაცილებული საამშენებლო ფენები და არის თუ არა მათ მასალაში რაიმე შესამჩნევი სხვაობა, ამის თქმა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა გაითხრება მეტ-ნაკლებად სრულად დაცული საცხოვრებელი შენობები. ერთი რამ კი დღესვეა ცნობილი — სოფელმა შეწყვიტა არსებობა ადრეული ბრინჯაოს ხანის მიწურულს ან ადრედან შუა ბრინჯაოზე გარდამავალ ხანაშივე; ამას მოწმობს საამშენებლო ფენებში ჩაჭრილი ორი სამარხი და ერთი სამარხის ნაშთი, თუ კენოტაფი, რომლებიც შეიცავდნენ შუა ბრინჯაოს ხანის ტიპიურ კერამიკას - წაბლისფრად გამომწვარ ცალყურა და უყურო ნახვარსფერულ ძირბრტყელ ჯამებსა და კვერცხისებურტანიან, ყელიან ქილებს სამარხების კერამიკაში შედარებით მოგვიანო იერით გამოირჩევა მესამე სამარხის ჭურჭელი - რელიეფური რგოლებითა და კოპებით შემკული შავკრიალა ქილა, შავადვე გამომწვარი ორყურა ქილა, ნაპრიალები გეომეტრიული სახეებით, და ვარდისფრად გამომწვარი პირფართო, უყურო ორი ქილა (ტაბ.IX2 4), რომელსაც უახლოესი პარალელი ბ.კუფტინის მიერ ცხინვალის სატყეო კომბინატის ტერიტორიაზე მოპოვებულ მასალებში და უზერლიკ-თეფეს ნამოსახლარზე მოეძებნა 1980 და 1981 წლებში გრძელდებოდა CE კვადრატის შესწავლა. მის NW ნაწილში, ნასოფლარის ნაპირის გასწვრივ 14 მ მანძილზე გაშიშვლდა ქვის გალავნის გაგრძელება - დანგრეული, დამწვარი, ნაწილობრივ დაცურებული მის ქვეშ მდებარე ალიზის ზღუდისა და ხევის ფერდობზე. სამხრეთით, ძირითადად 0 დონემდე, გავრცელებული ნახანძრალი ფენა აქაც ძლიერ იყო დაზიანებული. მკრთალი და ფრაგმენტული ნაშთების გარდა შენობათაგან აღარაფერი იყო გადარჩენილი. შენობის ნარჩენები უნდა იყოს CE-07, 18 და 87 კვადრატში + 40 – i 0 დონეებს შორის, ნაცარ–ნახშირიან, ბათქაშიან ფხვიერ მიწაში უსისტემოდ დაგროვილი რიყის ქვები, მათში ჩაჭედილი თიხის ჭურჭლით, C13-87 კვადრატში გამოვლენილი სარის

რამდენიმე ნაალაგევი საფიქრებელია, ხის კარკასიანი თიხალესილი შენობის კუთხის

ნაწყვეტი (ტაბ.VIII,) აგრეთვე – ნაცრის სქელი ფენით დაფარული დაახლოებით

სწორკუთხა ფართობი CE-36, 37, 46, 47, 56, 57 კვადრატების ფარგლებში. ნაცრის ქვეშ,  რომელშიც ბლომად იყო სიმხურვალისაგან დამსკდარი რიყის ქვები და გადამწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ალაგ-ალაგ გადარჩენილი იყო იატაკის ნაწყვეტები – ცეცხლისაგან გათეთრებულ–გამურული თიხის თხელი ნალესობა კედლის რაიმე კვალის დაჭერა აქ, სამწუხაროდ, არ მოხერხდა. სწორკუთხა შენობის ნაშთების მიგნების იმედს თითქოს იძლევა C15–73—75, 83–85, 93—95 კვადრატების ფარგლებში მოქცეული ფართობი. მას N და W მხრიდან მკაფიოდ, ხოლო 3-დან მკრთალად ფარგლავს დანახშირებული წვრილი ძელებისა და გამურული მიწის, სხვადასხვა ფერად დამწვარი თიხის ნალესობის თხელი ფენებისა და ორიოდე რიყის ქვის შემცველი სწორხაზოვანი ფართო ზოლები, რაც ხის კარკასიანი თიხალესილი კედლის კვალს მოგვაგონებს; ეს ფართობი ჯერ-ჯერობით მხოლოდ + 15 სმ დონეზეა დაყვანილი. ნაგებობათა ყველაზე უტყუარი კვალი გამოჩნდა ორ ადგილას — CE-77 კვადრატში და C13-42-44, 51-54 კვადრატებში. CE77 კვადრატში, უკვე + 50 სმ დონეზე გამოჩენილი ნახანძრალი ნანგრევების – ძელისა და წნელის ანაბეჭდიანი თიხის ნალესობის დამწვარ-გადადუღებული მოზრდილი ნატეხებისა და დახეთქილი რიყის ქვების მოზრდილი გროვის ქვეშ, +25– 0 სმ დონეებს შორის გაიწმინდა თიხალესილი სწორკუთხა ბაქნის ნაშთი - SO კუთხე (ტაბ.VIII,) ბაქანი, ზომით დაახლოებით 1X1 მ, სიმაღლით 30 სმ, მოლესილი ყოფილა 5–მდე სმ სისქის მკვრივი ხსნარით, თიხის ხსნარზევე დაწყობილ რიყის ქვებსა და ქვიშაქვის მოზრდილ ნატეხებზე კედლების ნალესობა რბილად, მომრგვალებით გადადიოდა ბაქნის ზედაპირზე, რომელიც ან მრავალფენიანი იყო, ან რამდენიმეჯერ ყოფილა განახლებული; ყოველ შემთხვევაში, ნანგრევების ქვეშ გადარჩენილი იყო ნალესობის 3 ფენის ნაშთები, თითოეული სისქით, საშუალოდ, 3-4 სმ. ჩანს, რომ თავის დროზე ნალესობა მოგლუვებულ-მოპრიალებული ყოფილა და მხოლოდ შემდეგ, ხანძარში მიუღია მოწითალომუქი ყავისფერი და დაფარულა ბზარების წმინდა და ხშირი ქსელით. უეჭველია, რომ ბაქანი საკულტო დანიშნულებისა იქნებოდა და სამსხვერპლოს ნაწილს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ის ძლიერ იყო დაზიანებული - ოთხივე მხრიდან მოქცეული იყო მელიის სოროებს შორის და ამიტომ მისი შესატყვისი იატაკი, ან თუნდაც დონე არ ჩანდა; უკვალოდ გამქრალია კედლებიც, თუმცა ძელისა და წნელის ანაბეჭდიანი თიხის გადამდნარი ბათქაშის ნატეხების არსებობა მოწმობს, რომ ბაქანი გადახურული იყო, ე.ი. იდგა რაღაცნაირ ნაგებობაში. ამასვე მოწმობს ქვისა და ალიზის ზღუდის მახლობლად, C15-42-44, 52-54 კვადრატებში გამოვლენილი ნაგებობის ნაშთები. ეს ფართობიც ზემოაღწერილის მსგავსად დაფარული იყო ძვლებისა და წნელების ანაბეჭდიანი თიხის ნალესობის გადამწვარ-გადადუღებული ნატეხებით, რომლებიც მიწის ზედაპირზეც კი ჩანდა. დამსხვრეულ-დაფზვნილი გროვის ქვეშ, CE-44,54 კვადრატების საზღვარზე შემოიხაზა 25-30-ოდე სმ სიმაღლის ბაქნის ნაშთი, რომლის გარშემო, უმთავრესად NW მხრიდან, მიმოფანტული იყო მკვრივი თიხისაგან მოლესილი, ხანძარში გამომწვარი მოგრძო, ოდნავ მორკალული ლილვების ნატეხები; მათი უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულებითა და სხვადასხვა დონეზე უწესრიგოდ ეყარა, ზოგი კი სხვადასხვა მხარეს მიმართულ რკალებს ქმნიდა (ტაბ.VIII3). ბაქნის ნაშთი წარმოადგენს თიხის ხსნარზე დაწყობილი რიყის ქვისა და საგანგებოდ შერჩეული მრგვალბრტყელი კენჭისაგან შექმნილ მომაღლო მოედანს, დაახლოებით 100X130 სმ, რომელიც თიხისავე ხსნარით უნდა ყოფილიყო შელესილი. დასავლეთის მხრიდან შერჩენილი იყო გვერდის, ნაპირისა და ზედაპირის ნალესობის მცირე ნაწილი. ამავე მხრიდან მის წინ ეყარა დასავლეთით მიმართული თიხის ლილვების ფრაგმენტები, რომლებიც რაღაცის ნაპირის - გადამრგვალებული ბორტის ფრაგმენტებია. მათი უმრავლესობა ადგილზე არ იდო და ამიტომაც ალაგდა; ინ სიტუ დარჩა ასეთი ბორტის რამდენიმე მორკალული ნაწყვეტი. საფიქრებელია, რომ ბორტით შემოფარგლული იქნებოდა საკულტო მოედნები ან ბაქნები; მათ უმეტესობას უკანა მხრიდან რიყის ქვების ანაბეჭდი ეტყობა, მხოლოდ ორიოდეს გააჩნია დაწახნაგებული ძელის ნაკვალევი. ბაქნის NW კუთხესთან ნანგრევების ქვეშ მოხერხდა თიხალესილი იატაკის პატარა დამწვარი ნაწყვეტის გაწმენდა; სამხრეთ-დასავლეთიდან ის დაბალი ბორტით ყოფილა შემოფარგლული, ხოლო უშუალოდ ბაქნის კუთხესთან მასში ამოღებული იყო 30–ოდე სმ დიამეტრისა და ასეთივე სიღრმის მრგვალი ორმო, რიყის ქვებით გარშემოვლებული კედლებით, - მსხვილი ხის ბოძის ნაალაგევი. თიხის მორკალული ბორტების ნატეხებს შორის, CE43 კვადრატში იატაკზე in situ აღმოჩნდა პატარა სადა ორყურა ქილა, შეწყვილებული ორი კოპით mama‘s; £9694 ჰოლ ჟფდჭჰირთჯლწდ № იყო ტამომნმარი და ხანძარში მიიღო ბაცი ვარდისფერი - მოყვითალო შეფერილობა; ის სანახევროდ იყო გავსებული კარბონიზებული მარცვლეულით. ზემოაღწერილი ნანგრევების გარდა ბაქნისა და ნაბოძარის ირგვლივ ნაგებობის, კერძოდ კედლების კვალი არ აღმოჩნდა და კვლავ გაურკვეველი დარჩა – რა მასალისა და კონსტრუქციის შენობები იყო ბერიკლდეების ზედა საამშენებლო ფენაში. როგორც ვიცით, ზედა საამშენებლო ფენაში ალიზის ხმარების ნიშნები ჯერჯერობით არ არის; რიყის ქვის შედარებით სიმცირე საეჭვოდ ხდის მის გამოყენებასაც კედლებისათვის და, რადგან ძვლებისა და წნელის ანაბეჭდიანი თიხის ნატეხებიც უფრო გადახურვის - ბანის ნაშთებსა ჰგავს, ისღა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კედლები ხის, ან ხით მსუბუქად არმირებული თიხისა იყო. ამ ვარაუდის სისწორის საბუთად შეიძლებოდა მიგვეჩნია სარ-ლასტით არმირებული კედლის - კუთხის – კვალის გამოჩენა CE - 97 კვადრატში, მაგრამ ეს კვალი იმდენად მკრთალი და სუსტია, რომ მასზე დაყრდნობა, ჯერჯერობით, არ იქნებოდა მართებული. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია რომ ადრებრინჯაოს ხანის წინა საფეხურზე შიდა ქართლში, ჭტპ3არ–არაქსის კულტურის ნასოფლარებზე ძირითადად ასეთი კონსტრუქციის საცხოვრებელი შენობებია დადასტურებული. იმედი უნდა ვიქონიოთ,  რომ შემდგომი მუშაობა ნათელს მოჰფენს როგორც ამ საკითხს, ისე „ბედენური“ კულტურის დასახლების ჯერ კიდევ უცნობ სხვა მრავალ თავისებურებას.

 

 

 

 

 

----

1 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, VIII, თბილისი,  1986.

2 IO.M.  Farommzze,  KB  UJHmKHH,  Pe3yJILTaTbI  aapo¢0T0pasBenKH  apxeonormecxux  HaMflTHI/IKOBHELIOIUIHC MHHHOpI/I. - საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური  ექსპედიციები. VII, თბილისი, 1980,

გვ.79-81.

3 მადლობას მოვახსენებთ ი.გაგოშიძეს რომელმაც შემოგვთავაზა მის მიერ მიკვლეული ამ ძეგლის შესწავლა. 1981 წელს ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის კათედრის თანამშრომელი გ.ჯავახიშვილი.

5 იხ. საქართველოს მუზეუმის კოლექცია № 28–61;I(.X• KymHapeBa, HoceneHHe anoxu 6pon3m Ha

xonMe V3eaK—Tene oxono Amama. -MaTepHaJILI I/I I/ICCIIelIOBaHI/ISI no apxeonomn CCCP #67 (397, სურ. 10).