topmenu

 

ბახანი

<უკან დაბრუნება

 

ბახანი - ქართულის საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, გვ.253, თბილისი, 1977 წ.

ბახანი - სოფელი დუშეთის რაიონში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ - აღმოსავლეთით. გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, დუშეთიდან 51 კილომეტრში.

 

 

ბახანი, (გუდამაყრის თემსი საკრებულო) - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2., თბილისი, 2008 წ.

112. დევის პინა (თასი), არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩნდა სოფელთან. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1959 წელს შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიულმა ექპედიციამ) ხელმძღვანელი ს.ბედუკაძე). დევის პინებიდან დღეისათვის მხოლოდ ერთი პინაა შემორჩნილი (დაცულია ფასანაურის რესტორნის ეზოში). იგი შირიმის კვადრატული ფილაა (0.6X0.6 მ., სიმაღლე 0,25 მ.,), რომლის შუაში ამოკვეთილია კვადრატული ღრმული (0.2X0.2 მ.,, სიღრმე 0,18 მ.). გადმოცემით, ასეთი პინები ტაძართან იყო და რელიგიურ დღესასწაულებზე მათში მეწველ ძროხებს ჩაწველიდნენ ხოლმე, რაც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების კულტთან.

ზ.კალანდაძე

ბიბლიოგრაფია:

133. ს.მაკალათია მთიულეთი, ტფ., 1930.

171. ორბელიანი სულხან - საბა, ქართული ლექსიკონი - ი.ყიფშიძისა და ა.შანიძის რედ., ტფ., 1928.

145. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ.6, თბ., 1960.

305. ხორნაული გ., მთები და სახელები, თბ., 1983