topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ესბეკის კომპლექსი

<უკან დაბრუნება...<<<ტაო - კლარჯეთის ისტორიული ძეგლები>>>

(+)

ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ოლთისის მარცხენა სანაპიროზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამნავიანი ბაზილიკა, სამარხი-სამლოცველო, საერო შენობათა ნაშთები, XV-XVI საუკუნეების აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია და მთაზე მდებარე საგუშაგო და ციხე-კოშკი.კომპლექსი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს: ყველაზე ადრეული მეცხრე-მეათე საუკუნის ბაზილიკაა, ხოლო ყველაზე გვიანდელი მე-16 საუკუნის აგურით ნაშენი ეკლესია. კომპლექსი ქვის მასიური გალავნითაა შემოზღუდული. მოშორებით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ოდესღაც აქ ეკლესიების გარდა იყო დასახლებული ადგილიც. არქიტექტურული თვალსაზრისით ესბეკი ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ნაგებობათ ადრეული პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ესბეკის მთავარ ნაგებობას - სამნავიან ბაზილიკას, ანალოგიური ტიპის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საერთო არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო: სიგრძივი ღერძის მიმართულებით განთავსებული თაღების განიერი მალები, პასტოფორიუმების სპეციფიური გადაწყვეტა, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სარკმლების უგულებელყოფა. არქიტექტურულ ტიპითა და გამოყენებული საამშენებლო საშუალებებით შეიძლება იგი მივაკუთვნოთ IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს. ზემოხსენებულ დარბაზული ეკლესიაც დანაწევრებულ პატარა სივრცით IX-X საუკუნეების მიჯნით უნდა დავათარიღოთ.

(+)

ესბეკის ძეგლები (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ბაგრატიონი გ. მოგზაურობა თურქეთში //ძეგლის მეგობარი. - 1996. - N1/92. - გვ.54.-56. - მოკლე ცნობები ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსის (სამნავიანი ბაზილიკა, ორსართულიანი კაპელა, დარბაზული ეკლესია და სხვ.) შესახებ.

2. ციცხვაია ლ. ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი //საისტორიო მაცნე. - 2000. - N9. - გვ.43-48.რეზ. ინგლისურ ენაზე. - მოკლე ცნობები ტაო - კლარჯეთის შუა საუკუნეების ძეგლის- ესბეკის შესახებ.

3. ეკლესია და სხვა არქიტექტურული ნაშთები ესბეკში //ჯობაძე ვ. ადრეულ შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.63-64. - ესბეკის ტოპოგრაფია, ბუნებრივი სტრატეგიული მდებარეობა, ეკლესიის სამნავიანი ბაზილიკის მოკლე არქიტექტურული დახასიათება, შედარება მეხუთე საუკუნის ბოლოს საქართველოში აგებულ ბაზილიკებთან. მოსაზრება ეკლესიის მეათე საუკუნეში აგების თაობაზე. ტექსტს დართული აქვს ტაბულები (49-55).

4. W.Djobadze, Early Medieval Georgian Churches and Monasteries in Historic Tao, Klardjethi and Shavshethi. Frans Steiner Verlag Stuttgart, 1992, p.47-48.

5. ესბეკის ეკლესია - გიორგი დვალაშვილი // გუმბათი. - თბილისი, 2008. - ISSN 1987-5819. - 14-20 აპრილი. - N15 (29). - გვ.30

Architectural Complex of Esbeki

Architectural Complex of Esbeki is one of the early period’s interesting examples of the construction of architectural buildings of Tao-Klardjethi. Esbeki is situated in Vilaiet of Artvini, in historical Tao (nowadays it’s in Turkey), on the left bank of Oltisi. That time it was a small settled place, with strategical meaning, strenghtened by fortress and wall. Architectural complex of Esbeki contains two chronological layers. Buildings united in it are – three-naved basilica, tomb-chapel, remainders of secular buildings, aisles church and watchtower built by the breaks of XV-XVI-th centuries that is enclosed by the massive stone wall. There is a small hall church nearby. The main building of Esbeki, three-naved basilica among analogous types of churches takes one of the distinguished places, because of some peculiarities of general architectural-compositional decision, (broad span of arches located in the direction of lengthened axis, specific decision of pastophories, the absence of windows on the west, south and north facades). Three-naved basilica of Esbeki can belong to the end of IX-th or to the beginning of X-th century by the architectural type and the building methods. The abovementioned aisles church with a small undivided space can be dated back to the boundary of IX-X-th centuries.

Архитектурный комплекс Есбеки

Архитектурный комплекс Есбеки является одним из интереснейших примеров раннего строительного периода архитектурных памятников Тао-Кларджети. Есбеки расположен в Артвинском Вилаиете, в историческом Тао (в сегодняшней Турции), на левом берегу реки Олтиси. В свое время Есбеки был маленьким населённым местом стратегического значения, укреплённый крепостью и оградой. Архитектурный комплекс Есбеки содержит два хронологического слоя. Объеденёные в нём здания – трёхнефная базилика, усыпальница-мoлельня, развалины светских зданий, зальная церковь и часовня из кирпича XV-XVI – их веков обнесённые массивной каменной оградой. В нескольких метров от базилики стоит маленькая зальная церковь. Главное здание Есбеки, трёхнефная базилика, занимает одно из выдающихся мест среди сооружений аналогичного типа, благодаря ряд своеобразий архитектурно-композиционного решения в целом (ширина пролётов продольных арок, специфическое решение пастофорий, пренебрежение окон западных, южных и северных фасадов). Трёхнефная базилика Есбеки архитектурным типом и здесь использованными строительнымы приёмами можно принадлежить к концу IX или началу X века. Высшеупомянутая зальная церковь с нераздельным маленьким пространством тоже можно датировать рубежом IX – X- их веков.

წყარო: http://exhib.internet-academy.org.ge/journal/abstracts/1005.html

 

 

 

*********************************************************************************************

ლ.ციცხვაია - "ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი", 2003 წ. //ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრა.

ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ტაო–კლარჯეთის არქიტექტურულ ნაგებობათა მშენებლობის ადრეული პერიოდის ერთ–ერთი საინტერესო ნიმუშია. ესბეკი მდებარეობს ართვინის ვილაიეთში, ისტორიულ ტაოში (ამჟამად თურქეთშია). მდინარე ოლთისის მარცხენა სანაპიროზე. თავსი დროზე ესბეკი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პატარა დასახლებული ადგილი გამაგრებული ციხითა და გალავნით. ესბეკის არქიტექტურული კომპლექსი ორ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. მასში გაერთიანებული ნაგებობები - სამნავიანი ბაზილიკა, სამარხი - სამლოცველოსა და საერო შენობათა ნაშტები და XV-XVI საუკუნეების მიჯნისაგურით ნაგები დარბაზული ეკლესია და საგუშაგო კოშკი ქვის მასიური გალავნითაა შემოზღუდული. რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია....<<ტექსტი სრულიად აქ...<<

**********************************************************************************

ესბეკის ეკლესია - გიორგი დვალაშვილი // გუმბათი. - თბილისი, 2008. - ISSN 1987-5819. - 14-20 აპრილი. - N15 (29). - გვ.30

ესბეკი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის ვილაეთში, მდინარე ოლთუნისწყლის (თურქულად ოლთუნჩაის) მარცხენა ნაპირზე, იშხნის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთავარი საავტომობილო გზიდან სოფელ პამუკლუდან ერთი კილომეტრის მოშორებით ესბეკისაკენ მიმავალი გზა გადადის მდინარეზე გადებულ ხიდზე, ჩაუვლის ტივაზორს და ესბეკამდე მანძილი აქედან დაახლოებით 4 კილომეტრია. ესბეკის მიდამოებში ნიადაგი ნაყოფიერია, მაგრამ პატარა ხეობა შეზღუდული ბუნებრივი რესურსებით და წყლის ნაკლებობა გვიჩვენებს, რომ წინათ, ისევე, როგორც ახლა, მას შეეძლო შეენახა მხოლოდ მცირეოდენი მოსახლეობა....<<ტექსტი სრულად აქ...<<