topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ა.ურუშაძე - ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო>>>


აკაკი ურუშაძე - ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში //თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი, 1964

ნაწილი  I

თავი პირველი

არგონავტთა თქმულების წერილობითი გადმოცემანი

ანტიკური მწერლობის წყაროსთვალი მითიური სამყარო იყო. თქმულებებში ასახული წინაპართა საგმირო საქმენი, მითები ღმერთებსა და ღვთებრივი წარმომავლობის გმირებზე საფუძვლად დაედო უძველეს ბერძნულ პოეზიას. ძველ ბერძნულ გადმოცემებში მოცულობითა და გავრცელებით გამოირჩევა თქმულებათა სამი დიდი ციკლი: ხომალდ ”არგოს” მეზღვაურთა მოგზაურობა ოქროს საწმისისათვის აია-კოლხეთში - ე.წ. არგონავტების ციკლი, არგოსელთა ბრძოლა თებეს წინაადმდეგ - ე.წ. თებეს ციკლი და ბერძენ ტომთა ლაშქრობა მცირე აზიაში მოსახლე ტროელებისა და მათი ციხე - სიმაგრის გასანადგურებლად - ე.წ. ტროას ციკლი. ბერძნული და რომაული პოეტური შემოქმედების სახელოვანი წარმომადგენელნი თავიანთ უკვდავ ქმნილებებს უპირატესად ამ ციკლებიდან მოზიდულ მასალაზე დაყრდნობით ძერწავდნენ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა არგონავტების ციკლის თქმულებები. თქმულება არგონავტებზე, როგორც ერთ-ერთი უძველესთაგანი და მიმზიდველი, დაუშრეტელ წყაროდ იქცა და უხვად ასაზრდოებდა ანტიკური ეპოქის სულიერ კულტურას. არ დარჩენილა ამ ეპოქის არა თუ მწერლობის, არამედ საერთოდ ხელოვნების არც ერთი დარგი, რომელსაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდების სახით არ დაემუშავებინოს. თქმულება არგონავტებზე ბერძნული მითოლოგიის ოქროს ფონდში შევიდა...... არგონავტთა თქმულების ცნობილი ვერსიები ბერძნულსა და მასზე დამოკიდებულ ლათინურ წყაროებშია დაცული. ამ წყაროთაგან ზოგი სრული სახით არის მოღწეული, ზოგი კი - ფრაგმენტულად. ჩვენს განკარგულებაში არსებული მასალა ცხადყოფს, რომ თქმულება არგონავტებზე მრავალფენოვან ძეგლს წარმოადგენს და მასში სულ სხვადასხვა დროის ამბებია გადმოცემული. აქ კარგად ჩანს, თუ როგორ შეჰქონდა თავისებურებანი თქმულების დამუშავებაში ამა თუ იმ ეპოქას და როგორ უქვემდებარებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობას პოეტები, ისტორიკოსები და მითოგრაფოსები ტრადიციულ მითოლოგიურ სახეებს. არგონავტების თქმულების საფუძველზე ადრეულ ხანებში შეთხზული ნაწარმოებები შედარებით ახლო იდგნენ თქმულების პირვანდელ ბირთვთან, მაგრამ მათგან ძუნწი ფრაგმენტები და სათაურებიღა შემოგვენასა. არგონავტთა თქმულების თავდაპირველ სიცხადეს საკმაოდ უცვალა სახე ჯერ ატიკურმა ტრაგედიამ, ხოლო შემდეგ აპოლონიოს როდოსელის სახელმოხვეჭილმა მწიგნოგრულმა პოემამ - ”არგონავტიკამ”, რომელიც გავრცელდა, თქმულების სიუჟეტის გადმოცემის თვალსაზრისით დაკანონდა და მერმინდელი მითოგრაფიის უპირატესი დასაყრდენი გახდა.

I. ბერძნული წყაროები

არგონავტების თქმულების შემცველი ბერძნული წყაროები მწერლობის ისტორიის პერიოდების შესაბამისად სამ ჯგუფად დაიყოფა: 1. ელინური პერიოდის (ეპოსი, ლირიკა, დრამა, პროზა), 2. ელინისტური ანუ ალექსანდრიული პერიოდისა და 3. ბიზანტიური პერიოდის წყაროები

1. ელინური პერიოდი

$1.ეპოსი - პირველ ცნობებს არგონავტების თქმულებისა და კოლხური გარემოს შესახებ ელინური პერიოდის ბერძნული მწერლობის ჩვენმადე მოღწეულ ყველაზე ადრინდელ ძეგლებში - ჰომეროსის ”ილიადას” და ”ოდისეაში” ვხვდებით. საგმირო ეპოსის ამ ორი ძეგლის შეთხზვის დროს მეცნიერება ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნეში დებს.