topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მარტაზისხევი

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთა//საქართველოს უძველესი ქალაქები>>>

მარტაზისხევის სამების ეკლესია

ქ.დიღმელაშვილი

ტაძარი დგას ქ.მცხეთის შემოგარენში, მარტაზის იგივე სანგრის ხევში, ხევის მარცხენა მხარეს, თბილისი-ძეგვის გზიდან დაახლოებით 1,7 კმ-ზე. სტილისტური ნიშნებითა და ტაძრის წარწერის მიხედვით აგებული უნდა იყოს XI ს. დასაწყისში. ტაძარი დარბაზულია (10,6×6 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. ქონდა კამაროვანი გადახურვა, რომელიც ახლა საერთოდ არაა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აბსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია - სამალავები (?). ორივე ნიშს ასევე თითო სარკმელი ქონია. ამჟამდ მხოლოდ ჩრდილოეთის ნიშია შემორჩენილი. ორი სარკმელია დატანებული ტაძრის სამხრეთ კედელში, დასავლეთისაში კი ერთი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შესასვლელთა თითქმის თავზე პილასტრის პროფილირებული კაპიტელებია ჩადგმული. სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე ქართული ასომთავრული წარწერა ყოფილა ამოკვეთილი, რომელიც იკითხებოდა როგორც ”კათალიკოზსა“ და ”დეკსა“ (მელქისედეკსა?). ასომთავრული წარწერებია მოთავსებული ასევე აღმოსავლეთის კედელში. ამათგან, ერთი უკუღმაა ჩასმული, რაც უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ წარწერა ტაძრის მშენებლომაზე ადრეულია. ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს XVI-XVII სს. კოშკი, რომელიც გეგმით სწორკუთხაა. მასში შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სარკმელზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია.

მარტაზისხევის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მარტაზისხევი ანუ სანგრისხევის მარცხენა ნაპირზე, ბორცვზე, რკინიგზის ხიდის ჩრდილოეთით. მარტაზისხევის სამაროვნის უძველესი ფენა გვიანდელი ბრინჯაოს ხანისაა, შემდეგი ფენა - ელინისტური ხანის, ზედა ფენა კი ახ.წ. IV-VII სს. თარიღდება. 1951 წ. მცხეთა - ძეგვის სამანქანო გზის გაფართოების დროს აღმოჩნდა ორი ბრტყელი ქვით გადახურული სამარხი. შიგ ესვენა ქრისტიანული წესით დაკრძალული სამი მიცვალებული. სამარხი, მასში აღმოჩენილი მასალის მიხედვით (მინის ორი სანელსაცხებლე შემკული მინისავე ძაფებით, მინის ბეჭდები და მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი), ახ.წ. IV ს. დათარიღდა. 1967 და 1969 წ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ნ.უგრელიძე) გათხარა ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და შუა ნაწილი. აღმოჩნდა ნატეხი ქვითა და თიხამიწით ნაგები, სამ-სამი დიდი ფილაქვით გადახურული ქვაყუთები. უმეტესობა საოჯახო სამარხებია და მიცვალებულები დაკრძალული არიან ქრისტიანული წესით. სამარხთა ტიპისა და მათში აღმოჩენილი ნივთების (მინის სანელსაცხებლები, მინის მძივები, ბრინჯაოს საკიძნები) მიხედვით, სამარხები თარიღდება IV-VII სს.-ით. გვიანდელი სამარხების გვერდით იმავე სიღრმეზე გაითხარა ერთი ქვევრსამარხი, რომელიც სამარხის ტიპისა და ინვენტარის (მინის რამდენიმე მოოქროვილი მძივი) მიხედვით, თარიღდება ძვ.წ. II-I სს-ით. ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში აღომოჩნდა აგრეთვე თხელი ფილაქვით ნაგები, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დამხრობილი ქვაყუთები, თითოეულში თითო ბავშვის ხელფეხმოკეცილი ჩონჩხი ესვენა. ერთ-ერთში აღომჩნდა შავპრიალა თიხის ყელძაბრიანი ძირწვეტიანი ჭურჭელი და მინის მძივები. ჭურჭელი ძვ.წ. IV-III სს. განეკუთვნება. ამავე ხანისაა მეორე ქვაყუთი, რომელშიაც აღმოჩნდა ოქროს მოცვარული საყურეები, მინის ეგვიპტური სკარაბეუსი, მინის მძივები, ბრინჯაოს ზანზალაკები და ძვლის ნივთი, რომელზეც ფასკუნჯია ამოკაწრული. ზემოთ აღწერილ სამარხთა ქვეშ აღმოჩნდა შენობის რიყის ქვით მოგებული იატაკი, რომელიც დაუზიანებიათ გვიანდელი სამარხების ჩაჭრის დროს. იატაკზე ეგდო გვიანდელი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ორი საკინძის თავი.

საქართველოს  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. V. თბ., 1990, გვ.245.

ბიბლიოგრაფია:

1. უგრელიძე ნ., ამირანაშვილი ჯ. მარტაზისხევის 1969 წლის ექსპედიციის მუშაობის შედეგი.

კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წ. თბ., 1971.

2. საგინაშვილი მ. მარტაზისხევში აღმოჩენილი IV ს.-ის სამარხი.

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმ. მუზეუმის მოამბე. ტ.27-B, 1967. გვ.102-107.

3. ნარიმანიშვილი გ., მანჯგალაძე გ. მარტაზისხევის ქვევრსამარხი. მცხეთა. IX. თბ., 1989, გვ.163-171.