topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

პეტრა - ციხისძირი

<უკან დაბრუნება...<<<ციხე ქალაქები // აჭარა>>>

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.150965061647872.37744.112117398865972&type=1

ციხისძირი - სოფელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონი, შავი ზღვის სანაპიროზე. ზღვის დონიდან 440 მ. -ზე, ქობულეთიდან 9 - კმ-ზე... ფიქრობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვის II ს-ში ციხისძირის მიდამოებში ლაზეთის სახელმწიფოს პატარა ქალაქი იყო. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. სოფლის სახელწოდებაც ამ ციხიდან მოდის. ბერძნებმა მას პეტრა უწოდეს. ქართულ წყაროებში ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში წორედ ამ ციხეზეა ლაპარაკი. 1908 წელს ციხსშირში აღმოაჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი; ინახება ერმიტაჟში.

რ. სურმანიძე

ციხისძირი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.238

VI საუკუნის უძველესი ბაზილიკა. ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.150965061647872.37744.112117398865972&type=1

პეტრა, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში - ეგრისის სამეფოში (ახლანდელი სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონში, აჭარა). შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანემ ქალაქი გააშენა. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ბიზანტია-ირანის ომისა. პეტრამ შემდგომ საუკუნეებშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხეს უწოდებდნენ, გარკვეული სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნეშიც. პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნ. სახელწოდება "პეტრა" - ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიურმა გათხრებმა შიდა ციხის გალავანთან ერთად გამოავლინა სხვადასხვა ნაგებობა, მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია. პეტრის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებაც.

დ.მუსხელიშვილი

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 42, თბ., 1984

http://ka.wikipedia.org/wiki/_პეტრა

 

 

 

 

 

************************************************************************************

ზ.კვიციანი - რელიეფურჯვრიანი კრამიტები პეტრა – ციხისძირიდან

როგორც ცნობილია, ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებიდან საქართველოში მშენებლობისას ალიზის აგურთან ერთად ფართოდ არის გამოყენებული კრამიტიც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I - ახ.წ. I ს.) აღნიშნავს:"იბერია მეტწილად კარგად არის დასახლებული ქალაქებითა და დაბებითაც ისე, რომ იქ არის კრამიტიანი სახურავები, სახლები არქიტექტურულად მოწყობილი....<<ტექსტი სრულად აქ...<<