topmenu

 

მიქარწმინდა

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მიქარწმინდა (აბანოეთი) - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ბუგეულის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს მე-18 საუკუნის მთავარანგელოზის ეკლესია.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, გვ. 13, თბ., 1975 წელი.

 

მიქარწმინდის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. მიქარწმინდა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. VII. - თბ., 1933. - გვ.208-209. - მიქარწმინდის ქვიტკირის ეკლესიის სიძველეთა შესახებ.

2. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. მიქარწმინდის ეკლესია //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1. - თბ., 2011. - გვ.401-405. - მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის, ძველ ნანგრევებზე აგებული ეკლესიისა და მისი სიძველეების აღწერილობა.

3. მიქარწმინდას მთავარანგელოზის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი. - 2005. - გვ.22. - 1811-1917 წწ. მიქარწმინდის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

 

 

მიქარწმიდა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ. 128-130

მიქარწმიდის ეკლესია ქვიტკირის შენობაა ახალი დროისა.

სიძველე, აღმოჩენილი ეკლესიის ეზოში (დასავლეთ ყორეში) 1929 წელს. (ქ.2776). წარწერიანი ქვა, 20X42 სმ, დაზიანებული: ზევითი ნახევარი მოტეხილი და დაკარგული  აქვს; იგი დარჩენილი უნდა იყოს ძველი ეკლესიიდან; ნაწერია გაკრული ხუცურით:

წარწერა პალეოგრაფიულად მეტად საინტერესო ძეგლს წარმოადგენს; მასში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ასოები ა, ნ: ა ვიწრო კუთხეს წარმოადგენს; ნ-ს ძირს ორის მაგიერ სამი კბილი აქვს. შინაარსით ეხება ეკლესიის აშენებას. მიქარწმიდის მცხოვრებ ივლიანე მელქისედეკის ძე წულუკიძის მიერ შემოწირული ხელნაწერი წიგნები:

1. (ქ.2733) ოსიპოს ფლავიოსის წიგნი, ხუცურად ნაწერი.

2. (ქ.2735). თარგმანება იოანე მახარებლის გამოცხადებისა, ხუცურად ნაწერი. წიგნს ბოლოში ცარიელი ფურცლის წინა გვერდზე აქვს მინაწერი მხედრულად (დასაწყისი ასო დაწერილია ასომთავრულად): „ეს იოანე მოციქულის გამოცხადების|თარგმანი მოვიყიდე მე ანტონიმ არ|ხიდიაკონმან უფლის კონტსანტინე გა|ბაშვილისაგან 1826-სა წელსა ივნი|სის 4-სა,|ამ რიცხვშიდ გადაესახლნენ ისინი|იმერეთიდამ ტფილისშიდ". იმავე პირს სახლში დაცული აქვს სიძველე: გულსაკიდი ნაწილიანი ხატი, 5,5X5X1 სმ; იგი წარმოადგენს ვერცხლის კოლოფს, რომელსაც წინა მხარეს აქვს ჩვილედი ღვთისმშობლის ჭედილი ხატი (წელამდე), დაფერილი ოქროს წყალში და შემკული 10 მოზრდილი, 2 საშუალო და 3 წვრილი (სულ 15) თვლით (აკლია 1 მოზრდილი თვალი), ხოლო უკანა მხარეს და გვერდებზე - სახეებით. კოლოფში დევს რომელიღაც წმიდანის (?) ნაწილი, გახვეული ახალ ქაღალდში. ხატს უკანა მხარეს აქვს ოქრომჭედლის მონოგრამა: ათ|.ჩა: ზის ქსოვილის ბუდეში. ძეგლი ეკუთვნის XVIII ს.