topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ზნაკვა - ეკლესია, ციხე, სიძველენი

ზნაკვა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკვურის (რიონის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 850 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი, ზნაკვაში შემოჩენილია ფეოდალური  ხანის ღვთისმშობლის ეკლესიის და ციხე-კოშკის ნანგრევები..

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 523, თბ., 1979 წელი.


ზნაკვის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერაძე თ. რაჭა ფეოდალურ ხანაში //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V.- თბ., 1975. - გვ.147-148. - მოკლე ცნობები ზნაკვის ციხე-დარბაზის შესახებ.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ზნაკვა //საქართველოს მუზეუმის მოამბე.ტ.V.- ტფ., 1930.-გვ.180. - სოფ. ზნაკვის საშინდიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა.

3. ზნაკვა - ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბ., "მეცნიერება", 1994 წ., გვ.79-80

ზნაკვა - ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბ., "მეცნიერება", 1994 წ., გვ.79-80

ზნაკვას საშინდიის ღვთისმშობლის ეკლესიის სიძველენი:

1. (ქ.1894). ვერცხლზე ნაჭედი ჩვილედი ღვთისმშობლის ხატი, 42X36 სმ., აგლეჯილი ფიცრიდან, უარშიებო, დაზიანებული. აწერია ხუცურად: ღვთისმშობელს: - წ(მიდა)ჲ მ(ა)რ(ია)მ; ყრმას ქ(რისტ)ე.

2. (ქ. 2140). ჟამნი, ხუცურად ნაწერი, დაზიანებული, ფურცელნაკლები

ზნაკვის ციხე (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერაძე თ. რაჭა.- თბ., 1983.- გვ.91. - ზნაკვის ციხის კოშკების ვრცელი აღწერილობა.