topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბუღდაშენის ციკლოპური ნაციხარი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>

ბუღდაშენის ტბა - (Coordinates: 41°12'8"N   43°41'8"E) - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ2, აუზის ფართობი 69,3 კმ2, მაქსიმალური სირღმე 0,85 მ, მოცულობა 164 600 მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი).

http://wikimapia.org/#lat=41.2072015&lon=43.6873055&z=13&l=0&m=b&v=8

 

 

ბუღდაშენი //ლ. მელიქსეთ ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბილისი 1938 წ., გვ. 62

ე.წ. ბუღდაშენის ანუ ორლოვკას პაწაწა ტბის ნაპირზე ოდნავად იმჩნევა ნაშთი ციკლოპური ნაციხარისა, რომელსაც ი.როსტომაშვილი 1898 წელს შემდეგი სიტყვებით აგვიწერს: «На самом берегу озера, на возвышенном бугорке, есть следы существовавшей крепости с двойнвми стенами и рвом кругом. Длина площади внутри крепости достигает до 10-ти саженей, расстояние же от одной крепостной стены до другой – до трёх саженей. Крепость, видно, была построена из огромных камней». (И.Ростомов, ор. ციტ., 56)