topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ტაბაწყური - ტაბაწყურის მეგალითი

< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები // საქართველოს ბუნება>>>

 

 

ტაბაწყური, ტაბისყური, ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია - ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე.
წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ტაბაწყური

 


ტაბაწყურის კუნძული // ლ. მელიქსეთ -ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 59.

ტაბაწყურის || ტბა-აწყურის (ტბის-ყურის?) კუნძულზე, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას იმ ნახევარკუნძულისას, სადაც სოფელი ყიზილქილისა მდებარეობს და ტექტონიკურ მოვლენათა წყალობით. უნდა ჩამოშორებოდა წყლის ნაპირს, მოიპოვება მეგალითური სადგომის ნაშთი, რაც უმთავრესად ცილინდრული ყაიდის ნაგებობათაგან შესდგება უსახურავოდ (სახურავი ძელთაგან იქნებოდა შემდგარი ზევიდან ლოდებით გადმოხურული. ეს ნაგებობანი ლაბირინტებს წარმოადგენენ, მაგრამ არა ისეთ რთულს, როგორც ბედენის „ლოდოვან"-ში. კედლებიც ნაკლები სისქისაა: 1-2 მეტრამდე. ამ სადგომის შესახებ ჰიდროლოგი ფ. ფ. კავრიიაკი 1901 წელს სწერდა შემდეგს: «Недалеко от селения Кизиль Килиса на озере, находится небольшой, совершенно плоский остров, не выше 1,5 арш. Выступающий из воды (и то осенью). Он состоит из грузы крупных камней и на нём сохранились как бы останки старинных жилищ, в виде ям обоженных камнями. Единственными обитателями острова являются различне утки. (Ф.Ф. Каврийский, Отчёт о командировки для изучения Р.Куры и озёр Тифлисской губернии и Карсской области, - «Вестник Рыбопромышленности», орган И.Российского О-ва Рыболовства», (Спб.), 1901 г. №9, стр.458)

 

 

 

 

 

  • მეგალითები საქართველოში
  • უძველესი საქართველო
  • საქართველოს ბუნება