topmenu

 

გუმბათი
There are no translations available.

უკან დაბრუნება...<<<ეკლესია-მონასტრები // საქართველოს მეგალითები>>>

გუმბათი, სოფელი წალკის რაიონში, (კოორდ.: 41°39'23"N, 43°55'27"E). სოფლის ცენტრში მდებარეობს მე-11-13 საუკუნის ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე სამ ქვაზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერები და ბარელიეფი: წმ. დანიელი ლომებთან.. ამჟამად ეკლესია გადაკეთებულია ბერძნულს ეკლესიად, მიშენებული აქვს გვიანდელი სამრეკლოც. ეკლესიას გარშემორტყმული აქვს ქვის გალავანი. ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობს ციკლოპური ციხის ნანაგრევები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ყალას" უწოდებს.

10. გიუმბათის "ყალა" // ლ.მელიქსეთ -ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938., გვ. 56-57

გიუმბათის "ყალა"

ციკლპური ნაციხარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ყალა"-ს უწოდებს, რაც ციხეს აღნიშნავს, მდებარეობს სოფლის ზემოთ, ჩრდილოეთით, მთის წვერზე. ამ ნაციხარის აღწერას ე.თაყაიშვილი, (რომელიც შიგ, როგორც ეტყობა, არ ყოფილა) იძლევა შემდეგი სიტყვებით: «На горе видны развалины крепости из рванных камней без цемента» (Е.Такаишвили, ოპ, ციტ., IV, 50). ნაციხარის ნაგებობა ოთხკუთხედი გეგმისაა (ტაბ.XII), ორწახნაგოვანი კონტრფორსებით სამხრეთით (საფასადო) და ჩრდილოეთით (უკან), რომელთაგან ერთი შუაშია, დანარჩენი ორი კი წვერებში (ტაბ.XIII в), ხოლო შესავალი კარი სამხრეთ კედელშია აღმოსავლეთის კონტრფორსთან ახლოს. ოთხკუთხედის ზომა შიგნით შემდეგია: სიგრძე 17 მეტრი, სიგანე 8 მეტრი, კედლის სისქე 3 მეტრი". ჩრდილოეთით ნაციხარს მიშენებული აქვს ფარეხი. თვით სოფელში ყურადღებას იქცევს ეკლესიის გალავანი, რომელშიც დატანებულია: შესავალ კარების მარჯვნივ "ვეშაპი". და ცოტა მოშორებით "ქვაკაცა" (ახალი დროის).