topmenu

 

ნარდევანი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>

ნარდევანი - სოფელი წალკის რაიონში, წალკიდან 20 კმ-ზე. სოფელში მდებარეობს წმ. სარქისის სომხური ეკლესია, სადაც ჩაშენებულია ქართულ ორნამენტიანი ქვა, ხოლო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა მეგალითური ციხე, შეკეთებული შუა საუკუნეებში.

ნარდევანის "ყალა" // ლ.  მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54.

ნარდევანის "ყალა". ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ყალა"-ს უწოდებს, რაც ციხეს აღნიშნავს, მდებარეობს სოფლის ზემო ნაწილში,სამხრეთისაკენ, ფარავნის ტბისკენ მიმავალი გზის პირას. ამ ნაციხარის აღწერას ე.თაყაიშვილი იძლევა შემდეგი სიტყვებით: «Над селением (Нардеван) обширная крепость, построенная из больших рваных камней без цемента. Это – настоящая циклопическая постройка. В ней могут укрываться все жители селения. Камни крепости из чёрного вулканического туфа». (Е.Такаишвили, Археологические экскурсии, разыскивания и заметки, в. IV, Тфл, 1913, стр.36-37). ნაციხარის ნაგებობა კვადრატული გეგმისაა, თითო კედლის სიგრძე 15 მეტრი, სისქე 2,5-3 მ. ხოლო კედლის მაქსიმალური სიმაღლე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში (მიწიდან) 4,5 – 5 მეტრს აღწევს. (შდრ. ლ. მელიქსეთ ბეგი, ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში, გვ. 223).