There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 156
XIII ს-ის დასაწყისი
ტიმოთესუბნის ეკლესია ბორჯომის რაიონშია, წაღვერს ზემოთ. ეს აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძარია. გეგმით, სივრცით, გარეგნული მასით იგი ახლო დგას ბეთანია -ქვათახევ -ფიტარეთის ჯგუფთან, მაგრამ, ბუნებრივია, მოკლებულია მათთვის დამახასიათებელ ორნამენტულ მორთულობას. დიდად საყურადღებო ძველი, ალბათ ძეგლის თანამედროვე, კედლის მხატვრობა გაიწმინდა 1971 – 1973 წწ. გუმბათის ყელი კერამიკული ფერადი ჩანართებითაა შემკული. ზომები უკარიბჭეოდ: სიგრძე - 20 მ., სიგანე - 13,8 მ., სიმაღლე შიგნით - 21,5 მ.
ყინცვისი ქარელის რაიონშია. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს - ესეც აგურით ნაშენი გუმბათოვანი ეკლესიაა. გეგმაში არის ზოგი კერძო თავისებურება, რომლებიც შენობას რამდენადმე ანათესავებს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ კუპელჰალეს ტიპთან. ყინცვისის ტაძარი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შესანიშნავი ფრესკებით. ეს შუა საუკუნეთა ქართული კედლის მხატვრობის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლთაგანია. ისევე, როგორც ბეთანიაში, ჩრდილოეთის კედელზე აქაც გამოსახულნი არიან გიორგი თამარ მეფე და გიორგი ლაშა. ზომები: სიგრძე დასავლ. მინაშენის გარეშე - 19,7 მ., მინაშენიანად - 24,5 მ., სიგანე მინაშენთა გარეშე - 14 მ., სიმაღლე შიგნით - 24,3 მ.
1. პ.ზაქარაია. შუა საუკენეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის (ყინცვისი და ტიმოთესუბანი): საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ.XXII- B
თბ., 1961 წ., გვ. 71-102
|