topmenu

 

ახტალა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

ახტალა (სომხეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ახტალის მონასტერი //ბერძენიშვილი დ. ნარკვევები.- თბ., 2005.- გვ.197-217. - სამონასტრო კომპლექსის (წმინდა გიორგის, სამებისა და ღვთისმშობლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრების) ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი.

2. XII საუკუნის ქართული კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1971.- გვ.261-263. - ახტალის ტაძრის პირველი ფენის მოხატულობის ანალიზი.

3. ახტალა //საქართველო: ენციკლოპედია.- თბ., 1997.- გვ.30. - ახტალის მონასტრის ისტორია, - ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი წარწერებისა და ფრესკების ანალიზი.

4. ახტალის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II.- თბ., 1977.- გვ.109. - მოკლე ცნობები დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე XIII საუკუნის ძეგლის , ახტალის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის შესახებ.

5. ახტალა // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.155. - სომხეთის ტერიტორიაზე (ძველი სომხითი)ნაგები XIII საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და ორნამენტების თავისებურებათა დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტოები (ტაბ.162,163).

6. გურგენიძე ი. სად. ახტალა //ცნობის ფურცელი.- 1901.- N1584 (17 სექტ.).- გვ.1-2. - ახტალის ქართული ეკლესიის მოხატულობისა და წარწერების შესახებ.

7. ახტალის მხვთის მშობლის მონასტერი //ცნობის ფურცელი.-1898.-N492(25 მარტი).-გვ.2. - ახტალის ტაძრის მდგომარეობის გამო.

8. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.- თბ., 1962.- გვ.77. - ახტალის მონასტრისა და მისი შემოგარენის აღწერილობა.

9. შმერლინგი რ. ახტალის მთავარი ტაძრის როგორც საქართველოსა და სომხეთის მომიჯნავე ძეგლის დახასიათების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XI სამეცნიერო სესია 1943 წლის 26, 27 და 28 აპრილი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.- თბ., 1943.- გვ.10-11. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დათარიღება, ისლამური და სომხური ელემენტები, ტაძრის ქართული არქიტექტურული ხასიათი.

10. ახტალა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.- თბ., 2004.- გვ.245-250. - ღვთისმშობლის სახ.ტაძრის საკურთხეველსა და კედლებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

11. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.- თბ., 1951.- გვ.351-362. - ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბერძნული ფრესკული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: შ.ამირანაშვილი, რ.შმერლინგი.

12. XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ახტალა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს.- თბ., 1990.- გვ.131-146. - ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, დათარიღება, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი. ტაძრის ამგებად დასახელებულია ივანე მხარგრძელი (XIII ს.). მოხსენიებულნი არიან: მემატიანე ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, შ.ამირანაშვილი, ნ.ტოლმაჩევსკაია, სტეფანოზ ორბელიანი, სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძელი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.35-36; ტაბ.XLVII-LII/2).

13. ზაქარაია პ. XII-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ გუმბათოვანი არქიტექტურა. წ.I.-თბ., 1978.- გვ.193-225. - სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ახტალის გუმბათოვანი ტაძრის აღწერილობა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.

14. ახტალა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ.277-278. - სომხეთში, თურმანანის რაიონში მდებარე, XIII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის მონასტრის მორთულობის აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედის ფოტო.

15. ჭიჭინაძე ზ. სამხრეთ საქართველო //მოგზაური.-1901.-N2.-გვ.172-182. - ახტალის ტაძრის მოკლე აღწერილობა.