topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ახტალა - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

ფოტოს წყარო: http://davitianni.wordpress.com/2010/09/20/ახტალა/

ახტალა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974,  - გვ. 155

XIII ს - ის I ნახევარი

ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზეა, წინანდელ სომხითში. დიდი გუმბათოვანი ტაძარია. თავისი გეგმით ბეთანია - ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება. სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, ერთი აფსიდი, ორი გუმბათქვეშა ბოძი. ფასადთა მორთულობა ორგანულად უკავშირდება იმავე ხანების ქართული ხუროთმოძღვრების ევოლუციას. აღმოსავლეთ ფასადზე ტრადიციული ორი ნიშაა, შუა ღერძზე კი, სარკმელთან ერთად, დიდი ჯვარი და ორი, კუთხით დაყენებული, მოჩუქურთმებული კვადრატი. დეკორაციული თაღების სისტემა უკუგდებულია. ცალკეულ კომპოზიციურ-დეკორაციულ მოტივებში შემოჭრილია ისლამური მოტივები, რომლებიც სხვა ქართულ ძეგლებში უფრო გვიან ჩნდება. ეს აიხსნება ძეგლის მდებარეობით საქართეელო - სომხეთის სასაზღვრო რაიონში და ისლამურ სამყაროსთან მეტი სიახლოვით. დამახასიათებელია აგრეთვე კედლის დიდი, თავისუფალი სიბრტყეების დაუნაწევრებლად დატოვება ფასადებზე. ორნამენტის შესრულებას უკვე ერთგვარი სიმშრალე და სიხისტე ეპარება, თუმცა შესრულების ტექნიკური დონე მაღალია. შიგნით კედლის მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილებია დარჩენილი. წერილობითი საბუთების შეჯერებამ მკვლევარნი იმ დასკვნამდე მიიყვანა. რომ ახტალის ტაძარი XIII ს-ის პირველი ორი ათეული წლის განმავლობაშია აგებული. მშენებელი იყო მხარგრძელთა გვარის ცნობილი წარმომადგენელი - ივანე ათაბაგი. ძეგლის კორპუსი მთლიანად გადარჩენილია, მაგრამ გუმბათის ყელი აღარ არსებობს. ტაძარს კარიბჭეები და კაპელები აქვს მიშენებული, გარშემოც რამდენიმე სამლოცველო და დიდი სამსართულიანი კოშკია.