There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ქვათახევი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.153
XII -XIII საუკუნეთა მიჯნა
მონასტერი კავთურის ხეობის სიღრმეშია. სოფელთაგან დაშორებით (ქართლი. კასპის რაიონი) მთავარი ეკლესია - ერთი ყველაზე ტიპური ნაგებობათაგანია ამ ეპოქისა. არქიტექტურითაც და მდიდარი მორთულობითაც ახლო დგას ბეთანიის ტაძართან და ესეც XII-XIII საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. თავდაპირველად დედათა მონასტერი ყოფილა. XIV ს-ის ბოლოს, თემურ-ლენგის შემოსევათა დროს, გაძარცვეს და დააზიანეს. ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ გაგრძელებაში მოთხრობილია, როგორ აწამეს და დახოცეს მონაზვნები შემოსეულმა ბარბაროსებმა. დაზიანებათა მიუხედავად, კედლების პერანგის დიდი ნაწილი და გუმბათის ყელი ხელუხლებლად იყო გადარჩენილი. სამხრეთი ექვტერი ეკლესიის თანამედროვეა, დასავლეთის კარიბჭე XVII ს-ისაა, არის XVII–XVIII სს. შენობების ნაშთები (მათ შორის, კოშკიც), XIX ს-ის შენობებიც.1854 წელს საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII - ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა, ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1854-1874 წლები ქვათახევის არქიმანდრიტად იყო ქართული კულტურის თვალსაჩინო მუშაკი, მთარგმნელი მწერალი და კალიგრაფი - ტარასი ალექსი-მესხიშვილი, უკანასკნელი წარმომადგენელი კალიგრაფთა ცნობილი დინასტიისა. ეზოში მდებარე სამრეკლო 1872 წელსაა აგებული. ეკლესიაში ფრესკების კვალი არაა დარჩენილი. შენობის ზომებია: 20,4 X 13,8 მ., სიმაღლე - 25,7 მ.
|