topmenu

 

საორბისი - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ....<<<ეკლესია - მონასტრები>>>

საორბისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974,  გვ. 151

1152 წ.

საორბისის პატარა ერთნავიანი ეკლესია (თეძმის ხეობა. კასპის რაიონი) ყურადღებას იპყრობს ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, რომლებიც სარკმლების ფართო საპირეებს ამკობს; აგრეთვე იმითაც, რომ წარწერით ზუსტადაა დათარიღებული. XII ს-ის პირველი ნახევრისა და შუა წლების დათარიღებული ძეგლები კი ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს. წარწერაში ისიც არის აღნიშნული, რომ ეკლესიის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდა. ეკლესიის ზომები გარედან 8,5X6,5 მ.