topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სავანე (საჩხერის რ-ონი)

<უკან დაბრუნება

სოფელი სავანე (საჩხერის რაიონი) ყვირილის ხეობაშია, იმერეთში. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა. ძეგლზე არის რამდენიმე ლაპიდარული წარწერა, დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში მოიხსენიება ხუროთმოძღვარი ჰარაბა და ერისთავთერისთავი გიორგი: "სახელითა ღმრთისაითა... დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათვის"...და სხვ... მეორე წარწერაში, სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში, აგების ზუსტი თარიღი - 1046 წელიც - იხსენიება, მესამეში (აღმოსავლეთის ფასადზე) ნათქვამია, რომ მშენებლობაში სოფელიც იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. სავანეში XI საუკუნისავე მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია დარჩენილი, მაგრამ იგი ძლიერ დამახინჯებულია XIX ს-ის რემონტების დროს. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა.

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************

სავანე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ. 146

სოფ. სავანე (საჩხერის რაიონი) ყვირილის ხეობაშია, იმერეთში. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა და განსაკუთრებით ხუროთმოძღვრული მორთულობისა...<<ტექსტი სრულად აქ...<<