topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხცისი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ხცისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ. 146

1002 წ.

სოფ.ხცისი ქართლშია, ხაშურის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რაიონის ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესია მდებარეობს მთის კალთაზე (ეს თრიალეთის კალთებია), სოფლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მანძილზე. აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში, რომელშიაც ზუსტი თარიღია მითითებული, ნათქვამია "მე გლახაკმან ან...ნა ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა". ქართველთა მეფის ბაგრატის დროსო: "ქორონიკონი იყო სკბ"., ე.ი. 222, რაც "ქრისტეს აქეთ 1002 წელს უდრის. მშენებლის სახელი სავსებით ზუსტად არ ირკვევა (ანანა?), ბაგრატი კი ბაგრატ მესამეა, რომლის ხანასაც ბევრი შესანიშნავი ტაძრის აგება მიეკუთენება.

ეს ერთნავიანი ეკლესიების ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია, განსაკუთრებით საინტერესოა ძალიან მდიდარი, ნამდვილი არტისტული ბრწყინვალებით შესრულებული, ორნამენტაცია (სარკმელთა საპირეები და სათაურები, შესასვლელის ტიმპანის სათაური), ბარელიეფები ცხოველთა ფიგურებით და სხვ. საკურთხევლის ჩრდილოეთით სამკვეთლოს სწორკუთხა სადგომია, სამხრეთით კი, ფასადის მთელ სიგრძეზე. შენობას ექვტერი მისდეეს. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა კამარები და კედლების ზემო ნაწილები ჩამოქცეულია. ეკლესიის ზომები გარედან. სიგრძე - 12,5 მ., სიგანე (მინაშენთა გარეშე) - დაახლ. 8 მ., მინაშენებიანად - დაახლ. 15,5 მ.

1. Ренэ Шмерлинг, Древний Цвимоетский храм близ се. Хциси: „ქართული ხელოვნება“, ტ.4, თბ., 1955, გვ. 139-169