topmenu

 

მანგლისი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

მანგლისის ტაძარი (თეთრიწყაროს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. "ა.ს. ხახანაშვილი დაბრუნდა მანგლისისა და აღბულაღის დათვალიერების შემდეგ.." //ივერია. - 1895 (20 ივნ.). - N128. - გვ.1. - ცნობები მანგლისის ტაძრის შესახებ.

2. ახალი ამბავი //ცნობის ფურცელი.- 1902 (14 ნოემბ.). - N1984. - გვ.2. - გზის მუშების მიერ მონასტრის ნაშთების დაზიანების გამო. მოხსენიებულია მღვდელი გარინოვი.

3. ბარნაველი თ. მანგლისის ტაძრის წარწერები. - თბ., 1961 // გაზ. "საკოლმეურნეო გზა"(თეთრიწყარო). - 1962 (7 მარტი). - მანგლისის ტაძრის ისტორიული წარწერებისა და პალეოგრაფიულ მოხატულობათა საკულტო ტექსტების მიმოხილვა. ძეგლის დათარიღება.

4. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები წ.I. - თბ., 1964. - გვ.27-28. - X-XI საუკუნეების საეპისკოპოსო ტაძრის შემკულობის აღწერილობა.

5. მანგლისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.28; გვ.145. - V საუკუნის ძეგლის - მანგლისის ტაძრის აგების და შემდგომო გადაკეთების მოკლე ისტორია, აღწერილობა. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტოები (ტაბ.118,119).

6. დვალი მ. მანგლისი. 1960. - შუასაუკუნეების ქართული არქიტექტუტული ძეგლის-მანგლისის ტაძრისა და მისი ჩუქურთმების აღწერილობა.

7. დვალი მ. მანგლისის ტაძარი // მაცნე. 1961. N3. - გვ.255-285. - მანგლისის ტაძრის მხატვრულ ანალიზი,ისტორია: აგების, ვახტანგ გორგასალის მიერ ცალკე საეპისკოპოსოს გამოყოფის, ტაძარში დაცული ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილებისა და XI საუკუნეში ძეგლის გაფართოების შესახებ.

8. დვალი მ. მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი. - თბ., 1974. - მანგლისის ტაძრის ისტორია IV საუკუნიდან, მოცემულია ძეგლის ანაზომები, ჩანახატები და ფოტოსურათები.

9. მანგლისი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983, გვ.404. - მანგლისის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული დეტალების ანალიზი.

10. მანგლისის ტაძარი // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).- თბ., 1978. - გვ.31-32. - ტაძრის ისტორია, შედარება ნიკორწმინდის ტაძართან.

11. მელიქსეთ - ბეგი ლ. მანგლისის რ-ნი ისტორიულ - არქეოლოგიური თვალსაზრისით // ახალი სკოლისაკენ. - 1924.- N2-3.- გვ.71-83. - მანგლისის ისტორიული ძეგლების მოკლე მიმოხილვა.

12. სკანდელი ნ. მანგლისის გზაზედ //დროება. - 1870.- N25.

13. ტფილისი //ივერია.- 1903 (3 აგვ.). - N165. - გვ.1. - "მშაკ"-ის კორესპონდენტი მანგლისის ტაძრის შესახებ.

14. შანიძე აკ. კვლავ მანგლისის წარწერების შესახებ //მიმომხილვევი. - 1926. - გვ.223-235. - მანგლისის ტაძარზე შემორჩენილი წარწერების აღწერილობა და ანალიზი.

15. შევაკოვა ტ. განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ორნამენტები //საბჭოთა ხელოვნება. - 1960. - N9. - გვ.10-12. - მანგლისის ტაძრის ორნამენტების შესრულების თავისებურებათა შესახებ.

16. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია ტ.I. - თბ., 1936. - გვ.183-184. - ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

17. მანგლისის ტაძარი //იამბე, ციხის ნაშალო. - თბ., 2007. - გვ.109-110. - მანგლისის ტაძრის შესახებ გავრცელებული თქმულება. ტექსტს ერთვის ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

18. მანგლისის სიწმინდეები და მანგლელი წმიდა მოსანგრე. მანგლისი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.160-166. - წმინდა იოანე მანგლელი (სააკაძის) მოღვაწობის თაობაზე. მანგლისის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობის ეტაპები, ძეგლის მოკლე აღწერილობა. მოხსენიებული არიან:კათალიკოსი, ქართველი ბატონიშვილი ანტონ II, მეფე გიორგი I (XI ს.). ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის , ტოლმკლავებიანი ჯვრისა და ფასადის მორთულობის დეტალის ფოტოები.

19. ბურდული ნ. მანგლისის ტაძარი // ისტორია-ფილოლოგია. III. - თბ., 2004. - გვ.382-397. რეზ. ინგლისურ ენაზე

20. მანგლისის ხევი - თენგიზ თოდრია (ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.21, გვ.48 - 53