topmenu

 

ალიბეგლო (ჰერეთი)

< უკან დაბრუნება ....<<<საქართველოს ეკლესია - მონასტრები, ჰერეთი>>>

ალიბეგლო — ქართველი ინგილოებით დასახლებული სოფელი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში. სოფლის ძველი სახელწოდებაა ქათმისხევი. სოფელში მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. ტა­ძა­რი 1871 წელს აშენ­და. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტა­ძა­რი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი­სა და სხვა, კო­ლექ­ტი­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის საწყო­ბად გა­და­იქ­ცა. XXI საუკუნის დასაწყისში ნინოობაზე აქ მრევ­ლ­მა მის­ვ­ლა და სან­თ­ლის ან­თე­ბა და­იწყო. ტაძრის აღდგენა დაიწყო 2010 წელს, კე­თილ­მოეწყო­ბა ში­და ინ­ტე­რი­ე­რი, შეკეთდა გა­რე ფა­სა­დი­ და მი­სას­ვ­ლე­ლი გზა. ალი­ბეგ­ლოს დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის - კო­ტე ბა­რი­ხაშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ტა­ძარს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პი­როვ­ნე­ბებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. 2011 წლის 27 იან­ვ­რი­სათ­ვის, ნინოობის დღესასწაულისთვის ტაძრის აღდგენის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. ალი­ბეგ­ლოს წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში პა­რაკ­ლი­სი კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა მა­მა ბა­სი­ლი გო­გი­ლაშ­ვილ­მა გა­და­ი­ხა­და. მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი მო­ვი­და კა­ხი­დან, აგ­რეთ­ვე სხვა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან: ქო­თოქ­ლო­დან, მე­შა­ბა­ში­დან, ალა­თე­მუ­რი­დან. სტუმ­რე­ბი იყ­ვ­ნენ თბი­ლი­სი­დან და კა­ხე­თის სხვა­დას­ხ­ვა რა­ი­ო­ნი­დან. გა­დაწყ­და, რომ ამი­ე­რი­დან ალი­ბეგ­ლო­ში ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი გახ­დეს და აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც 27 იან­ვარს, აგ­რეთ­ვე 1 ივ­ნისს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში ამ ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც იქ­ნე­ბა და წი­ნამ­ძღ­ვა­რიც ეყო­ლე­ბა, მა­ნამ­დე კი ქარ­თ­ვე­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, ამ მხა­რის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად რო­გორც რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ასე­ვე კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რე­ბი­თაც ხში­რად ჩა­ვიდ­ნენ. მო­მა­ვალ­ში გეგ­მა­შია ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მოწყო­ბაც. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის მიერ 2011 წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს, ეკლესია ოფიციალურად იკურთხა.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/

ნინოობა ალიბეგლოში, წირვა. 1/06/2011 წელი.

ალიბეგლო (საინგილო), ბიბლიოგრაფია:

1. ალიბეგლო // საქართველო: ენცილკოპედია.-თბ.,1997.-გვ.108-109. - საინგილოში მდებარე წმ. ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. ყულოშვილი მ. ნინოწმინდის საყდარი //გაზ. "სოფლის ცხოვრება".- 1991 (21 მაისი).- გვ.3. - სოფ.ქათმისხევში (ალიბეგლო) 1850-1855 წლებში აგებულ საყდრის შესახებ.ტარტარაშვილი მ. საინგილოში // მადლი.- 1992.- N7.- გვ.8. - სოფ.ქათმისხევის ეკლესიის კარიბჭის აღმართვი გამო.

ნინოობა ალიბეგლოში, ტაძრის საზეიმო გახსნა - 1/06/2011 წელი.

ნინოობა ალიბეგლოში, მეუფე მელქისედეკიმრევლთან ერთად - 1/06/2011 წელი