< უკან დაბრუნება ....<<<საქართველოს ეკლესია - მონასტრები, ჰერეთი>>>
ალიბეგლო — ქართველი ინგილოებით დასახლებული სოფელი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში. სოფლის ძველი სახელწოდებაა ქათმისხევი. სოფელში მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. ტაძარი 1871 წელს აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი მინერალური სასუქებისა და სხვა, კოლექტივისთვის საჭირო ნედლეულის საწყობად გადაიქცა. XXI საუკუნის დასაწყისში ნინოობაზე აქ მრევლმა მისვლა და სანთლის ანთება დაიწყო. ტაძრის აღდგენა დაიწყო 2010 წელს, კეთილმოეწყობა შიდა ინტერიერი, შეკეთდა გარე ფასადი და მისასვლელი გზა. ალიბეგლოს დრამატული თეატრის წარმომადგენლის - კოტე ბარიხაშვილის ხელმძღვანელობით ტაძარს ფინანსური დახმარება სხვადასხვა პიროვნებებმა და ორგანიზაციებმა აღმოუჩინეს. 2011 წლის 27 იანვრისათვის, ნინოობის დღესასწაულისთვის ტაძრის აღდგენის პირველი ეტაპი დასრულდა. ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიაში პარაკლისი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილი გოგილაშვილმა გადაიხადა. მართლმადიდებელი მრევლი მოვიდა კახიდან, აგრეთვე სხვა ქართული სოფლებიდან: ქოთოქლოდან, მეშაბაშიდან, ალათემურიდან. სტუმრები იყვნენ თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა რაიონიდან. გადაწყდა, რომ ამიერიდან ალიბეგლოში ნინოობის დღესასწაული უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს და აღინიშნება როგორც 27 იანვარს, აგრეთვე 1 ივნისს. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ ტაძარში წირვა-ლოცვის შესაძლებლობაც იქნება და წინამძღვარიც ეყოლება, მანამდე კი ქართველებს მოუწოდებენ, ამ მხარის მოსანახულებლად როგორც რელიგიურ დღესასწაულებზე, ასევე კულტურული ტურებითაც ხშირად ჩავიდნენ. მომავალში გეგმაშია ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის მიერ 2011 წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს, ეკლესია ოფიციალურად იკურთხა.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/
ნინოობა ალიბეგლოში, წირვა. 1/06/2011 წელი.
ალიბეგლო (საინგილო), ბიბლიოგრაფია:
1. ალიბეგლო // საქართველო: ენცილკოპედია.-თბ.,1997.-გვ.108-109. - საინგილოში მდებარე წმ. ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2. ყულოშვილი მ. ნინოწმინდის საყდარი //გაზ. "სოფლის ცხოვრება".- 1991 (21 მაისი).- გვ.3. - სოფ.ქათმისხევში (ალიბეგლო) 1850-1855 წლებში აგებულ საყდრის შესახებ.ტარტარაშვილი მ. საინგილოში // მადლი.- 1992.- N7.- გვ.8. - სოფ.ქათმისხევის ეკლესიის კარიბჭის აღმართვი გამო.
ნინოობა ალიბეგლოში, ტაძრის საზეიმო გახსნა - 1/06/2011 წელი.
ნინოობა ალიბეგლოში, მეუფე მელქისედეკიმრევლთან ერთად - 1/06/2011 წელი
|