topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ინჯაოღლი - დემირ - სუ - ნასოფლარ თალას ღვთისმშობლის ეკლესია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ნასოფლარი თალა - ინჯაოღლი (ყოფილი სარკინეთი), სოფელი ბოლნისის რაიონში, მდინარე ბოლნსისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 615 მეტრი, ბოლნისიდან 12 კმ. სოფელში, გზასთან ახლოს, მთის კალთაზე არის  ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გვაქვს ლაპიდრული წარწერა.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5., გვ. 186

თალა


თალა, ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ფოლადაურის ­მარცხ. ნაპირზე, ზემო ბოლნისსა და ნასოფლარ ახოთას ზევით. შედიოდა ბოლნისის საეპისკოპოსო მამულებში, რაზედაც მეტყველებს ბოლნელი ეპისკოპოსის იოსებ რევი­შვილის წარწერა ერთი ნასოფლარის (რ-იც თ. უნდა იყოს) ეკლესიის ბალავრის ქვაზე. წარწერიდან ჩანს, რომ ბოლნელ იოსებს, იერუსალიმში მეორედ ნამყოფს, შინ მობრუნების შემ­დგომ აუშენებია ყოვლადწმინდის ეკლესია მისი სულის საოხად; ამავე დროს, ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი ზემო ბოლნისი, ახოთა და თ. „ხელახლა უშოვია" და გაუთავისუფლებია სა­ხელმწ. გადასახადებისგან. 1721 აღწერით ამ სოფელში ერთი მებატონე იყო – ბოლნელი ეპისკოპოსი, რომელსაც ჰყოლია 4 გამომღები და 1 ბოგანო ყმა. ამავე სახელწოდების სოფლები ყოფილა თრიალეთსა და დმანისხევშიაც.
წყა­რო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა (სა­ქარ­თვე­ლოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძე­ნი­­შვი­ლის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი დ., „ჴევი ბოლნისისა", კრ.: დმანისი, IV, თბ., 2003; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ­ნ ი ძ ე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935 დ. ბერძენი­შვი­ლი