topmenu

 

ფოლადაურის ციხე და ეკლესიები

< უკან დაბრუნება...<<ეკლესია-მონასტრები>>>... <<<ციხე-სიმაგრეები>>>

ფოლადაური, სოფელი ბოლნისის რაიონში, მდინარე ბოლნისის წყლის, (მდ. ფოლადაური) მაშავერას მარჯვენა შენაკადის, მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ბოლნისიდან 16 კილომეტრზე. სოფელში მდებარეობს ფოლადაურის (ბერდიკის) ციხე და სამი ეკლესია.  ფოლადაურის ეკლესიები თარიღდება XIV - XVII საუკუნეებით. პირველი ეკლესია მდებარეობს სოფელ ფოლადაურში, მეორე ეკლესიაზე აღინიშნება ორი ლაპიდარული წარწერა, მესამე ხეობის სიღრმეში მდებარეობს და ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია რელიეფური ქვა.

ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის რ-ონი), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიულ სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუაფეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც ?მგლისკარის" უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. II. - 1977. - გვ.315.

ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერდიკის ციხე // საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.399. - სოფ. ფოლადაურის მახლობლად მდებარე ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. ბერდიკის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. II.- 1977.- გვ.315. - მოკლე ცნობები ციხის შესახებ.

3. შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): ბერდიკი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.- თბ., 2002.- გვ.178-179. - ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ; გეოგრაფიული სივრცე, ციხის კოშკების ხუროთმოძღვრული დახასიათება.ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.60-62).

4. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. IV.- თბ.,2003. - სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეებში აგებული ციხის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ძეგლის ჩანახატი და გეგმა.

5. ბერძენიშვილი დ., ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", 1964 წ., ტ.2

 

ფოლადაურის ეკლესია (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. IV.- თბ., 2003.- გვ.216. - დარბაზული ტიპის, ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.ტექსტს ახლავს ეკლესიის გეგმა.

ჩათახის ეკლესია (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

2. დოლიძე ვ. რუსთაველის ეპოქის ნაკლებად ცნობილი ძეგლი - "ლამაზი საყდარი" //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVIII სამეცნიერო სესია. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. 1985 წლის 6 და 7 დეკემბერი.- თბ., 1985.- გვ.27-28. - სოფ.ჩათახის (ძველი ლიპარიტის უბანი) ნანგრევების სახით შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსში მდებარე ერთნავიანი ეკლესიის ე.წ. "ლამაზი საყდრის" აგების თარიღი განსაზღვრა სამშენებლო წარწერების სტილისტური ანალიზის მიხედვით.

გ. ბაგრატიონის ფოტო

ფოლადაურის ციხის მდებარეობა:

  • გრძედი - 459760
  • განედი - 4576088

 

პირველი ეკლესიის მდებარეობა

  • გრძედი - 460048
  • განედი - 4570442

 

მეორე ეკლესიის მდებარეობა

  • გრძედი - 461101
  • განედი - 4572769

 

მესამე ეკლესიის მდებარეობა

  • გრძედი - 458243
  • განედი - 4575704