topmenu

 

წინარეხის ძეგლები - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

წინარეხი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. წინარეხელ მაღალაძეთა მშენებლობა XVI-XVIII საუკუნეებში //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XIV-В, 1947, გვ.195-217. - ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ანსამბლის (ერთნავიანი ეკლესია, სამრეკლო, კოშკ-სამრეკლო, "ზემო კოშკი") აღწერილობა. ძეგლის აგების თარიღის თაობაზე.

2. ბერიძე ვ. წინარეხი - გომისჯვარი - სასხორი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.IV. - 1943. - გვ.605.-612. - ძეგლის არქიტექტურული თავისებურებანი.

3. ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.- თბ., 1994. - გვ.117. - 1588 წელს აგებული წინარეხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სამშენებლო ტექნიკის თავისებურების შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.95-96; ტაბ.139).

4. მატერიალური კულტურის ძეგლები // მაკალათია ს. კავთურას ხეობა. - თბ., 1960. - გვ.19-21. - სოფ.წინარეხის ეკლესიების: წმინდა თევდორეს, ღვთისმშობლის, წმინდა სტეფანეს სახელობის, ჯვარპატიოსნის, ჩადრის ეკლესიების მოკლე ისტორიულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

5. ბერიძე ვ. წინარეხის "მაღალაანთ ეკლესია" //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XI სამეცნიერო სესია 1943 წლის 27 და 28 აპრილი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1943. - გვ.11-12. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი.

6. წინარეხი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.204-207. - XVI საუკუნეში ნაგები წინარეხის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიისა და მინაშენის ბერძნული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

7. წინარეხი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.200-208. - XVI საუკუნეში ნაგები, ღვთისმშობლის სახ.ეკლესიისა და მაღალაანთ კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. შემორჩენილი ბერძნული წარწერების აღწერილობა და ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულა; ვ.ბერიძე, ლ.მელიქსეთბეგი.

8. წინარეხი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.-თბ., 1990.- გვ.212-219. - სოფ.წინარეხის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: ბოტისის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია(თარიღდება XIX საუკუნით, მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, შემორჩენილია ნანგრევების სახით), ეკლესია ძუძუხატი (სავარაუდოდ, თარიღდება X-XI საუკუნეებით, შემორჩენილია მინაშენი), წმ.ელიას (ძლიერ დაზიანებულია) სახ. ეკლესიის, თავკავთის კომპლექსის (მდებარეობს კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე), კომპლექსში შემავალი წმ.გიორგის სახ. ეკლესიის, ციხე-გალავნის, კარიბჭისა და კანკელის აღწერილობა. მოცემულია საკურთხევლის ქვედა ნაწილში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტების დახასიათება; მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსის საკულტო და(მაღალაანთ ეკლესია, კოშკები, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის კოშკი, აფთიაქი) საერო ხასიათის ნაგებობების ხუროთმოძღვრული დახასიათება, მაღალაძეთა გვარის გენეალოგია, მიმოხილულია XVI-XVII საუკუნეების ფრესკული მხატვრობის ორი ფენა: მირქმა, მიძინების სცენა, ჯვარცმა, დედანი მაცხოვრის საფლავთან და სხვა. მეორე ფენის მხატვრობის თავზე შემორჩენილია მხატვრის სახელი აპოსტოლე). მოცემულია საკურთხისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია ნასოფლარ საკურთხისში, აღწერილია ასევე სამრეკლო, გალავანი), ჩადრისთავის საყდრის (აგებულია მთის ფერდობზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, მოღწეულია ძლიერ დაზიანებული სახით), წმ.თევდორეს სახ.ეკლესიის (აგებულია სოფლის ჩრდილოეთით, ბორცვზე. დათარიღებულია ადრინდელი ფეოდალური ხანით), წყრუთის საყდრის (მდებარეობს ნასოფლარ წყრუთის მიდამოებში, დაზიანებულია, თარიღდება განვითარევული ფეოდალური ხანით), ჯვარპატიოსნის ეკლესიის (გვიანი ფეოდალური ხანის, შემორჩენილია ნაშთები, აღინიშნება შელესილობისა და მხატვრობის კვალი) ვრცელი ხუროთმოძღვრული და მხატვრული აღწერილობა. ტექტს ახლავს საკულტო და საერო ხასიათის ნაგებობების გეგმები და განაკვეთთა ნახაზები.

 

წინარეხის კოშკი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I, თბ.,1983.-გვ.169-171. - სოფ.წინარეხის კოშკის დათარიღება საამშენებლო წარწერის ანალიზის მიხედვით. ტექსტს ერთვის კოშკის გეგმა, განაკვეთი და საერთო ხედის ფოტო.

2. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: წინარეხი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. თბ., 2002. გვ.448-450. - კავთურას ხეობაში, სოფ. წინარეხის მაღალაძეთა ხუროთმოძღვრული ანსამბლში შემავალი კოშკის აგების თარიღის დადგენა წარწერის მიხედვით და მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს სურ.204.

 

მაღალაანთ ეკლესია (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. მაღალაანთ ეკლესია // ქართული ხელოვნება.- 1959.- N5, გვ.205-219. - ერთნავიანი ეკლესიის დათარიღება, სტილისტური ანალიზი.

2. იოსელიანი პლ. დიდი მოურავი გიორგი სააკაძის ცხოვრება, თბ., 1973.- გვ.86-88. - მაღალაძეთა საყდრის, კოშკის, მოძღვრის სახლისა და ციხის აღწერილობა.

3. მატერიალური კულტურის ძეგლები // მაკალათია ს. კავთურას ხეობა. - თბ., 1960. - გვ.21-27. - მაღალაანთ ეკლესია და კოშკები-მდებარეობა, მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, საამშებლო წარწერების მიმოხილვა.

4. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5.- თბ., 1990. -გვ.214-218. - XV საუკუნიდან დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) კომპლექსის შესახებ (მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი და სხვა ნაგებობანი),მხატვრული შემკულობის აღწერილობა.

5. მაღალაანთ ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.501. - მოკლე ცნობები მაღალაანთ ეკლესიის ანსამბლის შესახებ.

6. სალუქვაძე ს. მაღალაანთ ტაძრის საიდუმლოება //ძეგლის მეგობარი. - 1981. - N57. - გვ.54-59. - მაღალაანთ საყდრის მოკლე ისტორია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აფთიაქის აღწერილობა.

7. ფირფილაშვილი პ. მაღალაძეთა ნასახლარზე შემორჩენილი მრავალსართულისანი ნაგებობის დანიშნულების საკითხისათვის // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია. - 1988. - N4. - გვ.112-129. - მაღალაძეთა ნასახლარზე აღმოჩენილი ნაგებობის (აფთიაქის ) შესახებ.

8. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951, გვ.201-208. - მაღალაანთ ეკლესიისა და ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების აღწერილობა.

9. მაღაალანთ ეკლესია //იამბე, ციხის ნაშალო. - თბ., 2007, გვ.114. - კავთურას ხეობაში აგებული მაღალაანთ ეკლესიათან დაკავშირებული ხალხური თქმულება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

10. მაღალაანთ ეკლესია //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.251-254. - XI საუკუნის ეკლესიის ანსამბლის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემკულობის თავისებურება, სამრეკლოსა და კოშკის მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია პაპუნა მაღალაძე. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის ფოტოები.

11. ბერიძე ვ. წინარეხის "მაღალაანთ ეკლესია" // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სამეცნიერო სესია 1943 წლის 27 და 28 აპრილი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1943. - გვ.11-12. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი.

12. მაღალაანთ ეკლესია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. - გვ.156-158. - XII საუკუნეში ნაგები ეკლესიის ხუროთმოძღვრება, ფასადთა ჰარმონიული დამუშავება - ზოგადი მიმოხილვა. მოცემულია ეკლესიის ზომები. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.164,165).

13. ზაქარიაშვილი ი. მაღალაანთ ეკლესია //გაზ. "კომუნიზმისაკენ" (კასპი). - 1961 (13 აგვ.).

14. ქიქავა თ. დრომ არა "ჟამმა" გაანადგურა... // გაზ. "განათლება". - 1992 (13 ოქტ.). - გვ.2.

15. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. - თბ., 2010. - გვ.73-78. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.  - ეკლესიის მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.

 

თავკავთის კომპლექსი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. თავკავთის კომპლექსი // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990, გვ.212-213. - ციხე-გალავნის,წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისაგან შემდგარი კომპლექსის ხუროთმოძღვრული ფორმები, მხატვრული გაფორმების დეტალები, მოხატულობის ფრაგმენტები, დათარიღება.