topmenu

 

მეგალითები საქართველოში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ...<<<ციხე - ქალაქები და კოშკები>>>

მეგალითები (მეგა... "დიდი" და ...ლითი "ქვა"), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.

http://ka.wikipedia.org/wiki/

მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938

თრიალეთის მეგალითები


ჯავახეთის მეგალითები

ბაკურიანი - თორის მეგალითები


აფხაზეთის მეგალითები


ლაზეთის მეგალითები

 

უძველესი და ანტიკური დროის ხუროთმოძღვრება // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.11-16

მეგალითური ანუ ციკლოპური მშენებლობა აგრეთვე არ იყო უცხო ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოსთვის. მეგალითების ზუსტი დათარიღება ძნელია: ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ უძველესი ნიმუშები შეიძლება III ათასწლეულსაც მიეკუთვნოს. მეგალითური შენობებით განსაკუთრებით მდიდარია თრიალეთი. აქ აღმოჩენილია დაუმუშავებელი ლოდებით ნაშენი სიმაგრეები და საცხოვრებელი კომპლექსები. წყობა მშრალია, დუღაბის გარეშე. საცხოვრებელ და საკულტო (სარწმუნოებრივ) ნაგებობათა გარდა, ადრევე შემუშავდა სამარხების არქიტექტურაც.

 

http://www.youtube.com/watch?v=dt8Ex3iRKC4&feature=related

თ.ჩაგელიშვილი - გაქვავებული ქალაქები

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=1kO0TDj8x8M

Док.Фильм "Неизвестный Кавказ" - "REGION-TV"  от 24.03.2010 г