topmenu

 

გერგეტის სამება - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

 

გერგეტი (ყაზბეგის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. გერგეტის სამება //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება -1974. - გვ.73-169. - ხევის ისტორიული ძეგლის - გერგეტის სამების ტაძრის გეგმასა და უჩვეულო გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექსტს დართული აქვს ფოტოები (ტაბ.197,198).

2. სანიკიძე თ. გერგეტის სამების გამაგრება-რეკონსტრუქციის საკითხები // ძეგლის მეგობარი.- 1965.- კრ.4. -გვ.25-31. რეზ. რუს. ენაზე (გვ.63-64). - სოფელ გერგეტთან, მყინვარწვერის კალთაზე აგებული XIV საუკუნის ტაძრის დაზიანების ხარისხისა და შესაკეთებელი დეტალების შესახებ.

3. სანიკიძე თ. გერგეტის ტაძარი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1967.-N1.-გვ.262-266. - გერგეტის გუმბათოვანი ტაძრის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი.

4. ბედოშვილი გ. გერგეტი (ხევი) საყურადღებო ეკლესია და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი.-1898.-3 ნოემბ.-N669.-გვ.4. - სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

5. მლეთი-ყაზბეგი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.- თბ., 1972.- გვ.53-55. - გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული ანსამბლის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

6. სანიკიძე თ. გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამბლი.- თბ.,1975. - ძეგლის ხუროთმოძღვრული თავისებურებანი, აგების თარიღის განსაზღვრა, მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში.

7. ღუდუშაური ბ. წერილი ხევიდგან //ივერია.- 1900. -14 ოქტ.- N224.-გვ.3. - თქმულება ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოხსენიებულნი არიან: ალ.და გ. ყაზბეგები.

8. {ყაზბეგი ალ.]მოჩხუბარიძე მოხევეები და იმათი ცხოვრება //დროება.-1880.-5 აგვ..-N164.-გვ.3. - სამების მონასტრიდან სიძველეთა გატანის შესახებ.

9. შმერლინგი რ. დოლიძე ვ. თბილისიდან კაკავამდე.-თბ.,1991.-გვ.43-44. - ტაძრისა და სამრეკლოს არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVII-XXX).

10. ზაქარაია პ. ყაზბეგის სამება.- თბ., 1959. - ბუკლეტში მოცემულია ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

11. XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის ხუროთმოძღვრება: გერგეტის სამება //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს -თბ., 1990.- გვ.205-218. - ტაძრის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ანალიზი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.47-50; ტაბ.LXIV-LXVIII).

12. ზაქარაია პ. ქართულ ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII ს.-თბ.,1981.-გვ.177-198. - გერგეტის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის აღწერა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.

13. მაკალათია ს. ხევი.-თბ.,1934.-გვ.220-230. - გერგეტის ტაძრისა და სამრეკლოს მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, აგების თარიღი, წარწერების მიმოხილვა.წარმოდგენილია ვახუშტის ცნობები ტაძრის შესახებ და გერგეტელებისადმი ბაგრატ V-ის მიერ გაცემული სიგელი.

14. XIV-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ზოგადი დახასიათება //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).- თბ., 1987.- გვ.66. - გერგეტის სამების ხუროთმოძღვრების მოკლე აღწრილობა.

15. გერგეტი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III.- თბ., 1978.- გვ.98. - გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამბლის მოკლე დახასიათება.

16. გერგეტის სამება //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003.-გვ.25. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

17. იამბე, ციხის ნაშალო....- თბ.,2007.- გვ.42-43. - გერგეტის სამების შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

18. გერგეტი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2.- თბ., 2004.-გვ.444-450. - სოფ.გერგეტის მოკლე ისტორია; სოფლის მიდამოებში განლაგებული ისტორიული ძეგლების: ბეთლემის კომპლექსის (მდებარეობს სოფლის ჩრდ.-ით, მყინვარწვერის ფერდობზე, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, მოცემულია 1927, 1948 და 1978-80 წლების ექსპედიციების შედეგები), კვირიკეს ნიშის (მდებარეობს ნასოფლარ ქობის ტერიტორიაზე, გეგემით ოთკუთხა, დაზიანებულია), კოშკის (დათრიღებულია XVI-XVII საუკუნეებით, ზურგიანი, შემორჩენილია პირველი სართული), ნინოწმინდის ნიშის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, ოთხკუთხა, შიდა მხარე ორნამენტულია), ოხარესის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია ტყეში, გეგმით მოგრძო ოთხკუთხედი), სამების (გერგეტის სამება)ეკლესიის კომპლექსის (შედის: XIV საუკუნის ეკლესია, სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე დასვენებული იყო წმ. ნინოს ჯვარი, ორსართულიანი სამრეკლო, გალავანი), ყველაწმინდის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, დაზინებულია), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დგას სოფლის დას.-ით, სავარაუდოდ, დათარიღებულია ადრინდელი შუა საუკუნეებით, დაზიანებულია) ვრცელი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ფოტოები და სქემატური ჩანახატები.

19. არგანაშვილი ლ. გერგეტის სამება //მუზა.-1996.-N7.-გვ.4.

20. ჩიტაია გ. შეუქცევადი ისტორიული ლტოლვა // გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".- 2002.- 7 სექტ.-გვ.4. - წმ. ცოტნე აღმსარებლის ხატის შეწირვა გერგეტის ტაძრისათვის. მოხსენიებულია მხატვარი ჯ. დანელია.

21. გერგეტის სამება //გაზ. "სახალხო განათლება".-2000.-29 ნოემბ.-გვ.7.

22. გერგეტი: სამების ტაძარი, XIV ს. //ძელთა რეაბილიტაზია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - სოფ. გერგეტის მთაზე აგებული სამების ტაძრის მოხატულობის შესახებ. შემორჩენილია წმ. ნინოს უნიკალური ფრესკა წარწერით: "წმ. ნინო დედაი ქართლისაი". ტექსტს ერთვის ფოტომასალა.

 

 

 

 

 

 

  • გერგეტი - მთავარი გვერდი
  • გერგეტი -  აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • გერგეტი - ფოტოგალერეა // ფოტოალბომის სრული ვერსია